საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80244

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს თელავში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძის მამულის თელავის განყოფილებისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის იმდროინდელი მდგომარეობა. ხმათა უმრავლესობით კრებამ გამგეობას დაავალა თავადაზნაურობის წინაშე შუამდგომლობა მამულის გასამართავად და შენობების შესაკეთებლად თანხის მოსაპოვებლად. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე, წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს თელავში გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების წლიური კრება. თავმჯდომარემ დამსწრეებს გააცნო სავარაუდო შემოსავალი, რომელიც საზოგადოებას იმ დროისთვის შეიძლება მიეღო ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულიდან და ამ შემოსავლის ზრდის პერსპექტივა მამულში მდებარე ნაგებობებისა და წისქვილის შეკეთების შემთხვევაში. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს ქ. თელავში გამართულ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განიხილეს თელავის სამკითხველოს წევრთა შუამდგომლობა, რომელიც ეხებოდა სამკითხველოს თელავის განყოფილებისთვის გადაცემას. ხმათა უმრავლესობით კრებამ გადაწყვიტა უარი ეთქვა სამკითხველოს წევრთათვის, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი ამ საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნას ითხოვდა. კრების ოქმს ხელს აწერენ კრების თავმჯდომარე ვასილ კახიძე და წევრები: ილია გორდეზიანი, ნინო მთვარელიშვილი, ნინო ცისკარაშვილი, მარიამ კანდელაკი, მღვდელი დიმიტრი დეკანოზიშვილი, სიმონ კევლიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი და დავით ლუკაშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ივლისს ქ. თელავში გამართულ ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განყოფილების გამგეობის წევრებად ფარული კენჭისყრით აირჩიეს თამარ ალექსის ასული აბაშიძისა, ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძისა, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი, ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, იური მიხეილის ძე ჭავჭავაძე, ილია პავლეს ძე გორდეზიანი, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, გიორგი დავითის ძე იორდანიშვილი, თამარ ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი და ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ივლისს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე სარევიზიო კომისიის წევრებად ფარული კენჭისყრით აირჩიეს: დეკანოზი იოანე შიუკაშვილი, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი და ნიკოლოზ ივანეს ძე მარკოზაშვილი.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ივლისს თელავში გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე განყოფილების გამგეობის თავმჯდომარედ მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე აირჩიეს.

1912

ტიპი: თანამდებობა

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წლიურ კრებაზე განიხილეს ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილის წერილი. რუსიშვილი უარს აცხადებდა გამგეობის წევრობაზე, რადგან უმეტესად თბილისში უხდებოდა ცხოვრება. მიუხედავად ამისა, კრებამ იგი ერთხმად აირჩია გამგეობის წევრად როგორც ფრიად სასარგებლო პირი და დაადგინა, მისთვის გამგეობაში დარჩენა ეთხოვათ.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებაზე მადლობა გადაუხადეს განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგს, ვასილ ბესარიონის ძე კახიძეს და მის მეუღლეს, ანასტასია რაფიელის ასულ კახიძეს დაუღალავი შრომისთვის განყოფილების საკეთილდღეოდ (ანასტასია კახიძე კრებას არ ესწრებოდა).

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიურ კრებას თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ ბესარიონის ძე კახიძე თავმჯდომარეობდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 7 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრთა წლიური კრების ოქმის ასლი დედანთან შეადარა და მისი უტყუარობა დაადასტურა განყოფილების გამგეობის მდივანმა ილია გორდეზიანმა.

1911

ტიპი: ორგანიზაცია

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, ვარლამ დიმიტრის ძე მდგვარელს, გადახდილი ჰქონდა საწევრო, 3 მანეთი. 

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 და 1912 წლებში ელისაბედ მოზდოკელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ქალთა პროფესიულ სკოლას 20-20 მანეთი შესწირა.

1913

ტიპი: ღონისძიება

1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, ალექსანდრე თევდორეს ძე პრონინს, გადახდილი ჰქონდა საწევრო, 3 მანეთი.

