საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90733

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ გიორგი მგალობლიშვილი თელავის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის მოხელე იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ თბილისის პოლიცმაისტერის თანაშემწე სოკოლოვსკიმ მთავრობას სთხოვა, რომ ავამდმყოფობის გამო სამსახურიდან უფრო ხანგრძლივი დროით დაეთხოვათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ სტეფანე კომეტიანი ზუგდიდის ფოსტა-ტელეგრაფის მოხელედ დაინიშნა.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 5 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ევგენი ნათაძე ალექსანდროპოლის ფოსტა-ტელეგრაფის კანტორის ფოსტალიონად დაინიშნა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 5 სექტემბერს საოლქო სასამართლოს განყოფილების განაჩენის მიხედვით დავით კეზელი კონსტანტინე ბარამის ძე შებურიშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 4 სექტემბერს დუშეთში, თბილისის ოლქის დროებით განყოფილებაში უნდა გაერჩიათ დავით კეზელისა და ალექ. მახარაშვილის საქმე, რომელთაც შაბურიშვილის მკვლელობაში ედებოდათ ბრალი.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 4 სექტემბერს ალექსი ჭიჭინაძე გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 4 სექტემბერს თბილისის ოლქის სასამართლომ ნიკოლოზ ამილხვარის მკვლელობის საქმე განიხილა. დამნაშავეებად ვლადიმერ ფანიაშვილი და გიორგი კიკნაძე ცნეს.

1897

ტიპი: გარდაცვალება

1897 წლის 4 სექტემბერს ბა­რის მა­ცხოვ­რის აღ­დგო­მის ეკლესიის მღვდელი ალექსი იაკობის ძე ჭიჭინაძე გარდაიცვალა.

1897

ტიპი: ნასამართლეობა

1897 წლის 3 სექტემბერს თბილისის სამოსამართლო პალატამ დათიკო კორძაია, იპოლიტე ხეცაძე, კონსტანტინე ხეცაძე და ლევან ტალახაძე ძარცვაში დამნაშავეებად ცნო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 2 სექტემბრისთვის ქალაქ დუშეთში დანიშნული სასამართლო პროცესის თავმჯდომარე იყო ა. ი. ბაგაევსკი. სესიაზე შაბურიშვილის მკვლელობის საქმე უნდა განეხილათ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 2 სექტემბრის „ცნობის ფურცლიდან” ვიგებთ, რომ ფ. ა. ივანოვმა ავადმყოფობის გამო უარი თქვა თბილისის მთავარ აგენტობაზე.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის პირველი სექტემბრიდან ქუთაისში ფუნქციონირებდა სასწავლებელი და საყმაწვილო ბაღი, რომელიც იოსებ ოცხელს ეკუთვნოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის სექტემბერში ილიკო კიკნაძის ინიციატივით ხარაგაულში ერთკლასიანი სამრევლო სკოლა გაიხსნა.

1897

ტიპი: მფლობელობა

1897 წლის სექტემბერში ილიკო კიკნაძემ ხარაგაულის ერთკლასიან სამრევლო სკოლას გაკვეთილების ჩასატარებლად საკუთარი სახლი და სადგომი დაუთმო.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის შემოდგომაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა დამწყები დრამატურგ ნატალია დონდაროვას პიესა „ინჯილერი ან დოხტური“ და ურჩია დიალოგების შემოკლება, კვანძის გახსნის დამატება და ისე მიტანა „ივერიაში“ დასაბეჭდად.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 15 დეკემბერს კონსტანტინე მამაცაშვილმა მისწერა ილია ჭავჭავაძეს მისი სტატიის „გიორგი თუმანოვისა და მისი ამქარის აზრები“ შესახებ.

1897

ტიპი: თანამდებობა

1897 წლის 28 აგვისტოს ან. დავითიშვილმა სოფელი მეღვრეკისის სამრევლო სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 აგვისტოს დავით კარიჭაშვილი სწერს თონეთის სკოლის საღვთო სჯულის მასწავლებელ მამა პართენ ცაგარელს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობა მისი შრომის ჯილდოდ, თონეთის სკოლაში საღვთო სჯულის სწავლებისთვის უგზავნის 3 თუმანს, ასევე სთხოვს, ფულის მიღება აუწყოს გამგეობას.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ მისწერა ალექსანდრე გარსევანიშვილს, რომ 18 ივნისის დადგენილებით, ის დაინიშნა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის გამგედ სიმონ ღოღობერიძის ადგილას. გამგეობა მას სთხოვდა, 1-ლ სექტემბრამდე ჩაებარებინა სკოლა ყოფილი გამგისა და სამზრუნველო კომიტეტისგან.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 აგვისტოს ქართულ თეატრში ქართველ სტუდენტთა დასახმარებლად დაიგეგმა წარმოდგენა „ციმბირელი“, რომლის რეჟისორიც ვასო აბაშიძე იყო.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 27 აგვისტოს ზემო ნიქოზში 16 წლის სოსო მჭედლიძემ ჩხუბის დროს 14 წლის მიხა ბიძინაშვილი მოკლა.

1897

ტიპი: ავტორობა

1897 წლის 26 აგვისტოს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ოცდამესამე სხდომაზე ლუარსაბ ნიკოლოზის ძე ანდრონიკაშვილმა გამგეობას სთხოვა, შინ წასაღებად ეთხოვებინათ შემდეგი ხელნაწერები: რიტორიკა, ლოგიკა, იოანე ფილოსოფოსის ნაწერები, არისტოტელეს კატეგორიები, ფიზიკა და პლატონის წიგნი. გამგეობამ დაადგინა, ანდრონიკაშვილისთვის ეთხოვებინათ მხოლოდ რიტორიკის, ლოგიკისა და კატეგორიების ხელნაწერები.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 26 აგვისტოს გრიგოლ გოლიცინმა რკინიგზის გამგის, ვურცელის თანდასწრებით ყარსის რკინიგზა დაათვალიერა. მას ძალიან მოეწონა ნამუშევარი და ვურცელს მადლობა გადაუხადა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის 24 აგვისტოს ურიათუბანში ახლად აშენებული ტაძარი აკურთხეს, რომელიც განსვენებული დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძის მიერ დატოვებული ანდერძის მიხედვით მისმა ძმამ, ივანე სულხანის ძე ჭავჭავაძემ ააშენა.