საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81340

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 31 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს საკითხი, როდის მოეწვიათ საზოგადო კრება დელეგატების ასარჩევად. გამგეობამ დაადგინა, რომ საზოგადო კრება გაიმართებოდა 5 ივნისს, დილის 12 საათზე, ქართულ კლუბში, სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დარბაზში შედგებოდა. ხელს აწერს იაკობ ცინცაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე უნდა განეხილათ თევდორე კიკვაძის მოხსენება დ. კარიჭაშვილის განმარტების საპასუხოდ. განხილვა გარკვეული დროით გადაიდო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას მიწათმოქმედების სამინისტროსთან არსებულმა საიჯარო განყოფილებამ იანვრიდან სახლის ქირის, 15 000 მანეთის, ყოველთვიურად გადახდა სთხოვა. გამგეობამ ქირის მომატებული ტარიფით გადახდა გადაწყვიტა. ოქმს ხელი მოაწერა დავით კარიჭაშვილმა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას განათლების კომისარიატთან არსებულმა ხელოვნების კომისიამ ქაღალდზე დაბეჭდილი ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ სთხოვა. გამგეობამ კომისიის თხოვნა არ დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო ივნისში შვებულება ჯამაგირის წინასწარ გადახდა სთხოვა. თავმჯდომარის თხოვნა დააკმაყოფილეს. მისი მოვალეობის შესრულება კი შიო დედაბრიშვილს დაეკისრა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ნიკოლოზ სულხანიშვილის ქვრივმა, ანამ ობლებისთვის წიგნებით დახმარება სთხოვა. გამგეობამ გადაწყვიტა, ქვრივისთვის საზოგადოების მიერ გამოცემული 50 000 მანეთის წიგნები და რვეულები მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საზოგადოების რწმუნებულთა არჩევის საკითხი. გამგეობის მიერ მიღებული ცნობის თანახმად თბილისის განყოფილებას ჰყავდა 2000 წევრი, ბორჯომს – 154, ფოთს – 75, ხონს – 73, სენაკს – 191, ცხინვალს – 60, ქუთაისს – 394, ჭიათურას – 20, ვეჯინს – 100, ლანჩხუთს – 77. სულ 3144. წესდების თანახმად უნდა აერჩიათ 60 რწმუნებული, ე. ი. 50 კაცზე ერთი დელეგატი. ამრიგად თბილისის განყოფილებას უნდა აერჩია 89 დელეგატი, ბორჯომს – 3, ფოთს – 1, ხონს – 1, სენაკს – 3, ცხინვალს – 1, ქუთაისს – 8, ჭიათურას – 1, ვეჯინს – 2, ლანჩხუთს – 1. სულ – 60. გამგეობამ რწმუნებულთა მორიგი კრება 3 ივლისს დანიშნა. განყოფილებებს უნდა აერჩიათ დელეგატები პრეზიდიუმის მიერ შემუშავებული პროპორციის მიხედვით.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ია კარგარეთელის თხოვნა, წიგნის ჰონორარიდან 200 000 მანეთს მიცემის შესახებ (კარგარეთელს მანამდე 150 000 მანეთი ჰქონდა მიღებული). გამგეობამ გადაწყვეტილებით, მას 100 000 მანეთი გადაეცემოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მდივანი ვ. ბურჯანაძე, წევრები: თ. კიკვაძე, ნ. ნაკაშიძე, შ. დედაბრიშვილი, მეთ. კაკაბაძე, თავმჯდომარე: დ. კარიჭაშვილი

