რეგისტრირებული ფაქტები90615
სორტირება თარიღი კლებადობით
1898
ტიპი: გარდაცვალება
1898 წლის 31 ივლისს, საღამოს 8 საათზე, ალექსანდრე მუნტოევი მიხეილის ქუჩაზე მდებარე საკუთარ ბინაში უეცრად გარდაიცვალა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ეგზარქოსმა ფლაბიანემ დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი მ. კ. ცინცაძე მცხეთის ტაძრის სარესტავრაციო თანხების შესაგროვებლად რუსეთში მიავლინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 31 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მრეწველმა კონსტანტინე ზუბალაშვილმა თავად-აზნაურობის საბჭოს ქარვასლის შესყიდვის წინადადებით მიმართა, რომლის საფასურად 1,200,000 მანეთს გადაიხდიდა, ხოლო დამატებით 300,000 მანეთს მის რესტავრაციას მოახმარდა.
1898
ტიპი: მფლობელობა
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დიმიტრი ფავლენიშვილმა სოფელ ერედვის მოსახლეობას ერთი დღის სახნავი მიწის ნაკვეთი გადასცა. გლეხების შემოწირულობით აქ სასოფლო-საეკლესიო სკოლა უნდა აშენებულიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, თ. ბაქრაძეს სოფელ ერედვში სასოფლო-საეკლესიო სკოლის მშენებლობა პირველ სექტემბრამდე უნდა დაესრულებინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა განცხადება, რომ ნ. დიდებულიძის პანსიონი და სასწავლებელი მიხეილის ქ. N129-ში გადავიდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისს ილია აბრამიშვილმა „ცნობის ფურცელში“ გამოაქვეყნა განცხადება, რომ რესტორანში „იუჟნი ნომერა“ გამორჩეული სამზარეულო ჰქონდათ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ალექსანდრე ოქროპირიძეს უნდოდა, რომ გურიისა და სამეგრელოს ყველა მონასტერში მეფუტკრეობა და აბრეშუმის წარმოება დაეწყოთ.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცელი“ წერს, რომ ალექსანდრე ოქროპირიძის განკარგულებით მეაბრეშუმეობისა და მეფუტკრეობის კურსებს მარტვილის მონასტრების ყველა მსახური ესწრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 30 ივლისის „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ქალაქ თბილისის გამგეობამ ვერის საქალაქო სასწავლებლისთვის თავად ივანე მაჩაბლის სახლი 4 წლის ვადით დაიქირავა.

