საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88502

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის ივნისის ბოლოს ილია ჭავჭავაძე საბანკო საქმეების მოსაგვარებლად და სამკურნალოდ მეუღლესთან ერთად მოსკოვსა და პეტერბურგში გაემგზავრა. მას დიაბეტის ფონზე ღვიძლი აწუხებდა, ოლღა გურამიშვილს კი სმენასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებდა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 20 მაისიდან გაზეთ „ივერიის“ ბეჭდვა მაქსიმე შარაძეს დაავალეს. სტამბა ილია ჭავჭავაძის სახლის სარდაფში იყო მოწყობილი.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 19 მაისს ილია ჭავჭავაძე ხელახლა აირჩიეს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მმართველის თანამდებობაზე.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 19 მაისს ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა უარი თქვა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკში მუშაობის გაგრძელებაზე.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 16 მაისს ილია ჭავჭავაძე დაესწრო თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების კრებას.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 14 მაისს თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის წლიურ კრებაზე ილია ჭავჭავაძემ წაიკითხა მოხსენება თავისი მმართველობის შესახებ.

1891

ტიპი: პირადი ინფორმაცია

თევდორე მალაქიას ძე ბეგიაშვილი, თბილისის ქალთა მეშვიდე გიმნაზიის მასწავლებელი, დაიბადა 1891 წლის 4 მაისს. მართლმადიდებელი.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 4 მაისის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 3 მაისი“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რამდენი უნდა მიეცეს მუშაკაცს ცეცხლის გასაქრობად“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 1-ლ მაისს, ბიბლიოთეკის კომისიის დადგენილების მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას რაფიელ ერისთავისთვის საზოგადოებისთვის დაპირებული ბიბლიოთეკის გადაცემა უნდა ეთხოვა.

1891

ტიპი: თანამდებობა

1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ბიბლიოთეკის გამგედ ექვთიმე თაყაიშვილი დაენიშნა.

1891

ტიპი: ორგანიზაცია

1891 წლის 1-ლ მაისს ბიბლიოთეკის კომისიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მინდობილობის თანახმად გადაწყვიტა, ალექსანდრე ხახანაშვილისთვის ეთხოვათ მოსკოვის საარქეოლოგიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებებთან შუამდგომლობა, რათა მათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის თავიანთი გამოცემები უსასყიდლოდ გადაეცათ.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 30 აპრილს ილია ჭავჭავაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სახელით მადლობა გადაუხადა არქიმანდრიტ ნიკოლოზ ზიოროვს ჟურნალ „საქართველოს საეგზარქოსოს სასულიერო მოამბის“ მიწოდებისთვის.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 27 აპრილის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ ხელმოუწერლად გამოაქვეყნა ნეკროლოგი სათაურით „ნიკოლოზ ვასილის ძე შელგუნოვი“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 19 აპრილს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო „საქართველოს სამოთხის“ საფასური საკომისიო 10 პროცენტის გამოკლებით.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 12 აპრილს წარმოადგინეს დავით გიორგის ძე ერისთავის „სამშობლო“, რომელშიც“ მთავარი როლი მსახიობმა ვიქტორ მერაბის ძე გამყრელიძემ შეასრულა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 5 აპრილის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტიგრან ფირუმიანმა სომხურად თარგმნა „კაცია – ადამიანი?!”.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წლის აპრილში ჭალატყის მაცხოვრის ჯვარცმის ეკლესიის მღვდელი გიორგი ბესარიონის ძე დალაქიშვილი გარდაიცვალა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის აპრილში თევდორე კიკვაძის ინიციატივით მაკვანეთის სკოლის გასახსნელად სასკოლო შენობა და ყველანაირი სასკოლო ინვენტარი იყო მზად.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 23 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად გამოქვეყნდა რუსი მწერლისა და პუბლიცისტის, გრიგოლ ზაქარიას ძე ელისეევის ბიოგრაფია „გრ. ელისეევი“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 22 მარტს ილია ჭავჭავაძემ ნოვოროსიის სტუდენტების მიერ შემოწირული თანხა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 10 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 9 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „მიხეილ ყიფიანი“.

1891

ტიპი: ავტორობა

1891 წლის 7 მარტის გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ტფილისი, 6 მარტი“, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში დაიბეჭდა სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 7 მარტს კონსტანტინე მიხეილის ძე ამირაჯიბმა ოდესის უნივერსიტეტის ქართველი სტუდენტების სახელით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შემოწირულება გაუგზავნა.

1891

ტიპი: გარდაცვალება

1891 წლის 7 მარტს ჩუნეშის წმ. გიორგის ეკლესიის მღვდელი ილარიონ ანტონის ძე წივწივაძე გარდაიცვალა.

1891

ტიპი: ღონისძიება

1891 წლის 4 მარტს ნიკოლოზ მახარობლიძემ მიიღო „საქართველოს სამოთხის“ 2 ეგზემპლარის საფასური 18 მანეთი (საკომისიო 10 პროცენტის გამოკლებით). გასაყიდი დარჩა კიდევ 2 წიგნი.