საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80221

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ კავკავის ქართული სკოლის 1893-1894 წლების ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლაში მეორე წელია ეწყობოდა ბიბლიოთეკა (ქართულ-რუსული წიგნებით), რომლითაც არა მხოლოდ ამ, არამედ სხვა სკოლების მოსწავლეებიც სარგებლობდნენ. ბიბლიოთეკიდან წიგნების გატანაც შესაძლებელი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლაში ორი მასწავლებლის მუშაობის დროს სწავლის პროცესი სადილობამდე და ნასადილევსაც მიმდინარეობდა. ნასადილევის გაკვეთილებზე ხდებოდა მეორე დღისთვის გაკვეთილების მომზადება და იმ ინფორმაციის გამეორება-შეჯამება, რომელსაც დღის პირველ ნახევარში იღებდნენ მოსწავლეები.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893-1894 სასწავლო წლის მარტიდან კავკავის ქართულ სკოლაში თ. ჯორჯაძისა მასწავლებლად დანიშნეს. მას მხოლოდ ერთი (მე-2) კლასი გადაეცა, რადგან სასწავლო წლის ბოლო იყო. საგნების გარდა თ. ჯორჯაძისა ქალებს ხელსაქმესაც ასწავლიდა.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ 20 ოქტომბრიდან სკოლა ახალ შენობაში გადავიდა და მასწავლებელმა ელ. ხოჯაშვილისამ თავი დაანება მუშაობას.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ 20 ოქტომბრიდან სკოლაში დარჩენილი მასწავლებელი პირველ და მე-4 განყოფილებას დღის პირველ ნახევარში 8-დან 11:30 საათამდე ასწავლიდა და 3 გაკვეთილს უტარებდა, მე-2 და მე-3 განყოფილებას – დღის მეორე ნახევარში, 12:30-დან 4-მდე.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიაში“ დაბეჭდილ 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშში ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე წერდა, რომ სკოლაში სწავლა 1-ლ სექტემბერს დაიწყო (ძველ შენობაში) და 20 ოქტომბრამდე 2 მასწავლებელი ასწავლიდა.

