რეგისტრირებული ფაქტები92179
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1877
ტიპი: გარდაცვალება
1877 წლის 26 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 18 მაისს კოდორთან აფხაზებსა და ქართველებს შორის მომხადრი დაპირისპირების დროს პოდპოლკოვნიკი მიქელაძე მოუკლავთ.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 6 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა ჯარსა და ოსმალებს შორის გაიმართა ბრძოლა, რომლის დროს გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა 4 ქართველი ოფიცერი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 21 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ თბილისში ვართანოვისა და გრიქუროვის მაღაზიებსა და ივერიის რედაქციაში, გორში – ფარნაოზ ნათიევის მაღაზიაში, ქუთაისში – ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში და ახალციხეში ალექსეევ-მესხიევისას იყიდება შემდეგი წიგნები: ნ. ბარათაშვილის ლექსები, ზ. ნ. ანტონოვის თხზულებები, ქათული ანდაზები და შექსპირის „მეფე ლირი“.
1877
ტიპი: ღონისძიება
გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1877 წლის 27 ივნისს გენერალ ლორის-მელიქოვის წინამძღოლობით ქართველთა და რუსთა გაერთიანებული რაზმი ზაიმისკენ დაიძრა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 ივლისის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ისაია ტერ-დავითოვს გორის დეპუტატებმა მოტყუებით გამოართვეს 400 მანეთი ვითომდა ქალაქის გასანათებლად, სამაგიეროდ კი სახლების თავის ნებაზე აშენების უფლება დართეს.
1881
ტიპი: ღონისძიება
1881 წლის 25 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა გრიგოლ ყიფშიძემ სოფელ კირცხის სკოლის მასწავლებელ გიორგი ცერცვაძეს გაუგზავნა კითხვარი სკოლის მდგომარეობის შესახებ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წლის 24 სექტემბერს ქუთაისში თავისი ბინიდან გამოასვენეს და საკათედრო ტაძარში დაასაფლავეს მიტროპოლიტი ანტონი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 5 ოქტომბერს ოსმალეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ქერიმ ფაშა სადარბაზოდ იყო ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეიძესთან.
1898
ტიპი: თანამდებობა
1898 წლიდან 1917 წლამდე ნიკოლოზ სიმონის ძე ჯანაშია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლებში მსახურობდა.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 23 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ავეტიქ არუთინოვი ივრის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1877
ტიპი: ორგანიზაცია
1877 წლის 19 მაისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ს. ფიცხელაური თიანეთის გამსესხებელ-შემნახველთა ამხანაგობის წევრი იყო.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
1919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები ვასილ ილიას ძე მარღიშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის. იგი მე-2 კატეგორიის დამნაშავედ ითვლებოდა და იმყოფებოდა გორის საპყრობილეში.
1919
ტიპი: ავტორობა
1919 წლის 16 ნოემბერს სოფელ მეჯვრისხევის რაიონის კომენდანტმა ექვთიმე წიფურიამ შეადგინა ოქმი დაპატიმრებულ პირებზე, რომლებიც მეთაურობდნენ მეჯვირსხევში ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებს, მონაწილეობდნენ სახლების გაჩხრეკვაში, იარაღის აყრაში სხვადასხვა დაწესებულებიდან, ოჯახებიდან ნივთებისა და საქონლის მოპარვაში, ასევე მოქალაქეების მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებაში.
1919
ტიპი: ნასამართლეობა
11919 წლის 11 ნოემბერს დააპატიმრეს სოფ. მეჯვრისხევის მცხოვრები დათა იოსების ძე ხახუტაშვილი, რომელიც ბრალდებული იყო ბოლშევიკურ–ყაჩაღთა გამოსვლებში მონაწილეობისთვის. იგი მე-2 კატეგორიის დამნაშავედ ითვლებოდა და გორის საპყრობილეში იმყოფებოდა.

