რეგისტრირებული ფაქტები89499
სორტირება თარიღი კლებადობით
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ე. ს. მერჟეევსკი და არტემ ფირალოვი იკვლევდნენ იმას, თუ რა სახის უნდა ყოფილიყო საფეიქრო და საქსოვი სახელოსნო, რომლის დაარსებასაც ამიერკავკასიაში შინამრეწველობის გასაუმჯობესებლად აპირებდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თეოდორ ალექსანდრეს ძე ბიკოვმა ხელოსანთა მოურავის არჩევნებზე დასასწრებად თავისი საგანგებო მინდობილობათა მოხელე, ა. ა. ბებუთოვი დანიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ი. ს. ბეკი თბილისის გუბერნიისა და ზაქათალის ოლქის სახელმწიფო ქონებათა მმართველი იყო.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 5 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ი. ს. ბეკის კახეთში გამგზავრების გამო მის მოვალეობას დროებით მისი თანაშემწე პავლოვსკი შეასრულებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს ოზურგეთში საქველმოქმედო მიზნით დაიდგა ვალერიან გუნიას პიესა „რაც არ მერგება, არ შემერგება”.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 5 ოქტომბერს ტირძნისში დავით ივანეს ძე სულხანიშვილი დაასაფლავეს. ის მძიმე დაავადებით 18 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 5 ოქტომბერს ქალაქის საბჭოს უნდა განეხილა ე. ფ. ბურგარდტის მოხსენება ხმოსნობისთვის თავის დანებების შესახებ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ოქტომბერს სოფ. ტეზერში, პეტრე ყიფიანის მამულში, გამოსცადეს გაუმჯობესებული გუთნები. გამოცდის შედეგებმა ინიციატორის იმედები ვერ გაამართლა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ილარიონ ივანეს ძე ვორონცოვ-დაშკოვი ბაქოდან თბილისში ჩამოვიდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის სათავაზნაურო სკოლის ინსპექციამ ჭიანურის მასწავლებლად ანდრია ნიკოლოზის ძე ყარაშვილი მიიწვია.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 4 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის სათავაზნაურო სკოლის ინსპექციამ ხატვის მასწავლებლად გიორგი ივანეს ძე გაბაშვილი მიიწვია.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 4 ოქტომბერს დრამატული საზოგადოების წევრთა კრებაზე გადაწყდა, კომისია, რომელსაც დავალებული ჰქონდა გიორგი ლასხიშვილის პროექტის განხილვა, გაეუქმებინათ, რადგან მისმა წევრებმა დაკისრებული მოვალეობა არ შეასრულეს.
1897
ტიპი: გარდაცვალება
1897 წლის 4 ოქტომბერს საწულუკიძეოს წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესიის მღვდელი ნიკოლოზ ბესარიონის ძე გოგოლაშვილი გარდაიცვალა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ დავით პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლას სამოცი მანეთი შესწირა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს ვენერა ჯაფარიძეს, რომელიც სამეგრელოში არსებულ სამრევლო სკოლაში ქალებს ჭრა-კერვას უფასოდ ასწავლიდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში“ მადლობა გადაუხადეს მღვდელ ანტონ პაპასკირს, რომელმაც სამეგრელოში სამრევლო სკოლა დააარსა და მოსწავლეებს უსასყიდლოდ ასწავლიდა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ი. დ. უთნელიშვილი სასამართლოს თავმჯდომარის ამხანაგად დაინიშნა.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 3 ოქტომბერს „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ პოლიციის ბოქაულის გ. ლოლაძის ავადმყოფობის გამო დროებით ამ თანამდებობას მისი თანაშემწე წულუკიძე აღასრულებდა.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 3 ოქტომბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ ზაქარია ერისთავმა სახელმწიფო ქონებათა და მეურნეობის სამინისტროს სამეურნეო სასწავლებელს ოძისში მდებარე მამული შესწირა. თავადაზნაურობამ ამ საჩუქარზე უარი განაცხადა, რადგან, მათი თქმით, მამულის მოვლას ვერ ახერხებდნენ.
1897
ტიპი: ღონისძიება
1897 წლის 2 ოქტომბერს სოხუმში პეტრე ბარკალაიას მეუღლე, სალომე როსტომის ასული ქავთარაძე დაასაფლავეს.
1897
ტიპი: თანამდებობა
1897 წლის 1-ელი ოქტომბრიდან პორუჩიკი გ. ი. კერესელიძე ქუთაისის სკოლაში ტანვარჯიშის მოწვეულ მასწავლებლად მუშაობდა.

