საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85257

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ივლისს თბილისის მეშჩანთა გამგეობის კრება იყო დანიშნული, რომელზეც ე. ვ. ედიგაროვი თავმჯდომარედ, ა. მაკედონსკი ბეგრის ამკრეფად, ხოლო თ. ოსიტოვი და ვ. სევანოვი ობოლთა სასამართლოს წევრებად უნდა დაემტკიცებინათ.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თვის ბოლოს ამიერ-კავკასიის რკინიგზის უფროსი ე. ლ. ვედენევი საზღვარგარეთიდან თბილისში დაბრუნდებოდა.

1898

ტიპი: თანამდებობა

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის მაზრის სათადარიგო ქვეითი ჯარის პორუჩიკი ლუკა სვიმონის ძე ჩარკვიანი ყვარლის ბოქაულის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ქიზიყელი სოკრატის ფსევდონიმით დიმიტრი ნადირაძე-მაჩხანელის კორესპონდენცია „სასოფლო-საზოგადო დეპო-ბანკის შესახებ“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, საინგილოს ინტელიგენციის წარმომადგენელი ალ. ბაჩალიაშვილი ოთხი თვის მანძილზე ქვემო მაჩხაანში იმყოფებოდა, რათა ქიზიყის დეპოს აღებ-მიცემობის გამოცდილება შეესწავლა და მშობლიურ კახის რაიონში დაენერგა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 21 ივლისს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დიმიტრი მელაძის კორესპონდენცია „მადლობა მასპინძლობისთვის“ გამოქვეყნდა.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წლის 21 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, მღვდელი თომა კარანაძე სოფელ სამიქაოს სამრევლო სკოლის დამფუძნებელი იყო.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე ავსტრიელებთან ბრძოლის დროს მარჯვენა ხელში დაიჭრა შრაპნელის ტყვიით, განკურნების შემდეგ იგი ბრძოლის ველზე დაბრუნდა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ილია ფერაძის სტატიის „ვაჟა-ფშაველას ბახტრიონი“ II ნაწილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა შალვა დადიანის თხზულება „ნასხვისარი, გაჩემებურებული“.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 25 ივნისს ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრებაზე ვალერიან გუნიასთვის წელიწადში 840 მანეთის ოდენობის პენსიის დანიშვნა გადაწყვიტეს.

1915

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1915 წელს მსახიობი კირილე მაჭარაძე წმ. ანას მეოთხე ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისს სახაზინო თეატრში ვაჟა-ფშაველამ საკუთარ საიუბილეო საღამოზე რამდენიმე ნაწარმოები წაიკითხა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს სახალხო სახლში ალიოზ შიხინოვის ხელმძღვანელობით კოტე მესხის ხსოვნისადმი მიძღვნილი წარმოდგენა გაიმართა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი ქუჩიშვილის ლექსი „მაღარო“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 23 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ სირბილაძის მოთხრობა „ყოველივე წარმავალია“.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 3 ივლისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, მსახიობი ანდრია მურუსიძე ხონის თეატრში მიიწვიეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 25 ივნისს თბილისში გიორგი დურმიშხანის ძე ჟურულის თავმჯდომარეობით ქართული დრამატული საზოგადოების საგანგებო კრება გაიმართა.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა ნიკოლოზ ივანეს ძე შიუკაშვილის სტატია „ბატონი და ყმა“.

1868

ტიპი: ღონისძიება

1868 წლის 13 სექტემბერს გაზეთი „დროება“ იუწყება, რომ ინჟინერი შავროვი უცხოეთიდან საქართველოში დაბრუნდა და ფოთის პორტის დროებით შეჩერებული მშენებლობა განახლდა.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად ქუთაისის მკვიდრმა სვიმონ ჩომახიძემ სურვილი გამოთქვა, მის დუქანში ახალი ქართული წიგნები და გაზეთები გაყიდულიყო.

1872

ტიპი: თანამდებობა

1872 წლის 30 ივნისის გაზეთ „დროების“ ცნობით, ბარბარე მესხიშვილი, ანა გოპაძე, მარიამ ხოჯევანოვა და მარიამ მეფისოვისა ახალციხის ქალთა სკოლის მასწავლებლები იყვნენ.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 30 მაისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა სარედაქციო წერილი „წიგნების გავრცელება ჩვენში“, რომლის თანახმად ახალციხის მკვიდრმა ანა ღოღობერიძე-მუსხელიშვილისამ სურვილი გამოთქვა, მონაწილეობა მიეღო ახალი ქართული წიგნებისა და გაზეთების რეალიზაციაში.

1871

ტიპი: ღონისძიება

1871 წლის 14 მაისს გაზეთ „დროებაში” გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში „ძველი ქართული წიგნების გამოცემაზე” საუბარია ნიკოლოზ ბერძენიშვილის, გიორგი წერეთლისა და პეტრე უმიკაშვილის თაოსნობით გამოცემული დავით გურამიშვილის „დავითიანის” შესახებ.

1871

ტიპი: ავტორობა

1871 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა იოსებ იმედაშვილის ფელეტონი „ორიოდე ლექციაზედ დასწრება ყაზანის უნივერსიტეტში“.