რეგისტრირებული ფაქტები80261
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის პირველ სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ წიგნების ანგარიშში გრიგოლ ყიფშიძეს 25 მანეთი გადასცა, ვლადიმერ ნემსაძეს – 200, გადაიხადეს საზოგადოების სხვადასხვა ხარჯიც, რამაც ჯამში 521. 44 მანეთი შეადგინა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს სარგის კაკაბაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას თავისი წიგნების გამოცემის დასრულება სთხოვა. გამგეობამ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საგამომცემლო სექციას მიანდო.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 9 სექტემბერს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს განცხადება ახალციხეში მცხოვრებ ქართველ მაჰმადიანთათვის სკოლის გახსნის შესახებ. გამგეობამ სკოლის გახსნა სოფ. კლდეში გადაწყვიტა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წლის 29 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ვანის განყოფილებამ ევსევი ლუკას ძე ავალიანის შესახებ ცილისმწამებლური სტატიის გამო პროტესტი გამოუცხადა გაზეთ „ჩვენს მეგობარს“ (ყოველდღიური საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაზეთი, 1916-1917 წწ., ქუთაისი.).
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 დეკემბერს ფატი ხუნდაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას პეტროგრადის ქალთა უმაღლესი კურსების ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის სიტყვიერების განყოფილებაზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 17 სექტემბერს ქუთაისის გიმნაზიის გამგემ, იოსებ ოცხელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ნიკოლოზ ხუციშვილისთვის რუსეთში უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1913
ტიპი: ორგანიზაცია
1913 წლის 13 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განჯის განყოფილება გაიხსნა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წელს დომენტი ართილაყვამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ხარკოვის სამხატვრო სასწავლებელში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 28 თებერვალს გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სოფელ სურების სამკითხველოს გამგეობამ დახმარება ითხოვა. გამგეობამ სამკითხველოს გურიის ბიბლიოთეკებისთვის არსებული თანხიდან 15 მანეთის ღირებულების წიგნები გაუგზავნა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 24 იანვარს გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ თამარ ხარაბაძეს 10 მანეთი სტიპენდია გაუგზავნა, ანა კაპანაძეს – 15, ნინო ლასხიშვილს, გიორგი ჩიტაიას, დავით მჭედლიშვილს, სილოვან ყიფიანს, დავით ჩხეიძეს, თამარ ძნელაძეს, შალვა ტატიშვილს, სიმონ ფიცხელაურს, დავით ელიოზიშვილს, გერონტი ქიქოძეს, ვარლამ იმნაძეს, ვლადიმერ ორჯონიკიძეს, შოთა დადიანს, იოსებ გოგოლაშვილს, ტარას ნიჟარაძეს და აკაკი ფაღავას – 25-25, გიორგი ებრალიძეს კი – 10 მან.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გამგეობამ ალექსანდრე მდივანსა და შიო დედაბრიშვილს დაავალა საბოლოოდ გადაეწყვიტათ, ვის შეუკვეთავდნენ ქართულის რვეულების დამზადებას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვერის ბიბლიოთეკამ წიგნებით დახმარება ითხოვა. გამგეობამ საკითხის განხილვა მომდევნო სხდომისთვის გადადო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე მოისმინეს დავით კარიჭაშვილის მოხსენება წლის განმავლობაში გამოცემული წიგნების შესახებ. გამგეობამ ეს ინფორმაცია დაადასტურა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 35-ე სხდომას დაესწრნენ დავით კარიჭაშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შიო დედაბრიშვილი, გრიგოლ რცხილაძე და სოფრომ მგალობლიშვილი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 5 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს დავით კარიჭაშვილის წინადადება მაღაზიაში გაყიდული წიგნებიდან ყოველთვიური სახარჯო ფულის გადადების თაობაზე. გამგეობამ ყოველთვიურად 10 000 მანეთის გადადება გადაწყვიტა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იაკობ გოგებაშვილის ნების ამსრულებლებმა – შიო დედაბრიშვილმა, ფილიპე გოგიჩაიშვილმა და სოფრომ მგალობლიშვილმა – წარადგინეს გოგებაშვილის დასაფლავების ანგარიში, რომელიც გამგეობამ მიიღო.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე იმსჯელეს ნიკოლოზ ღოღობერიძის სახელობის სტიპენდიის დაარსების შესახებ და წარადგინეს ცნობა, რომ სტიპენდიისთვის შემოწირული იყო 20 000 მანეთი. გამგეობამ დაადგინა, დაენიშნათ სამი სტიპენდია, რომელთაგან ერთ-ერთი დავით ღოღობერიძეს ექნებოდა, ხოლო დანარჩენი ორი 300 მანეთის ოდენობით სექტემბრიდან დაენიშნათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 აპრილს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადობის მიერ გამოცემულ წიგნებზე ფასების მომატების საკითხი. გამგეობამ პრეზიდიუმის მიერ წარდგენილი გადაფასების გეგმა დაამტკიცა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 10 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სტიპენდიის თხოვნები, რომელთა განხილვა და მოხსენების გაკეთება დაევალათ შიო დედაბრიშვილს, ალექსანდრე მდივანსა და არჩილ ჯაჯანაშვილს.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 აგვისტოს ალექსანდრე მდივნის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 36-ე სხდომას ესწრებოდნენ: დავით კარიჭაშვილი, არჩილ ჯაჯანაშვილი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, ლუარსაბ ბოცვაძე, გრიგოლ რცხილაძე და შალვა მიქელაძე.