საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92179

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს სარევიზიო კომისიის მოხსენება 1916-1917 წლების მოქმედების შესახებ. სარევიზიო კომისიის წევრი გიორგი პავლეს ძე გორდეზიანი იყო.

1918

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს რაჟდენ ხუციშვილის თხოვნა ფიზიკის სახელმძღვანელოს გამოცემის შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ხუციშვილის მიერ ნათარგმნი ფიზიკის სახელმძღვანელოს შესახებ უნდა მოეგროვებინათ ცნობები, შემდეგ კი შეესწორებინათ.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 10 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს 1917 წლის საზოგადოების გამგეობის მოქმედების ანგარიში. ანგარიშის განხილვა ნინო ნაკაშიძეს მიენდო.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის წინადადება გაეყიდათ: სარკე, 6 სკამი, კედლის საათი, მაგიდა, 1 საანგარიშო, ჭაღი და მარმარილოს ქვაბი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს და წინადადებას დასთანხმდნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს წინადადება, რომ აღენიშნათ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის წინადადება, რომ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნად უნდა აერჩიათ სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნად მოეწვიათ მწერალთა კავშირის, განათლების კომისიის, მასწავლებელთა კოოპერატივის, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და სხვ. წარმომადგენლები. სწორედ მათგან უნდა შემდგარიყო კომიტეტი, რომელიც უხელმძღვანელებდა წლისთავს. დადგენილებას ხელი მოაწერეს ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მასწავლებელ ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძის თხოვნა მიეცათ „დედაენისა“ და ასტრონომიის სახელმძღვანელოს ზოგიერთი კლიშე. ის პირობას დებდა, რომ დააბრუნებდა კლიშეებს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძისთვის მიეცათ „დედაენისა“ და ასტრონომიის სახელმძღვანელოს ზოგიერთი კლიშე იმ პირობით, რომ თუკი კლიშეები დაიკარგებოდა გადაიხდიდა შესაბამის საფასურს.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 12 ივნისის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის ჟურნალის მიხედვით, ნიკოლოზ ივლიანეს ძე შაფაქიძე იყო მასწავლებელი.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ექვთიმე ივანეს ძე ხელაძე ფლობდა სტამბას თბილისში.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა ყველანაირი ქართული წიგნი შემდეგ მისამართზე: ლორის–მელიქოვის ქუჩა, ზუბალოვის სახლებში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანი თბილისში ფლობდა ქართული წიგნის მაღაზიას.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ბ. ლიაძის მოსამზადებელი სასწავლებელი პანსიონითურთ მდებარეობდა კუკიაზე, ანდრეევის ქუჩის N 13–ში.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 5 იანვრის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, ბ. ლიაძე თბილისში ფლობდა მოსამზადებელ სასწავლებელს პანსიონითურთ.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ ქართული თეატრის დასში მონაწილეობის მსურველებს შეეძლოთ მიემართათ ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილისთვის 20 ივნისამდე ყოველდღე, 11-დან 12 საათამდე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვასილ მიხეილის ძე თუმანიშვილს ქართული დრამატული საზოგადოებისაგან მინდობილი ჰქონდა თეატრის დასის შედგენა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილ ილია ლუკას ძე ბახტაძის (ხონელის) ფელეტონში „საკვირაო სხარტულა“ გაკრიტიკებულნი არიან ქართველი მსახიობები, რომლებმაც საზოგადოებას ქედმაღლობითა და არაპროფესიონალიზმით თეატრზე გული აუცრუეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, აკურთხებდნენ კათოლიკურ ეკლესიად გადაკეთებულ ღვთისმშობლის საყდარს, რომლის განახლებასაც ხელმძღვანელობდა წინამძღვარი დიმიტრი თუმანიშვილი. ეს ტაძარი პირველად აუშენებიათ კაფუცინის ორდენის მქონე იტალიელ ბერებს სწორედ მაშინ, როცა საქართველოში მისიონერები იმყოფებოდნენ – 1846 წლამდე. განახლებული საყდარი გოთიკური არქიტექტურისა იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 8 ივნისის „ივერიის“ მიხედვით, ნიკო ლეონიძე ქვემო ჭალის სკოლის მასწავლებელი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ პალეს ძე ტატიშვილის წერილი რედაქტორისადმი. ტატიშვილი წუხდა, რომ ყურადღება არავის მიუქცევია გასულ წელს მის მიერ გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნებული განცხადებისთვის – თავისი ამოჭრილი და მორთული ქართული ასოები არავის გამოეყენებინა. წიგნის მაღაზიის პატრონს გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანს აფიშებში გამოუყენებია ტატიშვილის ამოჭრილი ასოები. ჩარკვიანის ქმედებას აპროტესტებდა წერილის ავტორი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გრიგოლ პავლეს ძე ტატიშვილის წერილი რედაქტორისადმი. იგი აცხადებდა, რომ თავისი ამოჭრილი ქართული ასოების მსგავსი არავის არ დაეხატა და გამოეჭრა, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოს მიმართავდა ან იძულებული გახდებოდა საქმიანობა შეეწყვიტა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა შეადგინა წიგნი „საქართველოს მოკლე ისტორია“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 8 ივნისის გაზეთ „ივერიის“ მიხედვით, თბილისში ქართული წიგნის მაღაზიას ფლობდა ზაქარია პეტრეს ძე გრიქუროვი.