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ვერის წიგნსაცავის გამგე ნინო ენუქიძემ ბიბლიოთეკის დახურვის გამო სალიკვიდაციო თანხა სთხოვა. ენუქიძე 15 წელი მსახურობდა ბიბლიოთეკაში, გამგეობამ დაადგინა, მისთვის 20 000 მანეთი მიეცა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ბოლშვიკები აპირებენ გამოიყენონ საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრე. ბაქო ინგლისელ კაპიტალისტებს გადასცეს, ახლა ჯერი მარგანეცზეა. ამ ხანებში როტერდამში აგზავნიან კომისიას: ნ. ნიკოლაძე, გ. ჟურული, პერსენაკი, კარპე მოდებაძე და ერთი რუსის შემადგენლობით. ეს ინფორმაცია დაადასტურა ჭიათურელმა მრეწველმა, ეროვნებით ბერძენმა ავგერონიმ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი წერილით ატყობინებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ კომუნისტებმა ისეთი მდგომარეობა შექმნეს საქართველოში, რომ 26 მაისს არც ერთი ქართველი ქუჩაში არ გამოვა. შეცვალეს ეროვნული დროშა წითელი დროშით, თეთრი გიორგი კი ნამგალითა და უროთი ჩაანაცვლეს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი წერილს სწერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში და სთხოვს მათ შეატყობინონ, იციან თუ არა ჩხიკვიშვილმა და ჯუღელმა, რომ მათ მოსაკლავად ტერორისტები არიან გაგზავნილნი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ ფერიზ ვექილოვის, აჰმედ ცალიკოვის და რუსტამბეკოვის გადმოცემით, ანგორაში მეტად სასტიკად ებრძვიან ბოლშევიკებს. საქართველო სომხებთან, მთიელებთან და აზერბაიჯანელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ ერთად იმოქმედონ ბოლშევიკების წინააღმდეგ. საქართველოში იმ დროისთვის იმყოფებდნენ მთიელთა კომიტეტის თავმჯდომარე ფუად კონდუხოვი და გენერლები: ხალილოვი და გადჯიბეგოვი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი აცნობებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ მე-II არმიის პოლიტკომი, პანკრატოვის თავმჯდომარეობით მოითხოვს რეპრესიებისა და კონტრევოლუციის ერთბაშად აღმოფხვრას,რასაც სამოქალაქო ჩეკა ეწინააღმდეგება.ასევე სხდომაზე დაუდგენით მოკვლა რამდენიმე პირისა: ნოე რამიშვილი, მ. ჩხენკელი, ვ. ჯუღელი, კელიასა და აცლიას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკი პოლიტიკურ კომისიას პარიზში ატყობინებდა, რომ სილიბისტო ჯიბლაძე კარგად იყო. ასევე, სომხეთის კომისარი ბეკსადიანი იმყოფებოდა თბილისში, რადგან რუსეთში ბოლშევიკების მდგომარეობა ძალზედ მძიმე იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს პარმენ მიხეილის ძე კახიანმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას შეატყობინა, რომ იმერეთში მიემგზავრებოდა, ამიტომ ვერ დაესწრებოდა საზოგადოების კრებას.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი მეცხრე წერილს წერს პოლიტიკურ კომისიას პარიზში და იტყობინება, რომ ტანეევის ცოლი თინ. ჯორჯაძე იმყოფებოდა თბილისში, რომელმაც მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში შეიქმენა ორი დაპირისპირებული მხარე, ერთი მხრივ წითელი არმია და მეორე მხრივ საქ. დამოუკიდებლობის მომხრეები, რომელთაც სათავეში უდგას სერგო ქავთარაძე და მამია სახელაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 24 მაისს ნოე ხომერიკი ატყობინებს პოლიტიკურ კომისიას პარიზში, რომ საქართველოშო ბრძოლა წითელარმიელებსა და საქართველოს დამოუკიდებლობის მომხრეებს შორის დამთავრდა ქართველების გამარჯვებით, რადგან მათ ლენინმა დაუჭირა მხარი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, თევდორე კიკვაძე, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, შიო დედაბრიშვილი, მეთოდე კაკაბაძე და დავით კარიჭაშვილი

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 25 მაისს ნოე ხომერიკმა პარიზში პოლიტიკურ კომისიას ბოლშევიკების მიერ თბილისში გამართულ მიტინგზე ვლასა მგელაძისა და სამსონ დადიანის დაჭერის შესახებ შეატყობინა. ხალხმა ისინი ქუჩაშივე გაათავისუფლა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომის ოქმს დ. კარიჭაშვილმა დაურთო საზოგადოების წევრ თ. კიკვაძის განცხადება.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ზოტიკე ჩიქვილაძემ თავისი წიგნების ჰონორარიდან თანხა სთხოვა. გამგეობამ ჩიქვილაძესთვის 500 000 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე დავით კარიჭაშვილის მონაწილეობით განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება წიგნების ფასების გადასინჯვის შესახებ. პრეზიდიუმმა შეადგინა სია იმ წიგნებისა, რომელთა ფასის გაზრდაც შესაძლებლად ჩათვალა. გამგეობამ დაადასტურა პრეზიდიუმის შედგენილი ახალი ფასები, ასევე ზოგიერთი წიგნის ფასის 20-30%-ით გაზრდა გადაწყვიტა.