რეგისტრირებული ფაქტები80197
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სოფელ უდის სამკითხველოში 782 წიგნი ინახებოდა: სასულიერო შინაარსის იყო 48 გამოცემა, სიტყვაკაზმული – 157, ისტორიულ-გეოგრაფიული – 47, სასოფლო სამეურნეო – 50, საბუნებისმეტყველო – 12, საბავშვო – 210 და სხვადასხვა სახის – 171 წიგნი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის განცხადება გორში საზოგადოების აგენტების დანიშვნის შესახებ.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვერის ბიბლიოთეკის გამგის თხოვნა დახმარების შესახებ. გამგეობამ ბიბლიოთეკისთვის თვეში 15 მანეთის მიცემა გადაწყვიტა.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გომარეთის სკოლის მასწავლებლის განცხადება სკოლისთვის ღუმლისა და ფანჯრების გაკეთების შესახებ. გამგეობამ სკოლას 30 მანეთი გაუგზავნა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ასლან ვახტანგის ძე წულუკიძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1911
ტიპი: ღონისძიება
1911 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნსაცავმა და მუზეუმმა შეწირულობა მიიღო ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკისგან, საეკლესიო მუზეუმის, „შორაპნის“ და ფილარმონიის საზოგადოების, „ჯეჯილის“, „შრომის“, „ნაკადულისა“ და „სახალხო გაზეთის“ რედაქციებისგან.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ილია ივანეს ძე წინამძღვრიშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს როტმისტრი ნიკოლოზ ზაალის ძე ჩოლოყაშვილი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს სიმონ როსტომის ძე წერეთელი გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1884
ტიპი: ორგანიზაცია
1884 წელს ალექსანდრე ანტონის ძე ცაგარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს მელიტონ თომას ძე ცაგარელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879 წელს ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძე გახდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი.
1886
ტიპი: ღონისძიება
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დამფუძნებელი წევრი, ბარბარე ანდრონიკაშვილისა 1881 და 1882 წლებში საწევროს 20 მანეთს იხდიდა. 1887 წლისთვის მას 100 მანეთი ჰქონდა გადასახდელი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ოქტომბერს გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძე, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, იაკობ სოლომონის ძე ღულაძე და ალექსანდრე ივანეს ძე მდივანი დაესწრნენ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას.
1912
ტიპი: ორგანიზაცია
1912 წლის პირველი იანვრისათვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ხონის ბიბლიოთეკას 50 ხელმომწერი ჰყავდა. ბიბლიოთეკიდან გატანილი იყო 1 სასულიერო შინაარსის წიგნი, 99 მოთხრობა-პიესა, 14 ისტორიულ-ბიოგრაფიული, 1 გეოგრაფიულ-ეთნოგრაფიული, 11 საზოგადოებრივი, 8 საბუნებისმეტყველო, 11 სასოფლო-სამეურნეო ხასიათის გამოცემა და 9 ჟურნალი.
1908
ტიპი: ღონისძიება
1908 წლის 16 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობამ ალექსანდრე ივანეს ძე მდივანს ვერის ბიბლიოთეკის შემოწმება დაავალა.