რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დიმიტრი ფავლენიშვილმა სოფელ ერედვის მოსახლეობას ერთი დღის სახნავი მიწის ნაკვეთი გადასცა. გლეხების შემოწირულობით აქ სასოფლო-საეკლესიო სკოლა უნდა აშენებულიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თ. ბაქრაძეს სოფელ ერედვში სასოფლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობა პირველ სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი მიხეილის ქ. N129-ში გადავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს ილია აბრამიშვილმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რესტორანში „იუჟნი ნომერა“ გამორჩეული სამზარეულო ჰქონდათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს უნდოდა, რომ გურიისა და სამეგრელოს ყველა მონასტერში მეფუტკრეობა და აბრეშუმის წარმოება დაეწყოთ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძის განკარგულებით მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსებს მარტვილის მონასტრების ყველა მსახური ესწრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქალაქ თბილისის გამგეობამ ვერის საქალაქო სასწავლებლისთვის თავად ივანე მაჩაბლის სახლი 4 წლის ვადით დაიქირავა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თბილისის პოლიცმაისტერმა ლ. პ. მასტიცკიმ ნიკოლოზის ხიდის დახურვა ითხოვა. მისი თქმით, საჭირო იყო, რომ ხიდი თბილისის საგუბერნიო გამგეობის ტექნიკოსებს შეემოწმებინათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს განზრახული ჰქონდა, თავის ეპარქიაში ბერ-მონაზვნების საცხოვრებლები დაეარსებინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს და გურია-სამეგრელოს ეპარქიის მმართველებს უნდოდათ, რომ მარტვილში 40 ბერ-მონაზვნის საცხოვრებელი დაეარსებინათ.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ი. შაიკევიჩი ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსი იყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სასამართლოში შაბათავას წინააღმდეგ სათავადაზნაურო ბანკის ინტერესებს ვექილის თანაშემწე თურქესტანიშვილი იცავდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ განცხადებით, საოლქო სასამართლომ შაბათავას ქვრივის სასარგებლოდ სათავადაზნაურო ბანკს 2400 მანეთის ოდენობის ჯარიმა დაუწესა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, შაბათავას ქვრივმა სათავადაზნაურო ბანკის წინააღმდეგ საოლქო სასამართლოში საჩივარი შეიტანა.