რეგისტრირებული ფაქტები90430
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად ლუარსაბ ბოცვაძისა და ნიკოლოზ ნაკაშიძის არჩევაზე თანხმობა განაცხადა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს რაჟდენ ობოლაძე და ნიკოლოზ სირბილაძე ხრესილის აკაკის სახელობის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრები იყვნენ.
1918
ტიპი: ორგანიზაცია
1918 წელს მინადორა ტოროშელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრებად დავით კარიჭაშვილისა და იპოლიტე ვართაგავას არჩევაზე თანხმობა განაცხადა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს ცაცა დარახველიძე ხრესილის აკაკის წერეთლის სახელობის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგე იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სოფ. ხრესილის უფასო წიგნსაცავ-სამკითხველოს წევრები სამკითხველოს გამგეს, ცაცა დარახველიძეს მოვალეობის შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის ნოემბერში პეტერბურგში ქუთაისის გუბერნიის დეპუტატი ვ. გელოვანი შრომის ჯგუფმა ფრაქციის ბიუროს წევრად აირჩია.
1912
ტიპი: მფლობელობა
1912 წლის 20 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ბარნაბ ივლიანეს ძე კორძაიას სამტრედიაში ფართლეულის მაღაზია „აბაროტი“ ჰქონდა.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს სავლე იოსების ძე აბულაძე სოფ. კიცხის ორკლასიანი სამინისტრო სკოლის ზედამხედველი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წელს გაზეთ „იმერეთის“ რედაქციამ გრიგოლ აბაშიძის ხელნაწერ ლექსთა კრებული შეიძინა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ნოემბერს კავკავის ქართული სკოლის დარბაზში ილია ჭავჭავაძის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად საბავშვო სალიტერატურო საღამო უნდა გაემართათ. საღამოზე ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის შესახებ მოკლე დახასიათება უნდა წაეკითხა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში მალაქია ჭუბაბრიას, მიხეილ დავითის ძე წულუკიძისა და ალექსანდრე გრიცის საქმის განხილვის დროს ბრალმდებელი ხლადოვსკი იყო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 17 ნოემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, ივანე შარაშიძე ხონში ბევრი სასწავლებლის დაარსებაში მონაწილეობდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 6 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში დამწვარი სახლის ძვირად დაზღვევაში ბრალდებულ მიხეილ დავითის ძე წულუკიძეს ადვოკატი ტერ-სტეფანოვი იცავდა.

