რეგისტრირებული ფაქტები92167
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის განყოფილებაში წიგნის მაღაზიიდან მიღებული მოგება 31458.95 მანეთს შეადგენდა, სამკერვალოდან მიღებული კი — 5592 მანეთს.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს თხოვნა მოსამსახურეთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, ჯამაგირის მომატების ნაცვლად ოქტომბერში მათთვის ერთდროული დახმარების მიცემა გადაწყვიტეს.
1924
ტიპი: ავტორობა
1924 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მდივანმა ვარლამ ბურჯანაძემ თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურეს, გრიგოლ ბურჭულაძეს მისწერა, რომ რადგან საცხოვრებლად თბილისში გადმოდიოდა, თელავში კი მისი შემცვლელი არ ჰყავდათ, წიგნები ან უნდა გაეყიდა, ან თბილისში გაეგზავნა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ოლღა გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დაადგინეს, რომ სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაღდი ფულით 873.88 მანეთი ჰქონდა, გასაყიდი ნივთების ფასი 97247.20 მანეთს შეადგენდა, ხოლო ინვენტარი 143.19 მანეთის იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ეკატერინე რევაზის ასული თარხნიშვილი-გაბაშვილისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს იაკობ კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.
1915
ტიპი: თანამდებობა
1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუზეუმს დავით კარიჭაშვილი განაგებდა.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს პეტრე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 23 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ თელავის განყოფილების წევრ ივანე პაატაშვილს დაავალა, ზომები მიეღო წიგნის მაღაზიის შესანარჩუნებლად და გასაფართოებლად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილებამ, რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ ელიავა, მთავარ გამგეობას 1916 წელს ბათუმის განყოფილების წევრთა სია გაუგზავნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 12 ოქტომბერს თევდორე კიკვაძე, ვარლამ ბურჯანაძე, შიო დედაბრიშვილი, ნინო ნაკაშიძე, იოსებ გიორგობიანი, სეით იაშვილი და მეთოდე კაკაბაძე დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის დეკემბერში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე იყო ანდრია ღულაძე.
1916
ტიპი: ორგანიზაცია
1916 წელს ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი-წერეთლისა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საპატიო წევრი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის დეკემბერში გიორგი გორდეზიანი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1916
ტიპი: თანამდებობა
1916 წლის დეკემბერში დიმიტრი დუმბაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის წევრი იყო.
1917
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წელს ელენე მიხეილის ასული შიუკაშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.

