რეგისტრირებული ფაქტები88502
სორტირება თარიღი კლებადობით
1890
ტიპი: თანამდებობა
1889 წელს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილი კავკასიის მთავარმართებლის კანცელარიის საქმისმწარმოებელი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1889-1890 სასწავლო წელს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში გამოცდებს სამჯერ დაესწრო ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორი ფილიპე ლევიცკი.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს თევდორე დავითის ძე ჟორდანია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს გორის საპატიმროს მღვდლის, ტერ-ეღიშე ტერ სააკოვის ცნობით, ქვრივმა თალიკო ესტატეს ასულმა ფალავანდიშვილისამ პატიმართა წიგნსაცავს 7 ქართული წიგნი და 3 მანეთი შესწირა. ქვრივმა პატიმრებს ასევე გარდაცვლილი მეუღლის, თ. ივ. ფალავანდიშვილის სულის მოსახსენიებლად ძროხა, ცხვარი და პური გაუგზავნა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის 1-ელ იანვარს ივანე გიორგის ძე მაჩაბელმა ილია ჭავჭავაძეს ბანკიდან ათასი მანეთის წინასწარ მიცემა სთხოვა, ილიამ თხოვნა არ დააკმაყოფილა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ილია ჭავჭავაძის, ლევან გიორგის ძე ჯანდიერის, ივანე სტეფანეს ძე ხატისოვისა და სხვათა ხელმოწერით უნდა გამოსულიყო ბროშურა სასოფლო საზოგადოებათა მიერ საზოგადო სარგებლობის კაპიტალის წარმოქმნის წესების შესახებ.
1890
ტიპი: თანამდებობა
1890 წელს კალისტრატე ნიკოლოზის ძე ჩიკვაიძე ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე იყო.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წლის ბოლოს გიორგი მიხეილის ძე თუმანიშვილმა ილია ჭავჭავაძეს სთხოვა, თეატრის შენობა იმ ზამთარს ვასილ ალექსის ძე აბაშიძის მიერ შედგენილი დასისთვის დაეთმო.
1890
ტიპი: გარდაცვალება
1890 წელს მწერალი და საზოგადო მოღვაწე ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანი გარდაიცვალა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს რუსმა პოეტმა და მთარგმნელმა ვასილ ლვოვის ძე ველიჩკომ ილია ჭავჭავაძეს თავისი წიგნი „აღმოსავლური მოტივები (ლექსები)“ აჩუქა.
1890
ტიპი: ღონისძიება
1890 წელს ილია ჭავჭავაძემ განცხადებით მიმართა თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ შემოსავლის 35% ვაზის ავადმყოფობასთან, მილდიუსთან ბრძოლასა და სასოფლო სამეურნეო გამოფენის მოწყობას მოხმარებოდა.

