რეგისტრირებული ფაქტები80261
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ია კარგარეთელმა თავისი ჰონორარიდან 50 000 მანეთი ითხოვა. გამგეობამ დააკმაყოფილა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ იმნაძისთვის სტიპენდიის მიცემის საკითხი განიხილეს, მან ავადმყოფობისა და სხვა მიზეზების გამო სწავლის დროულად დამთავრება ვერ შეძლო. გამგეობამ იმნაძისთვის სტიპენდიის გაგრძელებაზე უარი განაცხადა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 12 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ვასილ ბარნოვმა გარკვეულითანხა ითხოვა თავისი ჰონორარიდან. გამგეობამ მას უარი უთხრა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე შიო დედაბრიშვილმა, დავით კარიჭაშვილმა და ლუარსაბ ბოცვაძემ მოხსენება გააკეთეს წიგნების ღია ანგარიშით გაცემის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, რომ უნდა შეემუშავებინათ წიგნების გაცემის ინსტრუქციები.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს აკაკი ფაღავას თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ მას სტიპენდია ეძლეოდა 4 წლის განმავლობაში და იმ წელს სწავლაც უნდა დაემთავრებინა, მაგრამ ბერძნული ენის უცოდინრობის გამო ერთი წელიწადი დაუკარგავს. გამგეობამ ა. ფაღავას თხოვნაზე უარი განუცხადა.
1912
ტიპი: ავტორობა
1912 წლის 16 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს ვლადიმერ ორჯონიკიძის თხოვნა სტიპენდიის გაგრძელების თაობაზე. ასევე წარმოადგინეს ცნობა, რომ მას სწავლა იმ წელს უნდა დაესრულებინა, მაგრამ ავადმყოფობის გამო ვერ დაუსრულებია. გამგეობამ ვ. ორჯონიკიძეს თხოვნაზე უარი განუცხადა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე პავლე დავითის ძე საყვარელიძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძესა და ილია რუხაძესთან ერთად გამგეობისა და სარევიზიო კომისიისთვის უნდა მიენდოთ ილია ჭავჭავაძის საგურამოს მამულის დათვალიერება.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილმა განაცხადა, რომ უპირველესად უნდა გაერკვიათ, საგურამოს მამულის დამთვალიერებელ კომისიას სამეურნეო გეგმის შემუშავება ევალებოდა, მამულის გადაცემის საკითხი თუ კიდევ სხვა რამე და შემდეგ ემსჯელათ ილიასეული სახლ-კარის ახალი კომისიისთვის გადაცემის საკითხზე.
1914
ტიპი: ორგანიზაცია
1914 წელს არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 30 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრებაზე დავით გიორგის ძე ხართიშვილმა განაცხადა, რომ საზოგადო კრებას საგურამოს მამულის მოსაწესრიგებლად საჭიროდ მიაჩნდა მისი შესწავლა და დადგენა, როგორი ნიადაგი იყო იქ, რა უნდა გაეშენებინათ, თანხა რამდენი დასჭირდებოდა მიწის დამუშავებას და მთლიანად მამულის გაშენებას.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარადგინეს ალექსანდრე ხახანაშვილის ანდერძი, რომლითაც მან თავისი ქონების დიდი ნაწილი საზოგადოებას დაუტოვა. ექიმ ვლადიმერ ნემსაძის განცხადებით, ნამდვილი ანდერძი იყო სამარაში, ექიმ გაბრიელ ღამბარაშვილთან, რომელიც საზოგადოების განკარგულებას ელოდებოდა. გამგეობამ ანდერძის დამტკიცება და განსვენებულის ქონების მოწესრიგება ალექსანდრე მდივანსა და გრიგოლ რცხილაძეს დაავალა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ვლადიმერ ნემსაძემ განაცხადა, რომ ალექსანდრე ხახანაშვილს მოსკოვში დაქირავებულ ბინაში ჰქონდა ქონება, რომელიც განსვენებულმა გამგეობასა და ლაზარევის ინსტიტუტს უანდერძა. ნემსაძის თქმით, ბინა დაკეტილი იყო და გამგეობას სთხოვა, ბინის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლება მიეცათ. გამგეობამ ალექსანდრე მდივანსა და გრიგოლ რცხილაძეს დაავალა ამ საქმის მოგვარება და, საჭიროების შემთხვევაში, მოსკოვში წასვლა, მგზავრობის ხარჯი ალექსანდრე მდივანს უნდა დაეფარა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს სამტრედიის განყოფილების გამგეობის თხოვნა, რომ საზოგადოებას დაეთმო წიგნები ნისიად, ღია ანგარიშით. სამტრედიის გამგეობამ წიგნის მაღაზიის შემოსავალ-გასავლის და, წიგნებთან ერთად, საკანცელარიო ნივთების გაყიდვის ცნობაც წარმოადგინა, აღნიშნეს, რომ მაღაზიაზე პასუხისმგებელი პირები იყვნენ საზოგადოების წევრები – გიორგი სიხარულიძე და დავით კვანტალიანი. გამგეობამ სამტრედიის განყოფილებას 300 მანეთი გადასცა ღია ანგარიშით.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი და ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე წარადგინეს სამტრედიის განყოფილების გამგეობის თხოვნა, მხოლოდ მათ ჰქონოდათ უფლება საზოგადოების წიგნებით ვაჭრობისა სამტრედიაში. გამგეობამ განაცხადა, რომ არ ჰქონდა უფლება პრივილეგია მიენიჭებინათ რომელიმე განყოფილებისთვის.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, ალექსანდრე ყიფშიძე, დავით კარიჭაშვილი, ლუარსაბ ბოცვაძე; სხდომაზე წარადგინეს თელავის განყოფილების გამგეობის თხოვნა, რომ სახელმძღვანელოები და სხვა საკითხავი წიგნები მათთვის მაღაზიაში გასაყიდად ღია ანგარიშით გაეგზავნათ. გამგეობამ დაადგინა, რომ თელავის განყოფილებას ჯერ ანგარიში წარედგინა.
1915
ტიპი: ღონისძიება
1915 წლის 23 მარტს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ხალხში წიგნების გავრცელება ადგილობრივ წარმომადგენლობებს დაავალა. ამ მიზნით განყოფილებებს წიგნები 25-პროცენტიანი ფასდაკლებით გადაეცემოდათ.
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს ზაქარია ჭიჭინაძეს დიაკვანმა გიორგი ზალიკანაშვილმა ქაშუეთის სამრევლო სკოლაში ანბანი ასწავლა.