რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 23 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში ნესტორ აბაშიძის საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 23 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში მეთოდე და ათანასე გუგეშაშვილების საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 23 ნოემბერს თბილისის სასამართლო პალატაში კიკო ერაძის საქმეზე ქუთაისის ოლქის სასამართლოს დადგენილება განიხილეს. მას უაქციზო არყის გამოხდაში ედებოდა ბრალი.
1896
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1896 წლის 23 ნოემბერს რიონის სადგურთან 40 წლის ბერძენი მურად განზელოვი ლიანდაგზე დაშავდა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ნოემბერს ავჭალასთან ნასვამ დავით ვოიკოს ფურგონს ლიანდაგზე სწრაფი სამხედრო მატარებელი დაეჯახა. დაშავებული რკინიგზის საავადმყოფოში მოათავსეს.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 23 ნოემბერს თბილისში გაიმართა კავკასიის საბაღოსნო საზოგადოების კრება, რომელზეც აგრონომმა სპეშნოვმა კახეთში გაჩენილი ვაზის დაავადების, ბლეკროტის შესახებ მოხსენება წაიკითხა.
1896
ტიპი: ნასამართლეობა
1896 წლის 22 ნოემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ სოლომონ აბულაშვილის საქმე განიხილა, მას ძმის, მიხეილ აბულაშვილის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. სასამართლომ ბრალდებულს 3 წლითა და 6 თვით ციხე მიუსაჯა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 22 ნოემბერს თბილისის ოპერაში წარმოდგენილ დარგომიჟსკის ოპერაში „ქალთევზა“ ა. მალჩანოვსკიმ მეწისქვილის როლი შეასრულა, გინკულოვისამ – კნეინასი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ყარათაფას რკინიგზის სადგურზე მორიგე აგენტმა, ბედოიძემ, ლიანდაგზე მდგომი ქალი სიკვდილს გადაარჩინა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ დ. მდივანმა მარჩელოს როლი შეასრულა, ს. ჯაფარიძემ – ანტონიოსი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ბათუმთან ახლოს ყარამან ზედანიასთან მიმავალ ვაჭარ ზაქარია ჩუბინიძეს ორი თურქი დაესხა თავს. წინააღმდეგობის გაწევის დროს ჩუბინიძემ გონება დაკარგა, თავდამსხმელები გაიქცნენ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მარ. ანჯაფარიძისამ ტერეზას როლი შეასრულა, ილია ჩიქოვანმა – გუსტავო ემპოლისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში საქველმოქმედო მიზნით დადგეს ხუთმოქმედებიანი დრამა „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“, რომლის რეჟისორები იყვნენ კოტე სიმონის ძე მესხი და ვლადიმერ სარდიონის ძე ალექსი-მესხიშვილი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მონაწილე ქალთა გუნდი სპექტაკლისთვის ფალიევმა მოამზადა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ ევ. ჩხეიძისამ ჯუზეპას როლი შეასრულა, ნინო პლატონის ასულ ჩხეიძემ – ადელინას, ე. გამრეკელოვისამ კი – მარიამისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ მ. ბადრიძემ დონატოს როლი შეასრულა, ალ. თუმანიშვილმა – გრაფი დიუბრელისა.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ეკ. ნიკოლაძისა ქუთაისის თეატრში დადგმული წარმოდგენის „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ ზედამხედველი იყო.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს ქუთაისის თეატრში დადგმულ ხუთმოქმედებიან დრამაში „მონასტრის ზღუდეთა შორის, ანუ და ტერეზა“ ოლ. ქორქაშვილმა ევგენიას როლი შეასრულა, ლ. ანჯაფარიძემ – ცეცილიასი, ან. გელაზაროვმა კი – თეოდოროსი.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წლის 21 ნოემბერს სომხურ თეატრში გაბრიელ სუნდუკიანცის კომედია „დანგრეული ოჯახი“ წარმოადგინეს.

