რეგისტრირებული ფაქტები87232
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 21 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე თბილისში ახალდაარსებულმა წიგნების გამომცემელმა საზოგადოებამ გამგეობას მოსე ჯანაშვილის შედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონის გამოცემის ნებართვა სთხოვა. ლექსიკონი ავტორისგან ქშწკგ საზოგადოების გამგეობას ჰქონდა შეძენილი. გამგეობამ წიგნების გამომცემელი საზოგადოების თხოვნა დააკმაყოფილა და ფასზე შეთანხმება ვარლამ ბურჯანაძესა და შალვა გოგებაშვილს დაავალა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, მთავრობის განკარგულების თანახმად, პირველი დეკემბრიდან გამგეობის თანამშრომელთა ხელფასი 20%-ით გაზრდილიყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, პირველი დეკემბრიდან ბუღალტრის ხელფასი 6 500 000 მანეთი გახდებოდა, საქმისმწარმოებელისა – 4 000 000, ბიბლიოთეკარის – 2 500 000 და ბიბლიოთეკარის თანაშემწისა – 2 200 000 მან.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 29 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ ნინო ნაკაშიძე და ივანე ელიაშვილი.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგემ, ტარას სიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, მხედველობაში მიეღო სურათების მბეჭდავ ზაქარია ლაბაურის თხოვნა ხელფასის მომატების შესახებ.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 17 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოსე გიორგის ძე ჯანაშვილმა გამგეობას თავისი შედგენილი ლექსიკონის დროებით შესავსებად დაბრუნება სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, ჯანაშვილისთვის შევსების შემდეგ უკან დაბრუნების პირობით ნაწილ-ნაწილ მიეცა ლექსიკონი.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობაში სულ 13 სხდომა გაიმართა, რომლებზეც 57 საქმე განიხილეს. ფაქტი ხელმოწერით ოლღა ხოფერიამ დაადასტურა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წელს ივანე გივის ძე ამილახვარმა გორის ციხისთვის საზღვარგარეთიდან გამოიწერა წყლის ასაზიდი მანქანები. ივლისში გორის ციხეზე უნდა დასრულებულიყო რკინის მილებით წყლის გაყვანა ბაღების გასაშენებლად. „ცნობის ფურცლის“ ინფორმაციით, ციხისთავი ციხეზე ელექტროენერგიის გაყვანასაც გეგმავდა.
1899
ტიპი: ღონისძიება
1899 წლის ივლისში ფოტოგრაფიის განყოფილების გამგემ, ტარას სვიმონის ძე მომცელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, შეგირდ ბეგოიძის ჯამაგირი თვეში 10 მანეთამდე გაეზარდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის თხოვნა 50 000 მანეთის ოდენობის კრედიტის გახსნის შესახებ. გამგეობამ თხოვნა დააკმაყოფილა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე აღნიშნეს, რომ 1919 წლის დეკემბერში საზოგადოების შემოსავალი 561 741. 48 მანეთი იყო, გასავალი – 560 880. 73 მან.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 17 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე საზოგადოების ხარჯების დასაფარად სამეურნეო ბანკიდან ერთი თვით 100 000 მანეთის კრედიტის აღება გადაწყვიტეს. ბანკთან მოლაპარაკება დავით გიორგის ძე კარიჭაშვილს დაავალეს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 11 მაისის გაზეთში „ხმა ქართველი ქალისა“ (N5) დაიბეჭდა ელისაბედ ღოღობერიძისას წერილი რედაქტორის სახელზე. ის რედაქციას უგზავნის სოფ. კულაშში და სხვაგან შეგროვებულ ფულს (104 მან. 60 კაპ.) და შემომწირველთა სიას: ელენე კანდელაკისა, ვარლამ მიქელაძე, თომა კვანტალიანი, მელქისედექ მიქელაძე, თამარა ლ. მიქელაძე, იასონ მიქელაძე, ლ. სულავა, კატო მიქელაძისა, ტერეზია მიქელაძისა, ნოე მიქელაძე, ჭოჭი კანდელაკი, ნიკო დადიანი, ივანე ბ. მიქელაძე, შუშუნდი მიქელაძისა, მარო ბალანჩივაძე, თამარა ჩხეიძისა, მიშა ფოცხვერია, მაშიკო კანდელაკისა, შუშანიკა შენგელია, მღვდელი ჩაჩუა, ლადია ჯაფარიძისა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ ბერლინში უპორტფელო შტატის მდივნად რეიხსტაგის წევრი გრონერი დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 8 ოქტომბრის „სახალხო საქმე“ იუწყება, რომ ბერლინში უპორტფელო შტატის მდივნად რეიხსტაგის წევრი შეიდემანი დაინიშნა.
1915
ტიპი: ორგანიზაცია
1915 წლის 29 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი იყო გამგეობის წევრი.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 24 მაისს სენაკში დაარსებული ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი 1919 წლიდან ვლადიმერ დემურია იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ალექსანდრე კალანდარიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ლავრენტი გეგენავა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის ხაზინადარი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს ილია ხაჟომია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წევრი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს გიორგი ჯაკობია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის წევრი იყო.
1919
ტიპი: ორგანიზაცია
1919 წელს ვერა ცომაია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სენაკის გამგეობის სარევიზიო კომისიის წევრობის კანდიდატი იყო.

