საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89170

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ ხაშმში ქოლერით დაავადდა 9 და გარდაიცვალა 8 ადამიანი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ 22 ივლისიდან 29 ივლისამდე თბილისის მაზრის სოფელ უჯარმაში ქოლერით დაავადდა 34 და გარდაიცვალა 23 ადამიანი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის 11 აგვისტოს კრებაზე უნდა განეხილათ თბილისის გუბერნიის სოფლის მკვიდრთა ქოლერისგან დასაცავად 12 000 მანეთის გამოყოფის საკითხი.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის კრების 11 აგვისტოს, საადგილმამულო ბანკის შენობაში, ფრეილინის ქუჩაზე, დანიშვნის შესახებ იუწყებოდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის 26 ივლისს დანიშნული კრების კანონიერ წევრთა შეუკრებლობის გამო ჩაშლის შესახებ წერდა.

1892

ტიპი: ავტორობა

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიაში" ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიაში 10 კაპიკად იყიდებოდა სპარსული ლეგენდა „თამარი".

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების ყრილობაზე ოდესიდან დელეგატად წარდგენილი იყო იაკობ ფანცხავა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობა გაიმართა იოსებ ჩარექოვის სახლში.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართული საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობის თავმჯდომარედ მიხეილ ხელთუფლიშვილი აირჩიეს.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წელს იოსებ ჩარექოვი სახლს ფლობდა ქუთაისში, გიმნაზიის გვერდით.

1892

ტიპი: მფლობელობა

1892 წელს იოსებ ჩარექოვი ფლობდას სახლს ქუთაისში, რიონის მარცხენა სანაპიროზე.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართულ საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობაზე ოდესიდან წარდგენილ იყვნენ ორნი, იაკობ ფანცხავა და მეორე დელეგატი, რომელიც ყრილობაზე არ გამოცხადებულა.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართულ საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობაზე, რომელსაც ოდესის უნივერსიტეტიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა, რამდენიმე წინადადება ერთხმად იქნა მიღებული.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართულ საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობაზე, რომელსაც ოდესის უნივერსიტეტიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა, დაისვა საკითხი, როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ სომეხი სტუდენტების მიმართ.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში გამართულ საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობაზე, რომელსაც ოდესის უნივერსიტეტიდან იაკობ ფანცხავა ესწრებოდა, შეადგინეს განხილული საკითხების ოქმები.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში ქართველი სტუდენტების დელეგატთა ყრილობაზე შედგენილი ოქმების თითო ეგზემპლარი ყველა საუნივერსიტეტო ქალაქის ქართველ სტუდენტებს გაეგზავნა. ოდესის უნივერსიტეტის დელეგატი ამ შეხვედრაზე იაკობ ფანცხავა იყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველი სტუდენტობის დელეგატთა ყრილობის ოქმი გაეგზავნა ვარშავის სტუდენტობას, რომელთა შორის იყო ფილიპე მახარაძეც.

1892

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1892 წელს იაკობ ფანცხავას ჰყავდა მეგობარი იოსებ ჩარექოვი.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წლის აგვისტოში ფილიპე მახარაძეს დაპატიმრებისას ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქების ქართველ მოსწავლეთა ყრილობის ოქმი ჩამოართვეს.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 30 ივლისს ბანაკის მახლობლად იპოვეს უნტერ-ოფიცრის, ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკის გვამი, რომელსაც ხელზე რევოლვერი ჰქონდა თასმით მიბმული და საფეთქელში – ტყვიით მიყენებული ჭრილობა.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 30 ივლისს გარდაცვლილი უნტერ-ოფიცერი ალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი 2 აგვისტოს უნდა დაეკრძალათ დუშეთის მაზრის სოფელ მუხრანში.

1892

ტიპი: გარდაცვალება

1892 წლის 1-ელი აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისში, თუმანოვის ქუჩაზე, მცხოვრები ზურაბ ოდიშელიძე, რომელმაც არ გაამხილა ავადმყოფობა, 27 ივლისს ქოლერით გარდაიცვალა.

1892

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 14 ივლისს გაზეთ „დროებაში“ ოზურგეთის თეატრის შესახებ გამოქვეყნდა კონსტანტინე გეგიძის კორესპონდენცია „გურიიდამ, ივნისის 26-ს“.

1892

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 14 ივლისს გაზეთ „დროებაში“ შორაპნელის ფსევდონიმით გამოქვეყნდა დავით ღამბაშიძის კორესპონდენცია „შორაპნის მაზრა, ივნისის 26“.

1892

ტიპი: ავტორობა

1872 წლის 14 ივლისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის მორიგი ფელეტონი ციკლიდან „ცხელ-ცხელი ამბები“.