რეგისტრირებული ფაქტები87466
სორტირება თარიღი კლებადობით
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სოლომონ მაქსიმეს ძე ცაიშვილი დაიბადა 1900 წლის 26 თებერვალს ზუგდიდის მაზრის სოფელ ცაიშში.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
გრიგოლ ასლანის ძე კაგრამიანცი დაიბადა 1900 წლის 19 თებერვალს ქ. ბაქოში.
1900
ტიპი: ავტორობა
1900 წლის 13 თებერვალს გაზეთ „კვალში“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას წერილი „პრესა“ (II ნაწილი). ავტორი ძველი ჟურნალებიდან საუკეთესოდ ასახელებს 1863 წლიდან ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამომავალ „საქართველოს მოამბეს“, მაგრამ ამასთანავე აკრიტიკებს, რომ არ ასახავდა ყოველდღიურ ყოფას, არ გამოდიოდა ბატონ-ყმობის წინააღმდეგ და ა. შ. ამიტომაც მისი აზრით, ალმანახს, წერილების კრებულს უფრო წარმოადგენდა, ვიდრე ჟურნალს.
1900
ტიპი: გარდაცვალება
1900 წლის 10 თებერვალს „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა იაკობ თუმანიშვილის გარდაცვალების შესახებ კონსტანტინოპოლში. მან მთელი ქონება ქველმოქმედებას მოახმარა და თავად აღარაფერი დარჩა, ამიტომ მის დაკრძალვაზე სიძემ, პავლე გოზალიშვილმა, და ნათესავმა ლუკა თუმანოვმა იზრუნეს.
1900
ტიპი: მფლობელობა
1900 წლის 9 მარტის ხელშეკრულებიდან ცნობილია, რომ ქვემო მაჩხაანში იოსებ გრიგოლის ძე ტუკუშევის მიერ იჯარით აღებულ ხეხილის ბაღს სამხრეთ-დასავლეთიდან მიხეილ ლაზარეს ძე შანშიაშვილის მამული ესაზღვრებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის იანვრის ბოლოს ილია ჭავჭავაძემ საქართველოში მყოფ იტალიელ მეცნიერსა და მოგზაურ გულიელმო პასილის უმასპინძლა.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900 წლის 31 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საგანგებო კრებაზე აირჩიეს კომისიაში, რომელსაც საადგილმამულო გადასახადების შემცირებაზე უნდა ემუშავა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 31 იანვარს გაიმართა თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა კრება. კრებაზე განიხილეს ჯარიმების საქმე, რომელიც თავადაზნაურობას დაედო საერობო გადასახადის შეტანის დაგვიანების გამო და ასევე თავად-აზნაურთა მამულების შეფასების გაუმჯობესების საკითხი. კრებას უძღვებოდნენ იოსებ ანდრონიკაშვილი, ალექსანდრე ჩოლოყაშვილი და ილია ჭავჭავაძე.
1900
ტიპი: პირადი ინფორმაცია
სარქის პეტროსის ძე პეტროსიანი დაიბადა 1900 წლის 24 იანვარს ქ. თბილისში.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 22 იანვარს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილომამულო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირების შემდეგ თბილისში დაბრუნდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 17 იანვარს მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს გიორგი წერეთლის გარდაცვალება მიუსამძიმრა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 17 იანვარს მარჯორი უორდროპმა აკაკი წერეთელს 1899 წელს გამოცემული „კრებულის“ მე-4 ნომრის გაგზავნა სთხოვა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქუთაისის საგუბერნიო ხაზინის მოხელე ხარლამპი (იგივე ვარლამ) გოგნაძე ონის სამაზრო ხაზინის ბუღალტრის თანაშემწედ დაინიშნა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 იანვრის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კაპიტანი ვაჩნაძე კავკასიის გრენადერთა ბრიგადის მერვე ბატარეის უფროსად დაინიშნა და პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 16 იანვარს ილია ჭავჭავაძე ბაქოში მყოფ ქართველებთან ერთად დაესწრო გიორგი წერეთლის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძემ ბაქოში დავით ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილისგან შეიტყო გიორგი წერეთლის გარდაცვალება.
1900
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1900 წლის 15 იანვარს ილია ჭავჭავაძე ბაქოში დავით ღოღობერიძესა და მარიამ მელიქიშვილს ესტუმრა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 15 იანვრამდე ბაქოში დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძე და მარიამ მელიქიშვილი დაქორწინდნენ.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 15 იანვრამდე ილია ჭავჭავაძე ბაქოში დავით ნიკოლოზის ძე ღოღობერიძისა და მარიამ მელიქიშვილის ქორწილს დაესწრო.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წლის 15 იანვრამდე ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის ბაქოს სააგენტოს რევიზირებისთვის ბაქოში გაემგზავრა.

