საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88530

1918

ტიპი: მფლობელობა

1918 წელს როსაშვილი ფლობდა სავაჭროს „დეზერტირთა ბაზარში“.

1920

ტიპი: მფლობელობა

1920 წელს დავით საგნაგსკი ფლობდა საარტისტო საზოგადოების თეატრის შენობას.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ბათუმის სკოლის მოსწავლეებიდან სამის გარდა ყველა ქრისტიანი იყო. ქრისტიანებს შორის ყველანი ქართველები იყვნენ. მათ შორის არც ერთი ქართველი მაჰმადიანი არ ყოფილა.

1920

ტიპი: ღონისძიება

დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის ანგარიშის მიხედვით, 1920 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სალაროში 860. 75 მანეთი იყო, 1921 წლის პირველ იანვარს – 402514. 47.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ 1919 წლიდან საზოგადოების გამომცემლობა მთავრობის სკოლებსა და ბიბლიოთეკა-სამკითხველოებს წიგნებითა და სხვა საჭირო ნივთებით ეხმარებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საზოგადოების მუზეუმსა და წიგნსაცავს 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივლისამდე 300-მდე წიგნი და ნივთი დაემატა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საზოგადოების უპირველესი მოვალეობა წიგნების ბეჭდვა იყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ დაარსების დღიდან საზოგადოება კულტურის დარგში დამოუკიდებლად მუშაობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე გამგეობის სახელით 1920 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივლისამდე 54 დასახელების 603 000-მდე წიგნი გამოსცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საზოგადოების სკოლები და ბიბლიოთეკა-სამკითხველოები თავისი ინვენტარით ადგილობრივ თვითმმართველობებს გადაეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე ი. შალიბაშვილსა და ვ. ამირეჯიბს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 30-30 მანეთი ჰქონდათ მიღებული, ბიძინა რამიშვილს – 1 000, ნ. ჭინჭარაულს – 40, ალექსანდრე გოდერიძეს – 50, ვალენტინა წილოსანს – 70 და გრიგოლ დიდებულიძეს – 75.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე ვარლამ ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ 1879 წლიდან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება აარსებდა სკოლებს, ხსნიდა ბიბლიოთეკებსა და სამკითხველოებს, ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებსა და სტუდენტებს, აარსებდა სტიპენდიებს, ბეჭდავდა სახალხო და სამეცნიერო წიგნებს და აგროვებდა კულტურის ნიმუშებს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 3 ივლისს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა საზოგადო კრებაზე აღნიშნა, რომ საზოგადოებამ 1920 წლის ივნისიდან 1921 წლის ივლისამდე 225000 რვეული, 210000 „დედა ენა“ და 84 000 ცალი სხვადასხვა სახელმძღვანელო გამოსცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე თევდორე რაზიკაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 120 მანეთი ჰქონდა მიღებული, შალვა ელიავას – 30, შალვა ტატიშვილს – 60, თამარ ძნელაძეს – 30, გერონტი ქიქოძეს – 10.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე თამარ ხარაბაძეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 35 მანეთი ჰქონდა მიღებული, ალექსანდრა მჭედლიშვილს, სოფო ჩიჯავაძესა და ნიკოლოზ ქუჩუკაშვილს – 50-50, ივანე ხოსიტაშვილს – 80.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ბარბარე იასონის ასული გარსიაშვილი თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების სოფიოს სახელობის სკოლაში, ასევე კუკიისა და ავლაბრის სკოლებში ქართულ ენასა და ლიტერტურას ასწავლიდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წელს ანა ექვთიმეს ასული შარაშიძე თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების ვერის სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის პირველ იანვრამდე დავით ბერიკაშვილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან ერთდროული დახმარების სახით 25 მანეთი ჰქონდა მიღებული, ნიკოლოზ დავითაშვილს – 100, ალექსანდრე სუპატაშვილსა და არჩილ ნაცვლიშვილს – 75-75, გიორგი ჯაკობიას – 50.

1916

ტიპი: განათლება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1916 წლის ანგარიშის მიხედვით, თბილისის საქველმოქმედო საზოგადოების მასწავლებელ ბარბარე იასონის ასულ გარსიაშვილს დედათა საეპარქიო სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული.