რეგისტრირებული ფაქტები80272
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1920
ტიპი: ღონისძიება
დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მიერ მომზადებულ 1920 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ წლის ბოლომდე გამგეობამ 54 წიგნი და რვეული გამოსცა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წელს დავით კარიჭაშვილისა და თევდორე კიკვაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომებზე განიხილეს მთავრობისაგან 5 მილიონი მანეთის სესხად აღების, ტყვარჩელის მადნების დამუშავების, ბიბლიოთეკების ლიკვიდაციის, სხვადასხვა კულტურული დაწესებულებისთვის დახმარების აღმოჩენის, მოსამსახურე პირების მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების, კავკავის სკოლის უზრუნველყოფის და სხვა პრობლემური საკითხები.
1913
ტიპი: თანამდებობა
1913 წლის 22 ოქტომბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების კავკავის განყოფილება (გამგეობის დროებითი თავმჯდომარე – ტ. კახიძე) განმეორებით თხოვნას უგზავნის მთავარ გამგეობას, რათა თბილისის ყველა ქართულ გაზეთში გამოცხადდეს, რომ თავისუფალია კავკავის ქართული სკოლის გამგის ადგილი; პირობები: ჯამაგირი – თვეში 60 მანეთი, ბინა – გათბობითა და განათებით.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრება ხელმეორედ, 6 დეკემბერს დაინიშნა. კრებაზე უნდა განეხილათ შემდეგი საკითხები: საზოგადოების გამგეობის სამოქმედო ანგარიში 1888 წლის პირველი იანვრიდან პირველ სექტემბრამდე; 1888-1889 წლების სავარაუდო ხარჯთ-აღრიცხვა და ახალი წევრების არჩევის საკითხი. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს ქუთაისისა და სენაკის სათავადაზნაურო სკოლების კურსდამთავრებულთა ცნობების არქონის საკითხი. გამგეობამ კრებას მოახსენა, რომ კრების გადავადების გამო ცნობების შეგროვება ვერ მოესწრო. ასევე განიხილეს სკოლების გახსნის დამაბრკოლებელი მიზეზი. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს რევიზორების საკითხი. გამგეობის აზრით, მათ ცნობები სკოლების შესახებ უფრო დაწვრილებით უნდა წარმოედგინათ. გამოითქვა მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნებოდა თუ სკოლებს ერთი გამგეობის წევრი დაათვალიერებდა, თუმცა წევრთა ნაწილი ამის წინააღმდეგი იყო. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იმის გასარკვევად მასწავლებლები ყოველდღე დადიოდნენ თუ არა სკოლაში და რამდენად გულმოდგინედ ასწავლიდნენ, გამგეობამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ყველა განყოფილების მასწავლებლისთვის დაევალებინათ ყოველ ორ თვეში ერთხელ მოსწავლეთა რვეულები გამოეგზავნათ და გამგეობისთვის წარედგინათ. რვეულების შემოწმების შედეგად გაირკვეოდა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1888
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მოსალოდნელი გასავალი 1888-1889 წლისთვის იყო: ბათუმის სკოლისთვის 2000 მანეთი, ხელთუბნის სკოლისთვის 400 მანეთი, წინარეხის სკოლისთვის 350 მანეთი, თონეთის სკოლისთვის 350, საქმისმწარმოებლის ხელფასისთვის 600 მანეთი, საქმისმწარმოებლის თანაშემწის ხელფასისთვის 180 მანეთი, კანცელარიის თანამშრომლისთვის 72 მანეთი, კანცელარიის სადგურის ქირისა და გათბობისთვის 270 მენთი, კანცელარიის წვრილმანი ხარჯისთვის 100 მანეთი, მუზეუმისა და წიგნთსაცავის შესავსებად 200 მანეთი. სულ 4522 მანეთი. შემოსავალ-გასავლის აღრიცხვას ხელს აწერს თავმჯდომარის მოადგილე ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე განიხილეს წიგნების გამოცემის საკითხი. საზოგადოებას 20000 „დედა ენა“ უნდა დაებეჭდა, თუმცა უსახსრობის გამო 12000 „დედა ენა“ და 6000 „ბუნების-კარი“ გამოიცა. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს მომავალი ქალთა ქართული სკოლის კომიტეტის თხოვნა. კომიტეტი საზოგადოებას ორ მომგებიან ბილეთს სთხოვდა. კრებამ დაადგინა ეს თხოვნა დაეკმაყოფილებინა. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 6 დეკემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე მოისმინეს წინამძღვრიანთკარის სკოლის მზრუნველის თხოვნა, რომ ერთი მასწავლებლისთვის წლის ხელფასი, 360 მანეთი მიეცათ. კრებამ საკითხის გადაწყვეტა გამგეობას მიანდო. თავმჯდომარის ნაცვლად კრების ოქმს ხელს აწერს ივანე გიორგის ძე მაჩაბელი.