1893

ტიპი: თანამდებობა

1893-1894 სასწავლო წელს ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე კავკავის ქართული სკოლის მასწავლებელი იყო.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის 13 ივლისის „ივერიის“ 148-ე ნომერში დაიბეჭდა ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის, ამავე გაზეთის 147-ე ნომერში დაწყებული, 1893-1894 წლების კავკავის ქართული სკოლის ანგარიშის გაგრძელება.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის გამგეობის წევრებმა ხონში მყოფ ბენედიქტე ღოღობერიძეს აცნობეს, რომ 29 მაისს გამართულ სხდომაზე განიხილეს მისი თხოვნა გოჩაჯიხაიშში სახალხო ბიბლიოთეკა-სამკითხველოს დაარსების თაობაზე. დაადგინეს, რომ საკითხი განსახილველად ქუთაისის განყოფილებისთვის გადაეცათ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 2 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თბილისის განყოფილების გამგეობამ ქუთაისის ფილიალს განსახილველად გადასცა აკაკის სახელობის ქვემო ქვიტირის წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარის, დავით ავალიანის თხოვნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა საქველმოქმედო სკოლის პედაგოგმა ევგენია ეგაძემ, რომ სკოლისთვის ესაჭიროებოდათ საყმაწვილო წიგნები საკითხავად და ასევე მომავალი წლიდან საყმაწვილო ჟურნალის გამოწერაც. გამგეობამ სკოლას 8 მანეთის წიგნები გაუგზავნა და ასევე დაადგინა, რომ მომავალი წლიდან მათთვის გამოეწერათ ჟურნალი „ნაკადული“.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობას მიმართა ეკატერინე რევაზის ასულმა გაბაშვილმა, რომ გამოეცათ მისი საყმაწვილო მოთხრობანი. გამგეობამ ეს საკითხი განსახილველად სასკოლო სექციას გადასცა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გორის ქალთა სახელოსნოს გამგე ელენე თარხნიშვილის თხოვნა, რომ გამგეობას ბიბლიოთეკისთვის გადაეცა 165 მანეთის წიგნები, რომლის საფასურსაც ნაწილ-ნაწილ გადიხდიდნენ. გამგეობამ დაადგინა, მიეწერათ გორის განყოფილებისთვის ელენე თარხნიშვილის თხოვნის შესახებ და ეთხოვათ წარმოედგინათ თავიანთი მოსაზრება ამ ფაქტთან დაკავშირებით.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საგურამოს სკოლის პედაგოგის არისტოკლე რამინიშვილის თხოვნა, რომ ავადმყოფობის გამო 1 თვით გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან და დახმარების სახით გაეგზავნათ 10 თუმანი. გამგეობამ დააკმაყოფილა ა. რამინიშვილის თხოვნა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ყვირილაში მცხოვრები წიგნებით მოვაჭრე პლატონ თეიმურაზის ძე კიკნაველიძის თხოვნა 300 მანეთის კრედიტის გახსნის თაობაზე. გამგეობამ დაადგინა, რომ ეთხოვათ ყვირილის განყოფილებისათვის გამგეობისთვის წარმოედგინა მოხსენება პ. კიკნაველიძის თხოვნის შესახებ, რომლითაც შეატყობინებდა გამგეობას სასურველად სცნობდა თუ არა პ. კიკნაველიძისთვის, როგორც კერძო პირისთვის, გაეხსნათ 300 მანეთის კრედიტი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს გორის განყოფილების გამგეობის წევრ ნიკოლოზ ლომოურის განცხადება, რომ გორის ქალთა სახელოსნო სკოლისთვის სადაც 400 ქალი სწავლობდა წიგნების გაგზავნა მეტად საჭირო და აუცილებელი იყო, რადგან ეს სკოლა დიდ როლს თამაშობდა მოსწავლეების განვითარებასა და განათლების მიღებაში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 29 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ დაადგინა, რომ სოფელ გიორგიწმინდაში განახლებულიყო სწავლება მომავალი წლის 1-ლი იანვრიდან, იმ პირობით თუ მღვდელი სიმონ რცხილაძე თავდებად დაუდგებოდა სოფელს ფულის დროულად გადახდაზე.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 4 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს საკითხი სენაკის სკოლისთვის სამზრუნველოს არჩევის შესახებ, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო. სხდომის ოქმს ხელს აწერს გიორგი ყაზბეგი.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 დეკემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ორმოცდამეთერთმეტე სხდომა დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: შიო დედაბრიშვილი, სერგი გორგაძე, იპოლიტე ვართაგავა, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე მგელაძე, ალექსანდრე ყიფშიძე, გრიგოლ რცხილაძე და ფილიპე გოგიჩაიშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ნოემბერში მიღებული საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა შიო დედაბრიშვილმა პეტრე მამრაძის მიერ ილიას ძეგლისთვის გაწეული ხარჯის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ პეტრე მამრაძეს კიდევ გადასცა 199.36 მანეთი.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოხსენება გააკეთა გრიგოლ ბურჭულაძემ გომარეთის სკოლის შესახებ, რის საფუძველზე გამგეობამ დაადგინა, რომ მათი წინადადება სკოლაში სიმღერის კურსებისა და სკოლის შენობის მოწყობის შესახებ განსახილველად გადაეცათ სასკოლო სექციისათვის.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ინსპექტორის დანიშვნა, რომლის განხილვა გამგეობამ მომდევნო სხდომისთვის გადადო და ასევე სასკოლო სექციასა და ფილიპე მგელაძეს დაავალა შეედგინათ ინსტრუქცია სკოლების მეთვალყურეთათვის.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს შალვა გოგებაშვილის თხოვნა კიევიდან, რომ იმყოფებოდა უკიდურეს მატერიალურ გაჭირვებაში და ესაჭიროებოდა დახმარება. გამგეობამ დაადგინა, ეკითხათ შ. გოგებაშვილისთვის რა რაოდენობის თანხა სჭირდებოდა.

1912

ტიპი: ავტორობა

1912 წლის 6 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ჟურნალ „განათლების“ რედაქტორის თხოვნა, რომ გადაეცათ მისთვის იაკობ გოგებაშვილის მიერ ნაანდერძევი თანხა. გამგეობამ დაადგინა: მიეცათ 30 თუმანი, ხოლო თუ იმ წლის წიგნების შემოსავლიდან იმდენი არ ერგებოდა, იმ შემთხვევაში ჩათვლოდა მომავალი წლის ანგარიშშიც. სხდომის ოქმს ხელს აწერს დავით კარიჭაშვილი.