რეგისტრირებული ფაქტები84009
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, ქალაქის ყველა მაღაზიასა და ეკლესიაში რაჟდენ ბარამიძის წიგნი „ცხოვრება დიდისა მოწამისა იაკობ დაჭრილისა“ შაურად იყიდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს თეოდორ ბიკოვი ხელოსანთა გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებს პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს თეოდორ ბიკოვმა ხელოსანთა გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრებს განუცხადა, რომ გამგეობამ გააუქმა ხელოსანთა კრების დადგენილება სარევიზიო კომისიის არჩევის შესახებ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ესტატე ჩხარტიშვილმა მცხეთაში სასეირნო და მოსასვენებელი ბაღი „არმაზი“ მოაწყო.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლის 29 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ამიერ-კავკასიის რკინიგზის უფროსი ი. ს. შაიკევიჩი მივლინებით საზღვარგარეთ გაემგზავრა. მის მოვალეობას გზის სამსახურის უფროსი აკორენკო ასრულებდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 28 ივლისს თბილისის სამოსამართლო პალატამ სათავადაზნაურო ბანკისა და შაბათავას ვექილების ჩვენებები მოისმინა და საქმის განხილვა 18 აგვისტომდე გადადო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ქუთაისის ქართული დრამატული დასის დახმარებით შალვა ალექსი-მესხიშვილმა სოფელ კულაშში დადგა ვალერიან გუნიას ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“. სცენის გაუმართაობისა და როლისთვის შეუფერებელი მსახიობების გამო წარმოდგენამ ცუდად ჩაიარა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ივლისს სადგურ ჯუმათთან უცნობმა პირმა ოზურგეთის მაზრის მკვიდრი მიხეილ მიქაძე დაჭრა და მიიმალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 27 ივლისს ოზურგეთში ეკატერინე გურიელის ინიციატივითა და ივანე მაქსიმეს ძე ჩხარტიშვილის ხელშეწყობით ილია ჭავჭავაძის „დედა და შვილი“, აკაკი წერეთლის „ნათელა“ და ვალერიან გუნიას „საშოვნელს ნაშოვნი სჯობია“ წარმოადგინეს და ამოგებული თანხა ადგილობრივ წიგნთსაცავს შესწირეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს სცენისმოყვარეთა გუნდმა ხაშურში წარმოადგინა ალექსანდრე ყაზბეგის „არსენა“ და „ცოლი ორის დღით“. შემოსული თანხა ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ქუთაისის ქართული დრამატული დასის დახმარებით შალვა ალექსი-მესხიშვილმა სოფელ კულაშში დადგა ვალერიან გუნიას ხუთმოქმედებიანი დრამა „და-ძმა“. მარინეს როლს გვეტაძე ასრულებდა, ილია ჩიქოვანი კი „გადიას“ როლზე დაამტკიცეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ივანიძე, იოსებ ბაქრაძე, ვასილ ბალანჩივაძე და სხვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში ადგილობრივ სცენისმოყვარეთა და თამარ ივანიძის მონაწილეობით ავქსენტი ცაგარლის ფარსი „მშვენიერი ელენეს მაძიებელნი“ დადგეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს დაბა ყვირილაში ვასილ ბალანჩივაძის წარმოდგენა მეორედ გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი კულაშის სკოლის დარბაზში დადგმულ წარმოდგენაში მონაწილეობდა. შემოწირულობის სახით მიღებული თანხა ღონისძიების ორგანიზატორ კოლა კანდელაკისთვის უნდა გადაეცათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს კულაშის ნორმალური სკოლის დარბაზში კოლა კანდელაკის თაოსნობით წარმოდგენა „და-ძმა“ გაიმართა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. წარმოდგენაში მონაწილეობდნენ: ვასილ არაბიძე, სარდიონ მაღრაძე, ბარბარენკოსი და სხვები.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი დივერტისმენტით დასრულდა. საღამოზე ლექსები წაიკითხეს იოსებ ფანცულიამ და ვლადიმერ იაშვილმა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს ყვირილაში რეჟისორ ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის ვოდევილი „ოთხი იმერელი“ დაიდგა. სცენაზე თავი გამოიჩინა ტუსია ბაქრაძემ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს თბილისის მეშჩანთა გამგეობის კრება იყო დანიშნული, რომელზეც ე. ვ. ედიგაროვი თავმჯდომარედ, ა. მაკედონსკი ბეგრის ამკრეფად, ხოლო თ. ოსიტოვი და ვ. სევანოვი ობოლთა სასამართლოს წევრებად უნდა დაემტკიცებინათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 26 ივლისს სოფელ აკეთში მოყვარულმა მსახიობებმა ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს და შემოსული თანხა ადგილობრივ სკოლას შეწირეს.