საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88778

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ივანე საყვარელიძე თბილისის პოლიციის მეოთხე ნაწილის მოხელე იყო.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთი „ცნობის ფურცელი“ იუწყებოდა, რომ თბილისის პოლიციის მეოთხე ნაწილის მოხელე ივანე საყვარელიძე ბუხარის ემირმა ოქროს მედლით დააჯილდოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, მირ-სეიდ-აბდულ-ახად-ხანი თბილისში იმყოფებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ზახაროვის ნაცვლად ხოპერის პოლკის ჯარისკაცთა უფროსად აკულოვი დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ზაიზერი ბოდბის მონასტერში რუსულ ენას ასწავლიდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, გერშჩენკო ბოდბის მონასტერში რუსულ ენას ასწავლიდა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელჩუკოვი რენტგენის აპარატს ფლობდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელჩუკოვი თბილისში რენტგენის სხივებით გამოკვლევას ატარებდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ელჩუკოვი თბილისის გიმნაზიის ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ვასილ კარბელაშვილი ქართული გალობის მასწავლებელი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ილია ფერაძემ საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში მასწავლებელთა დიდაქტიკის გამოცდა ჩაატარა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ილია ფერაძე სემინარიაში დიდაქტიკის მასწავლებელი იყო.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, დავით კასრაძის ფსევდონიმი იყო ფრონისპირელი.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე მიხაილოვსკიმ საზაფხულო პედაგოგიური კურსების ფარგლებში გალობის საჩვენებელი გაკვეთილი ჩაატარა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ფრონისპირელი დავით კასრაძის ფსევდონიმი იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ ივანე სანაიამ დაწერა, რომ 1896 წლის აფხაზური რჩეული სიმინდის მოსავლი ამერიკელმა ვაჭრებმა იაფად (ფუთი — 29-36 კაპიკად) შეიძინეს და კარგი სარგებელი ნახეს. გლეხები კი ყოველწლიურად ზარალდებოდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ ივანე სანაია დაბა ოჩამჩირეს გასაჭირზე წერდა. მისი თქმით, აფხაზური რჩეული სიმინდის მოსავლითა და ხის მასალით რუსი ვაჭრები სარგებლობდნენ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, აბაზაძე სოფელ მეტეხის მოსახლეობას გაეცნო, როგორც ოქრომჭედელი და ექიმი, სინამდვილეში კი ხალხს ძარცვავდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, სოფელ მეტეხის მოსახლეობამ აბაზაძე თაღლითობაში დაადანაშაულა.

1897

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ მოქალაქე აბაზაძე მოხსენიებულია აბაზიანცად.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ ცნობით, ივანე გომელაური ფერისცვალების დღესასწაულზე სოფელ მაღაროში იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს „ცნობის ფურცელში“ დავით კასრაძე წერდა, რომ სოფელ ავნევში მოსახლეობას მდინარე ფრონეს ადიდება ემუქრებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს ოლღა ჭრელაშვილისამ ფერისცვალების დღესასწაულზე სოფელ მაღაროს მაცხოვრებლებს პატარა წიგნაკები უფასოდ დაურიგა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ ცნობით, კავკასიის მთავარმართებელი გრიგოლ გოლიცინი 13 აგვისტოს კოჯორში დაბრუნდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 12 აგვისტოს გაზეთ „ცნობის ფურცლის“ რედაქციას რუსეთის სატელეგრაფო სააგენტოდან დეპეშით აცნობეს, რომ მიტროპოლიტმა პალადიმ იმპერატორ ნიკოლოზ მეორესთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად ტროიცკის ახალი ხიდის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.