რეგისტრირებული ფაქტები80244
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს თავადი ნიკოლოზ ალექსის ძე თუმანიშვილი, პარმენ ქველის ძე ჯაფარიძე და კირილე ივანეს ძე არველაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების გამგეობის წევრები იყვნენ.
1918
ტიპი: გარდაცვალება
1918 წელს კირიონ II გარდაიცვალა. მან თავისი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, 115 ნამდვილი წევრი ჰყავდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს კირიონ კათალიკოსმა საკუთარი ბიბლიოთეკა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.
1916
ტიპი: მფლობელობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილი, ერთი ბიბლიოთეკა-სამკითხველო ჰქონდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკოლოზ შიუკაშვილი, შემოსავალი 3445. 59 მანეთი ჰქონდა, გასავალი – 739. 43. 1917 წლის პირველ იანვარს ნაშთი 2706. 16 მანეთი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გორის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრები იყვნენ: ავთანდილ იოსების ძე ჯულაბაშვილი, კონსტანტინე ზურაბის ძე გარაყანიძე და გიორგი ბაღდასარის ძე ბეროზაშვილი.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, 11 სხდომა გამართა და 5 საქმე განიხილეს.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილებას, რომლის თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა, 72 წევრი ჰყავდა.
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ლადიკო თავამაიშვილი, ივანე ბულაშვილი, იპოლიტე მახარაძე, თებრონე მახარაძისა, აქვსენტი მახარაძე, კონდრატე მახარაძე, ექვთიმე რევიშვილი, იოსებ ჯოჯუა, ესტატე შიშნეიშვილი და დიმიტრი ტორჩინავა.
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ტუაფსეს განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ილიკო მგელაძე, ნინა მგელაძისა, ამბაკო სულუხია, ნიკო ადამია, სამუელ ზაქარეიშვილი, დომენტი ნადირაძე, ილია (ილიკო) ბახტაძე, მიხა არობელიძე, სიმონ კოტრიკაძე და იასონ მოწერელია.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 7 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დავით კარიჭაშვილმა განაცხადა, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლებდა ატენის სკოლაში რევიზიის ჩასატარებლად წასვლას. გამგეობამ ლუარსაბ ბოცვაძეს სთხოვა კარიჭაშვილის მაგივრად წასვლა.
1912
ტიპი: ღონისძიება
1912 წლის 21 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომას ესწრებოდნენ ალექსანდრე მდივანი, დავით კარიჭაშვილი, შიო დედაბრიშვილი, ალექსანდრე ყიფშიძე, სერგი გორგაძე, ლუარსაბ ბოცვაძე, არჩილ ჯაჯანაშვილი და ფილიპე მგელაძე; სხდომაზე დასვეს ქართული რვეულების გამოცემის საკითხი, რომლის განხილვაც გამგეობამ მომდევნო შეხვედრისთვის გადადო. საკითხს ერთვოდა ცნობა, რომ 1911 წლის აგვისტოში 35 000 N 1 და 15 000 N 2 რვეული დაიბეჭდა.
1907
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომ 1907 წლის 9 დეკემბერს საზოგადო კრებამ აირჩია კომისია ექვთიმე თაყაიშვილის, გრიგოლ რცხილაძისა და ალექსანდრე სარაჯიშვილის შემადგენლობით, რომელთაც საზოგადოებასთან ერთად უნდა ემუშავათ მუზეუმისა და ბიბლიოთეკის საქმეზე. კომისიამ გამგეობასთან ერთად დაადგინა, რომ ბიბლიოთეკა-მუზეუმი დროებით დარჩენილიყო ისევ წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხელში და არ გადასცემოდა საისტორიო საზოგადოებას.
1897
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა ცნობა, რომლის მიხედვითაც 1897 წლის 1-ელ ივნისს საზოგადო კრების გადაწყვეტილებით, საგანგებო თანხები უნდა გამოეყენებინათ ერთი კონკრეტული საქმისთვის, კერძოდ მუზეუმის ასაშენებლად, რისთვისაც გამგეობას სჭირდებოდა შემომწირველთა თანხმობა. კრების შემდეგ გამგეობამ დაადგინა, რომ შემომწირველთა უმრავლესობა მომხრე იყო ფონდების შეერთებისა მუზეუმის ასაშენებლად.
1912
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ალექსანდრე ყიფშიძემ წარმოადგინა 1894 და 1895 წლის ანგარიში სამუზეუმო ადგილის შესახებ, რომელშიც ეწერა, რომ გამგეობის წიგნსაცავისთვის განკუთვნილი ადგილი არ იყო საკმარისი წიგნების შესანახად და აუცილებლობას წარმოადგენდა შედარებით დიდი ფართის ყიდვა.
ტიპი: სტატუსი
კირიონ მეორე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. იგი ქველმოქმედი იყო. მისი დაფინანსებით ბევრმა ღარიბმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.
1912
ტიპი: თანამდებობა
1912 წელს გაიხსნა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გუდაუთის განყოფილება. 1916 წელს მისი თავმჯდომარე იყო მარიამ პართენის ასული საბაშვილისა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 30 ნოემბრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების ოქმის მიხედვით, ქველმოქმედები – პეტრე, იაკობ და ლევან კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილები სასტიპენდიო ხაზინას ყოველწლიურად 5 000 მანეთს სწირავდნენ.
1881
ტიპი: თანამდებობა
1881 წელს იასონ კიკვიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ ველევის სკოლაში პედაგოგად მუშაობდა.