საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93547

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ენ. ნიკურაძემ სოფ. კულაშიდან ლუკა გოჩოლეიშვილის ქალიშვილი გაიტაცა და იმავე ღამით ქალის თანხმობით მასზე ჯვარი დაიწერა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ინჟინერი ს. ფ. ნოვოშეისკი და პოლკოვნიკი პ. ფ. ფონ-პარკაუ ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებლის განმაახლებელი კომისიის წევრები იყვნენ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 24 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, კომპოზიტორი სერგეი ლევის ძე ტოლსტოი ბათუმიდან თბილისში ჩავიდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 27 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ეშხა კინტრაძის კორესპონდენცია „ბაზრის უწესრიგობა“ ლანჩხუთის ბაზრის სანიტარული მდგომარეობის შესახებ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 23 ნოემბერს თბილისის პოლიციის მეხუთე ნაწილის ბოქაულმა ზაზულევიჩმა მოქალაქე მარტიროსოვის მკვლელობაში ბრალდებულის სახლში 180 მანეთის კუპიურები აღმოაჩინა, რომლებსაც სისხლის ლაქები ემჩნეოდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 ნოემბერს ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ მღვდელ მარკოზ ტყემალაძეს მრევლთან სასულიერო-საგანმანათლებლო საკითხებზე უნდა ესაუბრა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 22 ნოემბერს ძმებმა ლუკა და ერმალოზ ხახლიანიძეებმა ჩხუბისას გიორგი ბერიკაშვილი სასიკვდილოდ დაჭრეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მიწათმოქმედების სამინისტროში სამთო ინჟინერ ს. ს. დევის თავმჯდომარეობით გამართულ სხდომაზე განიხილეს, მიეცათ თუ არა უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის კავკასიაში ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 22 ნოემბერს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში ტაძრის წინამძღვარმა მარკოზ ტყემალაძემ ბავშვთა სასულიერო განათლების შესახებ იქადაგა.

1898

ტიპი: განათლება

1898 წლის 22 ნოემბერს ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში თბილისის სასულიერო სემინარიის პედაგოგმა ილია ფერაძემ მოხსენება „ბავშვების ქრისტიანობრივი აღზდის შესახებ“ წაიკითხა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 22 ნოემბერს მღვდელმა სოლომონ შოშიაშვილმა ნაძალადევის უბანში შეკრებილ საზოგადოებას ახალი სამრევლო სკოლისა და სამლოცველოს აშანების თაობაზე ეგზარქოს ფლაბიანეს ლოცვა-კურთხევა გადასცა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 22 ნოემბერს გორის რკინიგზის სადგურის მახლობლად იოსებ ალექსანდრეს ძე ჯავროვმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ტელეგრაფის თანამშრომელი, 35 წლის იოსებ კანდელაკიშვილი, რომელიც ორი დღის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 22 ნოემბერს მღვდელ მელიტონ კედიას მიერ ზუგდიდში გამართულ წვეულებაზე ერთ-ერთი სტუმარი სიმთვრალისგან გარდაიცვალა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ნოემბერს თბილისის საეპარქიო საქალებო სასწავლებლის ეკლესიაში ეგზარქოსმა ფლაბიანემ სასწავლებლის დღეობისადმი მიძღვნილი წირვა აღავლინა, რის შემდეგაც სემინარიის საბჭოს წევრმა, დეკანოზმა ანტონ თოთიბაძემ, მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასასრული მოწინავე წერილისა „ტფილისი, 19 ნოემბერი“ („ჩვენს გუშინდელს მეთაურში მოვიხსენიეთ...“).

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 20 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის დრამატულ თეატრში ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის მიერ დადგმული ალექსანდრე ყაზბეგის დრამა „ქეთევან დედოფალი“ წარმოადგინეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დიდი მთავრის, მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ ფოთის მოურავის, ნიკო ნიკოლაძისადმი მიწერილი სამადლობელი წერილი გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 20 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაღაზიაში 3 კაპიკად იყიდებოდა ილია ფერაძის მიერ თარგმნილი და ექვთიმე ხელაძის მიერ გამოცემული ნედსონის თხზულება „იუდა“.

1898

ტიპი: გარდაცვალება

1898 წლის 20 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა ეკატერინე თამაზაშვილის შეტყობინება მისი ვაჟის, ალექსანდრე თამაზაშვილის გარდაცვალების შესახებ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა დასაწყისი მოწინავე წერილისა „ტფილისი, 18 ნოემბერი“ („შიდა რუსეთის გაზეთები ერთს იმისთანა ამბავს იწერებიან...“).

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 ნოემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა მესამე ნაწილი არჩილ დარეჯანაშვილის ნარკვევისა „მცენარეთ-მეტყველება“.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 19 ნოემბრის გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნდა რედაქციის შენიშვნა გედ. ლორთქიფანიძისადმი იმის თაობაზე, რომ გაზეთში გაგზავნილი წერილის კონვერტზე ზედმეტი სიტყვების მიწერა აკრძალული იყო.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელმა ვასილ კარბელაშვილმა ქართლ-კახურ კილოზე შესრულებული საეკლესიო საგალობლების ნოტებზე გადატანილი კრებული გამოსცა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის წევრი ა. ი. ტერ-გრიგორიანი, ხმოსანი პავლე მიხეილის ძე იაკიმოვი და დამფასებელი კომისიის წევრი ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილი ქალაქის გამგეობის წევრობის კანდიდატებად წარადგინეს.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 19 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მაზრის უფროსი პოდპოლკოვნიკი ა. ი. სლავოჩინსკი ბათუმის ოლქის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა.