საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80220

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის 3 მაისს ქ. თელავში ჩატარდა კრება, რომელიც ეხებოდა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების გახსნას. კრების თავმჯდომარე იყო ვასილ ბესარიონის ძე კახიძე.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 24 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივანმა სამსონ ფირცხლავამ თელავის განყოფილებას აუწყა, რომ იმ დღიდან თელავის განყოფილებას შეეძლო, საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის თანახმად, მოქმედების დაწყება.

1909

ტიპი: ავტორობა

1909 წლის 12 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ და გამგეობის მდივანმა თამარ აბაშიძემ სთხოვეს 1908 წლის ზაფხულში თამარა ალექსანდრეს ასული აბაშიძის სახელზე გამოგზავნილი ათი ყულაბის თელავის განყოფილებისთვის დათმობა. ამ ათი ყულაბიდან ხუთი უკვე დარიგებული ყოფილა სხვადასხვა ოჯახში ფულის მოსაგროვებლად, ხუთი კი ინახებოდა თამარ აბაშიძის მეუღლესთან. თელავის განყოფილება ასევე სთხოვდა მთავარ გამგეობას ფულს, რომელიც ყულაბებში აღმოჩნდებოდა. თუ ეს არ იქნებოდა შესაძლებელი, თელაველები ფულს მთავარ გამგეობას გაუგზავნიდნენ, ყულაბებს კი დაიტოვებდნენ.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1909 წელს საზოგადოების 55 წევრის საწევრო გადასახადის სახით შემოვიდა 165 მანეთი, ხოლო შემოწირულობებიდან – 282 მან. 87 კაპ. სულ შემოსავალმა შეადგინა 447 მან. 87 კაპ. ამ თანხაში შედიოდა 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი, რომელიც თელავის განყოფილებამ მთავარ გამგეობას გაუგზავნა 1908 წლის 24 დეკემბერს. ადგილობრივ განყოფილებათა ინსტრუქციის მეოთხე მუხლის საფუძველზე, 1910 წლის 8 მარტს, თელავის განყოფილებამ ასევე გაუგზავნა მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20%, ე. ი. 357 მანეთისა და 87 კაპიკის 20% – 71 მან. 40 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1909

ტიპი: ავტორობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოფადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის გასავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 30 წევრის საწევრო გადასახადი – 90 მანეთი და 1909 წლის შემოსავლის 20% – 71 მან. 87 კაპ. გაეგზავნა მთავარ გამგეობას, ხოლო წვრილ ხარჯებზე (წერილები, ბეჭდები, დეპეშები და სხვა) დაიხარჯა 23 მან. 58 კაპ. სულ 1909 წლის გასავალი შეადგენდა 184 მანეთსა და 58 კაპიკს. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და ხაზინადარი ივანე პაატაშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობასმუშაობის წლიური ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობა თბილისის სათავადაზნაურო ბანკისგან ილია ჭავჭავაძის სახლისა და ეზოს შეძენას აპირებდა ყვარელში.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას იმ წლის მუშაობის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობას სურდა, ორგანიაზაციაში მეტი ადამიანი მოეზიდა და გაეწევრიანებინა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1910 წლის სავარაუდო შემოსავლის ხარჯთაღრიცხვა გაუგზავნა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, 1910 წელს გამგეობას საწევრო გადასახადით დაახლოებით 300 მანეთი შეუვიდოდა, წარმოდგენებიდან – 200, წიგნის მაღაზიიდან – 150; 334 მანეთი წინა წლიდან იყო დარჩენილი ხაზინაში. თელავის განყოფილებას შემოსავალი სავარაუდოდ სულ 984. 69 მანეთი ექნებოდა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის 8 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილემ, ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1909 წლის შემოსავლის 20% – 71. 40 მანეთი გაუგზავნა.

