რეგისტრირებული ფაქტები89170
სორტირება თარიღი კლებადობით
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს სტეფანე იაკობის ძე პოპოვის, ალ. პ. სარაჯიშვილისა და ნესტორ ივანეს ძე ფხაკაძის ანგარიშის მიხედვით, 1894 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელ ივლისამდე კავკავის სასწავლებლის სასარგებლოდ შევიდა 545 მანეთი, დაიხარჯა – 512. 18, ვალი დარჩა – 482. 38.
1894
ტიპი: ღონისძიება
ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძის ანგარიშის მიხედვით, 1894 წელს კავკავის სკოლის შენობისთვის 2118. 36 მანეთი შევიდა.
1894
ტიპი: ავტორობა
1894-1895 წლების ანგარიშის მიხედვით, წიგნსაცავის ადგილი მოცულობით ძალიან პატარა იყო. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სურდა წიგნსაცავისთვის უფრო დიდი და უსაფრთხო ადგილი მოეძებნა, თუმცა გამგეობის იმედი, რომ მუზეუმისთვის ასაშენებელ ადგილს იშოვიდა არ გამართლდა. ხელს აწერენ: ექვთიმე სიმონის ძე თაყაიშვილი, ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი (რიშ-ბაბა), სვიმონ გრიგოლის ძე კლდიაშვილი, ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, ალექსანდრე ბესარიონის ძე მდივანი, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, არჩილ რაჟდენის ძე ჯაჯანაშვილი, შალვა ანტონის ძე მიქელაძე, იპოლიტე პეტრეს ძე ვართაგავა, ფილიპე ბეჭუას ძე მგელაძე.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1894
ტიპი: თანამდებობა
1894 წელს ალექსი ჭიჭინაძე საპატიო მიზეზების გამო იძულებული გახდა თბილისის ქართული გიმნაზია დაეტოვებინა. კავკავის ოლქის მთავრობის განკარგულებით თერგის ოლქში ჯერ სახალხო სკოლების ინსპექტორად დაინიშნა, შემდეგ კი ამავე სკოლების დირექტორად – ერევნის გუბერნიაში.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს ოლღა თადეოზის ასული გურამიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს.
1894
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1894 წელს ანა (ანეტა) მეთოდეს ასული ჭყონია მასპინძლობდა ჯონ ოლივერ უორდროპს ქუთაისში.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ოლივერ უორდროპმა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“ რუსულიდან თარგმნა ინგლისურად. მარჯორი უორდროპმა ძმის თარგმანი ორიგინალს შეადარა და შესწორებები შეიტანა.
1894
ტიპი: ორგანიზაცია
1894 წელს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრად.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ინგლისში დაიბეჭდა ოლივერ უორდროპის ნათარგმნი ვლადიმერ აღნიაშვილის ზღაპრები.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს საქართველოთი დაინტერესებულ მარჯორი უორდროპს გამოწერილი ჰქონდა გაზეთები „ივერია“ და „მოამბე“. ის ინგლისიდან ადევნებდა თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894-1899 წლებში გაზეთ „კვალის“ ნომრები იბეჭდებოდა მ. დ. როტინიანცის სტამბაში.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლა ივანე გომართელმა შეამოწმა და იაკობ გოგებაშვილს ელენე ბახტაძის წარმატებული მუშაობის შესახებ აცნობა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ხონში ელენე და ილია ბახტაძეების მიერ დაარსებული პირველდაწყებითი სკოლის ბიბლიოთეკას იაკობ გოგებაშვილმა თავისი გამოცემული 71 წიგნი გადასცა.
1894
ტიპი: ღონისძიება
1894 წელს ელენე ბახტაძემ და ილია ბახტაძემ ხონში ქალ-ვაჟთა პირველდაწყებითი სკოლა დააარსეს, რომელიც შემდეგ პროგიმნაზიად გადაკეთდა. დასავლეთ საქართველოში ასეთი ტიპის სკოლა ერთადერთი იყო, ამიტომ საზოგადოების დიდ ყურადღებას იმსახურებდა.

