საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90691

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ საბაღოსნო გამოფენაზე დავით ხუციშვილმა მეაბრეშუმეობისთვის ქების ფურცელი მიიღო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან“ ვიგებთ, რომ კ. სერობიანცმა თეოდორ ბიკოვს ორი კვირის მაგივრად ორი თვის ვადა სთხოვა იმისთვის, რომ ამქართა მამასახლისის არჩევა მოესწრო. თუმცა თბილისის გუბერნატორმა ეს წინადადება უყურადღებოდ დატოვა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა ნიკოლოზ ცხვედაძის თავმჯდომარეობით. სხდომას ასევე ესწრებოდნენ: იაკობ გოგებაშვილი, გიორგი იოსელიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ივანე რატიშვილი და მდივანი დავით კარიჭაშვილი.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე წარმოადგინეს ნიკოლოზ ცხვედაძის მიერ შედგენილი ინსტრუქცია სკოლების მართვის შესახებ, რომელიც საზოგადოებამ გადასაწერად და დასამტკიცებლად მმართველობას გადასცა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე ნიკოლოზ ცხვედაძემ წაიკითხა მოხსენება კავკავის სკოლის მართვის ინსტრუქციის შესახებ, რომელიც ამავე სკოლის სამზრუნველომ შეადგინა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 4 ნოემბერს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომა. სხდომაზე წარმოადგინეს საზოგადოების სკოლების საოჯახო კომიტეტების ინსტრუქცია, რომელიც შეადგინა ნიკოლოზ ცხვედაძემ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 4 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამეთერთმეტე სხდომაზე გრიგოლ ყიფშიძეს გადასცეს 16 მან., დიასამიძეს – 25, ანასტასია წერეთელს კი – 6 მან. ასევე გაიცა თანხა სხვადასხვა წვრილმანი ხარჯებისათვის, მაგ.: მ. შურღაიასთან წიგნების გასაგზავნი – 26 კ., არ. კალანდაძესთან – 26 კ., ილია იმერლიშვილთან – 47 კ., ვასილ ბეჟანეიშვილთან – 2 მან., კონსტანტინე თავართქილაძესთან – 1 მან. და ალ. არაბიძესთან – 62 კაპ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ შარაძე ბახვის სკოლის ზედამხედველი იყო.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ქავთაძე ერევნის გუბერნიის საბეგრო ინსპექტორის თანაშემწედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 4 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ნიკოლოზ მონაძე ფოთის სახაზინოში ბუღალტერის თანაშემწედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ნოემბერს პეტრე ალექსის ძე ოპოჩინინი სამოქალაქო საბჭოს დამსწრე ხმოსნად აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭომ უარყო მარიამ ლუაშვილის თხოვნა და არ შეუმცირა მას ადგილის იჯარის ფასი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 3 ნოემბერს ბ. სერებრიაკოვის ხე-ტყის ქარხანაში ამ ქარხნის მუშა, ა. ჯანელიძე მანქანამ ჩოხის კალთით ჩაითრია. მან უბედური შემთხვევის შემდეგ სამი საათიღა იცოცხლა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს თბილისში საბჭოს მდივნის არჩევნები უნდა გამართულიყო. ამ არჩევნებში კენჭს საბჭოს ყოფილი მდივანი სტეფანე ჭრელაშვილი იყრიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის გუბერნიაში იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. კრებაზე გადაწყდა, რომ კომისიის წევრად გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი მიეწვიათ.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს თბილისის იმ კომისიის თათბირი გაიმართა, რომლის წევრებსაც თბილისის გუბერნიაში ერობის შემოღების შესახებ შუამდგომლობა უნდა აღეძრათ. თათბირს კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანბატონი თავმჯდომარეობდა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭოში სტეფანე ჭრელაშვილი საბჭოს მდივნად ხელმეორედ აირჩიეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ პეტრე ალექსანდრეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი სოხუმში მიდიოდა, რათა სოხუმსა და ზუგდიდს შუა არსებული გზატკეცილის საქმე გამოეკვლია.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ „თფილისის საქველმოქმედო საზოგადოებას” ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინმა და მისმა მეუღლემ თბილისის საქველმოქმედო საზოგადოებას ოთხასი თუმანი შესწირეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 3 ნოემბერს ქალაქის საბჭომ განიხილა გიორგი მანუჩაროვის წინადადება. ის ითხოვდა ნებართვას, რომ ღორებისთვის საკვებად ქალაქის საყასბოებზე დაკლული საქონლის სისხლი მიეცათ და ამისთვის ქალაქის სასარგებლოდ 150 მანეთი გადაიხდიდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კომიტეტს, რომელსაც ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძის საიუბილეო დღესასწაულის დაგეგმვა ჰქონდა დავალებული, საზოგადოებისთვის სადღესასწაულოდ შემუშავებული პროგრამა უნდა მოეხსენებინა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ნინო ჭავჭანიძეს აბრეშუმის ნაქსოვისთვის ვერცხლის მედალი გადასცეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე გრიგოლ შარაძე ბახვის სკოლაში სკების გაშენებისთვის, აგრეთვე მოსწავლეებისთვის მეფუტკრეობისა და მეაბრეშუმობის სწავლებისთვის ვერცხლის მედლით დააჯილდოვეს.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 ნოემბერს კავკასიის საბაღოსნო გამოფენაზე ბაღი „სინოპისის” მმართველ კარლ ბრენერს ოქროს მედალი გადასცეს.