1910

ტიპი: ღონისძიება

1910 წლის დასაწყისში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე ვასილ კახიძემ მთავარ გამგეობას 1909 წლის მუშაობის ანგარიში გაუგზავნა. ანგარიშის მიხედვით, თელავის განყოფილებამ მუშაობა 1909 წლის 3 მაისს დაიწყო, ერთი საზოგადო და 6 გამგეობის სხდომა ჩაატარა, რომელთაც ყველა წევრი ესწრებოდა (თავმჯდომარის გარდა), და 11 საქმე განიხილა. 1909 წელს თელავის განყოფილებას სკოლა და ბიბლიოთეკა არ ჰქონდა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საზოგადო კრებაზე თელავის განყოფილების წევრებად მიიღეს: ვასილ ბესარიონის ძე კახიძე, ივანე დიმიტრის ძე პაატაშვილი, ნიკიფორე იესეს ძე მამინაიშვილი, მაქსიმილიანე ზაქარიას ძე ჭავჭავაძე, ალექსანდრე ზაქარიას ძე ბარნოვი, დეკანოზი მიხეილ იოსების ძე ხელაშვილი და ვასილ ბესარიონის ძე ბარნოვი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საზოგადო კრებაზე თელავის განყოფილების წევრებად მიიღეს: გიორგი ბოჭორიშვილი, ნინა (ნინო) დიმიტრის ასული როსტომაშვილი, მიხეილ ალექსანდრეს ძე სოლოვიოვი, კოტე მიხეილის ძე ტარტარაშვილი, ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი და ელისაბედ გიორგის ასული ქართველიშვილი.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საზოგადო კრებაზე თელავის განყოფილების წევრებად მიიღეს: ივანე ათანასეს ძე მაყაშვილი, ზაქრო (ზაქარია) რომანის ძე ჭავჭავაძე, ნიკოლოზ გიორგის ძე აბელაშვილი, ვალერიან იოსების ძე კიკნაძე, სოფიო ალექსანდრეს ასული მაჭავარიანი, ქაიხოსრო დავითის ძე მაჭავარიანი, ქეთევან ივანეს ასული რუსიშვილი და ილია მაკარის ძე აფხაიძე.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 4 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის საზოგადო კრებაზე თელავის განყოფილების წევრებად მიიღეს: ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი, თამარ ალექსანდრეს ასული ყაზახაშვილი, ანა აბელის ასული აბელაშვილი, მიხეილ საბას ძე ცისკარაშვილი, მიხეილ დავითის ძე ცისკარაშვილი, ნიკოლოზ პავლეს ძე ღუდუშაური, ილია პალეს ძე გორდეზიანი და გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრება გაიმართა. კრებამ ფეხზე ადგომით პატივი მიაგეს გარდაცვლილი პოეტის, გრიგოლ ვოლსკის ხსოვნას და მისი ნათესავებისთვის სამძიმრის დეპეშის გაგზავნა დაადგინა.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის მოადგილის ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით ჩატარდა თელავის განყოფილების წევრთა საზოგადო კრება. კრებაზე საპატიო წევრებად აირჩიეს ექვთიმე ბესარიონის ძე კაჭახიძე – ალავერდელი ეპისკოპოსი დავითი და ოფიცერი ივანე დიმიტრის ძე კალატოზიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებამ მოიწონა ამავე განყოფილების გამგეობის განზრახვა, შეეძინა ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის სახლები, ეზო და წისქვილი. კრებამ გამგეობას დაავალა შუამდგომლობის გაგრძელება, მამულის შეძენის პირობების გარკვევა და ამის შესახებ საგანგებოდ მოწვეული საზოგადო კრებისთვის მოხსენება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებაზე ამავე განყოფილების გამგეობამ თელავში წიგნებისა და სხვა სასწავლო ნივთების სავაჭრო სახლის გახსნის საკითხი დასვა. სხდომამ წინადადება მოიწონა და გამგეობას 1910 წლის პირველი იანვრიდან სავაჭრო სახლის გახსნის ორგანიზება დაავალა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ჩატარებულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებაზე განიხილეს ივანე პაატაშვილის წინადადება, ეთხოვათ მთავარი გამგეობისთვის, რომ მათთვის 1909 წლის შემოსავლის 20% არ გამოერთმია. კრებამ 17 ხმის უპირატესობით 9-ის წინააღმდეგ პაატაშვილის წინადადება მიიღო.

1909

ტიპი: გარდაცვალება

1909 წლის 6 დეკემბერს ქ. თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აგენტ ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით ჩატარებული საზოგადო კრების ოქმიდან ჩანს, რომ გარდაიცვალა პოეტი გრიგოლ ვოლსკი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ: ალექსანდრე ვახვახიშვილი, სარდიონ ალადაშვილი, ლაზარე მურთაზაშვილი, ივანე პაატაშვილი, ანასტასია კახიძისა და ქეთევან რუსიშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ: თამარ აბაშიძე, მარიამ პაატაშვილისა, ეკატერინე ერისთავისა, თამარ ყაზახაშვილი, ალექსანდრე ბარნოვი და ზაქარია მარკოზაშვილი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ ბესარიონის ძე კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ: ანა ნიკოლოზის ასული ჭავჭავაძე, გიორგი ივანეს ძე ხიზანაშვილი, ზაქარია რომანის ძე ჭავჭავაძე, გიგო სოლომონის ძე ყარალაშვილი, ილია მაკარის ძე აფხაიძე და მიხეილ ალექსანდრეს ძე სოლოვიოვი.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 6 დეკემბერს თელავის წიგნსაცავ-სამკითხველოს დარბაზში ვასილ კახიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების საზოგადო კრებას ესწრებოდნენ: ვლადიმერ ედილაშვილი, ქაიხოსრო მაჭავარიანი, იოანე შიუკაშვილი, ისიდორე პერტაია, ილია გორდეზიანი და ნიკიფორე მამინაიშვილი.

1910

ტიპი: ავტორობა

1910 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობას გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ მოახსენა, რომ 1910 წლის პირველი ივლისის სხდომაზე საზოგადოების მთავარმა გამგეობამ განიხილა თელაველი ვაჭრის სოლომონ გიორგის ძე არჩუაშვილის თხოვნა მისთვის 40 თუმნის კრედიტის გახსნის შესახებ. კახიძის თქმით, მთავარი გამგეობა თელავის განყოფილებას ეკითხებოდა, რამდენად მიზანშეწონილი იყო არჩუაშვილის თხოვნის დაკმაყოფილება.