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 12 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანტონ ფურცელაძემ გაგმეობას სოფელ რეხაში, ბორჩალოს მაზრაში, სკოლის გახსნა შესთავაზა. იქ მცხოვრები ქართველები მთლიანად თათრების გარემოცვაში იყვნენ, მათ არამცთუ ენა, თითქმის სარწმუნოებაც დაკარგული ჰქონდათ. კარგი იქნებოდა თუ საზოგადოება უფრო მივარდნილ ადგილებში გახსნიდა სკოლებს.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას თავმჯდომარეობდა ალექსანდრე მირიანის ძე ჭყონია. კრებას 25 წევრი დაესწრო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებას ესწრებოდნენ საზოგადოების წევრები: ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე, ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი, ნიკოლოზ თადეოზის ძე ხიზანაშვილი, ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მიხეილ დიმიტრის ძე ნასიძე, ალექსანდრე ივანეს ძე ნათაძე, ანდრია სოლომონის ძე ღულაძე, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, არისტოტელე ვასილის ძე ქუთათელაძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე იაკობ გოგებაშვილმა კრებას განუმარტა, რომ სკოლის ორ განყოფილებად დაყოფა სწავლის შედეგს გააუმჯობესებდა. პირველი განყოფილება დილით ისწავლიდა, ხოლო მეორე შუადღის შემდეგ. კრებამ გოგებაშვილის წინადადება მოიწონა.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ალექსი ჭიჭინაძემ ისაუბრა საზოგადოების სკოლების შესახებ. მან აღნიშნა, რომ სკოლებში მოსწავლეთა რიცხვი 30-40 არ აღემატებოდა. გამგეობამ ამის ორი მიზეზი დაასახელა: სოფლებს შორის დიდი მანძილი, რის გამოც მოსწავლეებს ზამთარში სკოლაში სიარული უძნელდებოდათ; სკოლის დანიშნულება ყველას არ ჰქონდა გათავისებული, ისინი ვერ ხედავდნენ სწავლის საჭიროებას და შვილებს არ უშვებდნენ სკოლაში.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე პეტრე უმიკაშვილმა სწავლისა და სკოლების გახსნის დამაბრკოლებელ მიზეზად მცირე ზომის სოფლების არსებობა და მათ შორის დიდი მანძილი დაასახელა. მან კრებას შესთავაზა „მოძრავი სკოლების“ შემოღება. გამგეობამ დაადგინა, რომ უმიკაშვილის ინიციატივა ახალი ტიპის სკოლების შემოღების შესახებ ახალ გამგეობას შეემუშავებინა და საერთო კრებისთვის წარმოედგინა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია ღულაძემ იკითხა, სწორი იყო თუ არა ინფორმაცია, რომ სახალხო დირექტორის თანაშემწეს წინარეხის სკოლა ორჯერ დაკეტილი დახვდა. ნიკოლოზ ცხვედაძემ უპასუხა, რომ ის ხშირად ადიოდა წინარეხის სკოლაში და ოცზე ნაკლები მოსწავლე არასდროს დახვედრია. აღნიშნა, რომ ერთ დროს სკოლას ცუდი თვალით დაუწყეს ყურება, რადგან თანხის შემოტანა ეზარებოდათ, თუმცა ეს საკითხი მოგვარდა. ცხვედაძემ წინარეხის სკოლის სასწავლო პროცესის დამაბრკოლებელ მიზეზად დაასახელა გლეხებს შორის უთანხმოება, რომელიც მოგვარდა. კრებამ დაადგინა თვალყური ედევნებინათ წინარეხის სკოლისთვის.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ივანე მაჩაბელმა კრებას შესთავაზა სამი წინადადება: გამგეობის მოქმედების ანგარიში ერთი თვით ადრე დაებეჭდათ და ყველა წევრისა და „ივერიის“ ყველა ხელისმომწერისთვის დაერიგერბინათ; კ. მუხრანსკის 1000 მანეთიანი ბილეთი გაენაღდებინათ, რადგან პროცენტი იკარგებოდა; იაკობ გოგებაშვილის „ბუნების კარი“ და „დედა ენა“ დაებეჭდათ, რომ წიგნის მაღაზიების მოგება საზოგადოებას დარჩენოდა. კრებამ დაადგინა მაჩაბლის პირველი და მეორე წინადადება მიეღო, მესამე წინადადების გადაწყვეტა კი გამგეობას მიენდო.
1888
ტიპი: ავტორობა
1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ კრებას მოახსენა ბათუმის სკოლის მდგომარეობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ 1887 წელს ბათუმში შეიქმნა მზრუნველი კომიტეტი, რომლის დამსახურებითაც ბათუმის სკოლას 500 მანეთზე მეტი შემოუვიდა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 5 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მიიღო თბილისის საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული სოფიო კულიკოვსკაიას ანდერძი. გამგეობამ ეს ამბავი კულიკოვსკაიას ნების აღმასრულებელს, ივლიტა ადამის ასულ ფორაქოვისას, აცნობა და სთხოვა, ნაანდერძევი 1 000 მანეთი კავკავის სკოლისთვის გადაეცა.