რეგისტრირებული ფაქტები80201
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: თანამდებობა
1901 წლის 24 დეკემბრის სხდომის ოქმის თანახმად, დავით პავლიაშვილი ბარისახოს სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ზაქარია ლუკაშვილის თხოვნა დუშეთში საზოგადოების განყოფილების გახსნის შესახებ.
1909
ტიპი: თანამდებობა
1909 წლის 1-ელ ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე გადაწყდა, ივანე ყარალაშვილისთვის ეკითხათ, უნდოდა თუ არა ახალციხის ბიბლიოთეკის გამგეობა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 27 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბესარიონ ტყებუჩავას თხოვნა წიგნის მაღაზიაში კრედიტის გახსნის შესახებ და გადაწყვიტეს, მისთვის უარი ეთქვათ.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 3 ივლისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი და ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლის, კონსტანტინე ნიკოლოზის ძე აფხაზის განცხადება დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის დატოვებული მამულის შეძენის შესახებ.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ბარნაბა გელაზანიას განცხადება ბათუმის სკოლაში ხელახლა მასწავლებლად დანიშვნის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბათუმის სამზრუნველოსთვის მიეწერა, რომ კეთილსაიმედოობის მოწმობის წარმოუდგენლობის გამო შუამდგომლობას ვერ აღძრავდნენ და გელაზანიას მაგივრად სხვა კანდიდატის წარდგენა.
1909
ტიპი: ორგანიზაცია
1909 წლის 3 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს გიორგი შარაბაძის თხოვნა, დახმარებოდნენ ქართული სტამბის მოწყობაში. გამგეობის გადაწყვეტილებით შარაბაძეს ძმები ზუბალაშვილების თანხიდან 100 მანეთი გადაეცემოდა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 15 ივლისს სიმონ სიმონის ძე საყვარელიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კავკავის სკოლას სტეფანე ვასილის ძე კლუჩარევის სანოტარო ბიუროში დამტკიცებული ცნობით 40 თუმანი და ხუთპროცენტიანი სარგებლის ბილეთი, ხოლო თბილისის სასულიერო სემინარიას 500 თუმანი დაუტოვა.
1916
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის მუშაობის ანგარიშის მიხედვით, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე განაგებდა საზოგადოების უძრავ-მოძრავ ქონებას – საგურამოს მამულს.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე დედაბრიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე და შალვა ანტონის ძე მიქელაძე დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1914
ტიპი: ღონისძიება
1914 წლის 27 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი სექციის მოხსენება ეკატერინე გაბაშვილის თხზულებების გამოცემის შესახებ. გამგეობამ მისი სურვილი დააკმაყოფილა.
1914
ტიპი: გარდაცვალება
1914 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანი ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი გარდაიცვალა.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე-ფრონელის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა გადაწყვიტა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 18 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ალექსანდრე ჯავახიშვილის მიერ გამოგზავნილი საზოგადოების მოსკოვში მყოფ წევრთა ინიციატივა — შესაბამისი გასამრჯელოს ფასად ღარიბი სტუდენტებისთვის ეთარგმნინებინათ საბავშვო და სახალხო წიგნები. კრების დადგენილებით, ქშწკგ საზოგადოება ყველანაირად ხელს შეუწყობდა ამ ინიციატივის განხორციელებას.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ გიორგი ყაზბეგის თავმჯდომარეობით გადაწყვიტა, ეკატერინე ივანეს ასულ სარაჯიშვილის ხსოვნის აღსანიშნავად ორი საპროფესიო სკოლის დაარსება, გვირგვინის ყიდვის ნაცვლად სალიტერატურო ფონდის გასაძლიერებლად 300 მანეთის გადადება და განსვენებულის ქართველ მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვა.
1916
ტიპი: პირადი ურთიერთობა
ეკატერინე ივანეს ასული ფორაქაშვილი-სარაჯიშვილისა დავით ზაქარიას ძე სარაჯიშვილის მეუღლე იყო.
1916
ტიპი: ღონისძიება
1916 წელს ეკატერინე ივანეს ასულმა ფორაქაშვილ-სარაჯიშვილისამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას 100 000 მანეთი უანდერძა. ეს ფული საპროფესიო სკოლების დაარსებასა და წიგნების გამოცემის საქმეს უნდა მოხმარებოდა. ანდერძით მთელი ქონება განაღდებულ უნდა ყოფილიყო და თანხის მესამედი, საგანმანათლებლო საჭიროებათა გასაძლიერებლად, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნდა მიეღო.