1912

ტიპი: ორგანიზაცია

1912 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრებმა, ვასილ და თევდორე ლუარსაბის ძე ლებანიძეებმა, გადაიხადეს საწევრო 6 მანეთი. 

1911

ტიპი: ორგანიზაცია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრს, პიატიგორსკის ეპისკოპოს ექვთიმე ოქროპირის ძე კაჭახიძეს გადახდილი ჰქონდა 1911-1912 წლების საწევრო, 10-10 მანეთი.

1909

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 8 სექტემბერს გაზეთ „ვოლნი გორეცის“ კორესპონდენტი ვ. ლავროვიჩი წერდა, რომ კაზაკებისა და „დობროარმიის“ სიძულვილით სავსე მთიელი ჩეჩნები მამა-პაპათა საბრძოლო სულისკვეთებით იყვნენ გამსჭვალულნი და არ აპირებდნენ, დანებებოდნენ ერისხან ალიევის „სახალხო მმართველობას“. გამოცდილმა გენერალმაც იცოდა, რომ იარაღის ძალით მთიელებისთვის თავისუფლების წართმევის მცდელობა ძვირად დაუჯდებოდა და ფრთხილობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის განყოფილების ანგარიშის გასავალში აღნიშნულია 100 მანეთი – ალექსანდრე თევდორეს ძე პრონინისთვის დაბრუნებული ვალი.

1910

ტიპი: ღონისძიება

ქშწკგ საზოგადოების კავკავის განყოფილების 1909 წლის შემოსავალ-გასავლის ანგარიშის თანახმად, იოსებ სოლომონის ძე ხოლოევმა ბანკში 200 მანეთი შეიტანა სკოლის სახელზე.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 23 მარტს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობა (თავმჯდომარე – ინფანტერიის გენერალი გ. ნ. ყაზბეგი) ატყობინებს თბილისის გუბერნატორს, რომ საზოგადოებამ დაადგინა ადგილობრივი ფილიალის გახსნა ვლადიკავკაზში (საფუძველი – საზოგადოების წესდების 1-ლი მუხლი). გამგეობის არჩეული წევრები არიან: ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე (თავმჯდომარე), იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძე, მოსე ანთიმოზის ძე კალანდარიშვილი, ადამ ივანეს ძე ფორაქოვი, ალექსი არტემის ძე მიქელაძე, გრიგოლ მიხეილის ძე ბურდული და მღვდელი გიორგი გრიგოლის ძე ნათაძე (მდივანი).

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 მარტს სოფელ ახუთის მამასახლისმა ბათა ჯალაღანიამ გლეხების სახელით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მისწერა, რომ სოფლის გლეხობამ გამართა ყრილობა, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა და ესწრებოდნენ სოფლის მსაჯულები. ყრილობაზე განიხილეს ახუთის სკოლისთვის ახალი შენობის აშენების საკითხი.

1899

ტიპი: ღონისძიება

1899 წლის ივნისში კავკავის სკოლის სამზრუნველო კომიტეტი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვდა, დაემტკიცებინათ კომიტეტის მიერ ახლად არჩეული წევრები: პართენ ალექსანდრეს ძე გოთუა, ერთაოზ გიორგის ძე სიდამონ-ერისთავი, სტეფანე იაკობის ძე პოპოვი, მიხეილ ვასილის ძე ინასარიძე, ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძე, იოსებ ვასილის ძე მოზდოკელი, ნიკოლოზ თევდორეს ძე გუბნელოვი, თავმჯდომარე – ალექსი ბესარიონის ძე ჭიჭინაძე, მოადგილე – ტიტე ბენედიქტეს ძე კახიძე, ხაზინადარი – ი. ვ. მოზდოკელი, ან ხაზინადრის კანდიდატი – ნ. თ. გუბნელოვი.

1893

ტიპი: ავტორობა

1893 წელს გამომცემლობა „მწყემსმა“ დაბეჭდა „სამოსწავლო ჟამნი“, შედგენილი ხუცური ასოებით დავით ღამბაშიძის მიერ.