საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80266

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სამხედრო სამინისტრომ მასაჟის შესასწავლად საზღვარგარეთ ექიმი გოპაძე გაგზავნა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 9 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ჟურნალ „არარატის“ ცნობით კავკავში მცხოვრებ სომეხ გრიგოლ ბაღდასაროვს სომხური ეკლესიისთვის შეუწირავს 3000 მანეთი, იმ პირობით, რომ ეს თანხა წელიწადში ერთხელ მისი სულის შესანდობლად შეეწირათ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1888 წლის 9 მარტს პოლიციის მე-7 ნაწილში  გიორგი თამამშოვის ორთქლით მომუშავე წისქვილში სოფელ ხანლის მცხოვრებ იობ კირშელაშვილს თავისივე გაუფრთხილებლობით ჩარხმა მარცხენა ხელზე სამი თითი მოაგლიჯა. დაშავებული სამკურნალოდ გაგზავნეს.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 8 მარტს გაზეთ „ივერიის“ ცნობით თბილისის დედათა გიმნაზიის მე-5 კლასის მოსწავლემ ევგენია ტერპუგოვისამ თავი მოიწამლა და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ გავაზში გავრცელებული იყო ქურდობა, კაცის კვლა და ავაზაკობა. ბოლოდროინდელი ცნობებით გაქურდეს ვ. არუთინოვის დუქანი და ნატროშვილის სახლი, თითოეულ მათგანს 10 თუმნის ზარალი მიადგა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ფოთში რკინიგზის მუშამ მოკლა რკინიგზის სადგურის უფროსი დვარაკოვსკი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ციმბირელ ვაჭარ პოლიაკოვს სურდა საქართველოდან გაეტანა კახური ღვინო გასაყიდად.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 8 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სასამართლომ დავით კეზელის საქმე 21 მარტისთვის გადადო.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 8 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოსო მაჭავარიანის მიერ ქსნის ხეობაში გაგონილი და ჩაწერილი ხალხური „ვეფხისტყაოსანი“.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 7 მარტს პოლიციელმა ევანგულოვმა ქურდობის ბრალდებით დააკავა სანდრო მანიევი და მიხა ბაღდასაროვი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 7 მარტს ელისაბედის ქუჩაზე მდებარე ს. ვაშაკიძის სახლში შეიპარნენ ქურდები – სანდრო მანიევი და მიხა ბაღდასაროვი, რომლებმაც სამზარეულოდან ტაფა მოიპარეს, თუმცა პოლიციელმა ევანგულოვმა ორივე დაიჭირა და პოლიციის მე-9 ნაწილში გადაიყვანა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 მარტს ივანე მიქაძეს მოპარეს 238 მანეთის ნივთები და 80 მანეთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 6 მარტს, 10 თათარი, შეიარაღებული ხანჯლებითა და ჯოხებით დაეცნენ რკინიგზის „ბუტკა“, N 268, 294-ე ვერსტზე. მათ ჯოხებით სცემეს იქ მყოფი ნიკოლოზ ანტონოვი და გატეხეს ბოსელი, წაიყვანეს 2 ძროხა, ხბო და 2 ცხვარი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 6 მარტს პოლიციელმა შესტაკოვმა ქურდობის ბრალდებით დააკავა გიორგი საგუგაშვილი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 6 მარტს ექიმ გოლბეკის მეეტლე პეტრე გოცირიძეს სადგომიდან მოპარეს მეეტლის ტანსაცმელი და სარტყელი. პოლიციელმა შესტაკოვმა დააკავა ქურდი გიორგი საგუგაშვილი, რომელიც წარუდგინეს მე-3 განყოფილების მომრიგებელ მოსამართლეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 5 მარტს სოფელ ალში ქურდებმა გატეხეს ჯანუაშვილის დუქანი.

1888

ტიპი: მფლობელობა

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 5 მარტს სოფელ ალში ქურდებმა გატეხეს ჯანუაშვილის დუქანი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 5 მარტს ერთ-ერთი ჯარისკაცი ყიდდა 10 ვერცხლის კოვზს, რაც საეჭვოდ მიიჩნია პოლიციელმა ნადირაშვილმა და როცა სცადა გარკვევა თუ საიდან ჰქონდა ეს ნივთები ჯარისკაცი გაიქცა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოფელ ილორის მღვდელ ლუკა გრიგოლიას და მის მეუღლეს თავს დაესხნენ ქურდები და მძიმედ დაჭრეს მოხუცებული მღვდელი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სოხუმში მცხოვრებმა ვაჭარმა საჩინო ქრისტეფორეს ძე თურქიამ ჰამბურგის ლატარეაში მოიგო 200 688 მარკა, რომლის ასაღებად თვის დამლევს უნდა წასულიყო.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთი „ივერია“ წერს, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოება დიდ მადლობას უხდიდა სოლომონ მესტიაშვილს, რომელმაც საზოგადოების წიგნის მაღაზიას 100 ცალი საყმაწვილო წიგნი „ბუნების მოვლენანი“ შესწირა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტს თბილისის სათავადაზნაურო სკოლის მოსწავლეებმა გამართეს სალიტერატურო საღამო, რომელზეც წაიკითხეს ქართული და რუსული ლექსები, საღამო ცეკვით დაასრულეს. დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლე ფალავანდიშვილის მიერ შესრულებულმა ლეკურმა. საღამოს დაესწრო თბილისის გუბერნიის სასოფლო სასწავლებელთა დირექტორი ნიკოლაი დარსკი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა დეკანოზ ნიკოლოზ არდაზიანის თხოვნა გაზეთში განეცხადებინათ ეგზარქოს პალადის ბრძანება, რომ დიდიმარხვის უქმე დღეებში თბილისის რამდენიმე ეკლესიაში წაიკითხავდნენ მოძღვრება-ქადაგებებს, ანუ დარიგებას სარწმუნოებისა და ზნეობის შესახებ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 4 მარტს ქართული დასი წარმოადგენდა სპექტაკლს „დატრიალდა ჯარი“ ერთ მოქმედებად. მონაწილეობას მიიღებდნენ ბარბარე ავალოვისა, მარიამ საფაროვისა, ნატო გაბუნია-ცაგარლისა, ვასილ აბაშიძე, კონსტანტინე ყიფიანი, მაქსიმიძე და სხვ.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 4 მარტს კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით ბარბარე ავალიშვილის ბენეფისში წარმოადგენდნენ გიორგი ჟურულის მიერ თარგმნილ კომედიას „ვალერი“.