საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93177

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 20 ოქტომბრიდან ფ. თავდგირიძის ინიციატივით სუფსის სამრევლო სკოლაში კვირაში ორჯერ სახალხო კითხვის დღეები ეწყობოდა. მსმენელისთვის თვითონ თავდგირიძეც კითხულობდა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 20 ოქტომბერს ქუთაისის ინტელიგენციამ სხდომა გამართა ქართული გაზეთის დაარსების შესახებ. კრების გადაწყვეტილებით, გაზეთისთვის „შრომა“ უნდა დაერქმიათ, რედაქტორი პავლე ალექსანდრეს ძე თუმანიშვილი უნდა ყოფილიყო.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 20 ოქტომბერს რომანოზ იაგორის ძე ჯავახიშვილმა პოლიციაში განაცხადა, რომ მოსამსახურემ 152 მანეთი მოჰპარა და გაიქცა. პოლიციამ მოსამსახურე დააკავა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 20 ოქტომბერს გაზეთმა „ცნობის ფურცელმა“ დაბეჭდა ინგლისური პრესის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ მარჯორი უორდროპისეულ თარგმანზე.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის 19 ოქტომბერს დაღესტნის სამხედრო გუბერნატორის თანაშემწე, გენერალ-მაიორი ტიხანოვი შავიზღვისპირეთის გუბერნატორად დაინიშნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 18 ოქტომბერს ნასვამმა გიორგი კუხიაშვილმა სუმბათოვის ქუჩაზე მსუბუქი ყოფაქცევის ქალი ალექსანდრა ლუკიანოვისა დანით დაჭრა. ქალი გარდაიცვალა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 18 ოქტომბერს სასახლის ქუჩაზე ცხენის რკინიგზის კონდუქტორმა ალექსანდრე ტოლინსკიმ მგზავრ სოფია მეკლერს სილა გაარტყა. კონდუქტორი პოლიციამ დააკავა.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 18 ოქტომბერს ხვედურეთიდან რუისში მიმავალი სოლომონ მღებრიშვილი და პეტრე გოგინაშვილი ბორანზე არ ავიდნენ და მტკვრის გადაცურვა სცადეს. ნასვამი მღებრიშვილი წყალმა წაიღო და დაიხრჩო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 18 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძემ, როგორც თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარემ, რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან გადასახადებისა და წაგების ბალანსების შესახებ წერილი მიიღო.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 18 ოქტომბრის შემდეგ ილია ჭავჭავაძემ, როგორც თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარემ, რუსეთის ფინანსთა სამინისტროდან ბანკის შესახებ მოსულ შენიშვნებზე პასუხი დაწერა. ის მოითხოვდა ხელახალ რევიზიას, რომელიც დეტალურად შეისწავლიდა ბანკის ყველა მოქმედებას.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის 16 ოქტომბერს ქუთაისიდან გამგზავრების სამზადისში მყოფ პრინც კონსტანტინე ოლდენბურგს ქუთაისელებმა გამოსამშვიდობებელი ვახშამი გაუმართეს.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის 16 ოქტომბერს ხანდისში იაგორ გურიშვილის ცოლმა თავი ჩამოიხრჩო.

1896

ტიპი: ღონისძიება

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნის მაღაზიის ანგარიშის მიხედვით, 1896-1897 წლებში მღვდელ ანტონ კეკელიას გაეგზავნა 146 მან. 70 კაპ. ღირებულების სახელმძღვანელოები.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 7 ოქტომბერს მღვდელმა ანტონ კეკელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივანს, დავით კარიჭაშვილს 17 სექტემბრის N120 წერილის პასუხად ახალ სენაკში, სოფელ ბანძაში, ნიკოლოზის სახელობის ორკლასიან სასწავლებელში სახელმძღვალოების გაგზავნა სთხოვა.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 7 ოქტომბერს ანტონ კეკელიამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის მდივან დავით კარიჭაშვილს ბანძის ორკლასიანი სკოლისთვის წერილობით სთხოვა შემდეგი სახელმღვანელოების გაგზავნა: რუსკოე სლოვო I ნაწილი – 50 ეგზემპლარი, რუსკოე სლოვო II ნაწილი – 40 ეგზემპლარი, ბუნების კარი – 60, დედაენა – 30, ქართული წერის რვეულები – 400 ცალი, რუსულის სამხაზიანი – 200 ცალი, ორხაზიანი – 300 ცალი, არითმეტიკის – 200 ცალი, ქართული წერის დედანი – 150 ცალი, ფანქარი – 200 ცალი.

1896

ტიპი: ავტორობა

1896 წლის 6 ოქტომბერს გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ დაიბეჭდა მოთხრობის „კაცია – ადამიანი?!“ ერთი თავის ალექსანდრე ნიკიტინისეული თარგმანი.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში ქუთაისის საოლქო სასამართლოში 1895 წელს ურიების წინააღმდეგ აჯანყებულების საქმე განიხილეს. პროცესის თავმჯდომარე იყო ლიტოვჩენკო, პროკურორი კი – ჟუკოვსკი.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში დადგმულ სპექტაკლში „მბჟუტავნი ცეცხლნი“ ბარბარე ავალიშვილისა ლიდიას როლს ასრულებდა, ხოლო ბარამიძე – აკულინას.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში თბილისის, ქალაქის ინჟინერმა, მერჟანოვსკიმ, თანამდებობა დატოვა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში ბართლომე კილაძისა და ექვთიმე ივანეს ძე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა მამია გურიელის თხზულებები ავტორის სურათით.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის ოქტომბერში მსახიობ მარიამ მიხეილის ასულ საფაროვა-აბაშიძისას პნევმონია ჰქონდა.

1896

ტიპი: თანამდებობა

1896 წლის ოქტომბერში ქართული დრამატული საზოგადოების დასის მიერ დადგმული სპექტაკლების – „მე მინდა კნეინა გავხდე“ და „დროებითი სიყვარული“ – რეჟისორი იყო ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილი იყო, ხოლო ადმინისტრატორი – კ. შათირიშვილი.

1896

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1896 წლის ოქტომბერში კავკასიის მთავარმართებელი, გენერალ-ადიუტანტი სერგეი ალექსანდრეს ძე შერემეტიევი ავად იყო.

1896

ტიპი: გარდაცვალება

1896 წლის ოქტომბერში გორელი ვექილი შაიშმელოვი ყაჩაღებმა დუშეთის მაზრაში მოკლეს.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ოქტომბერში დუშეთის მაზრაში ვექილ შაიშმელოვის მკვლელობას ბოქაული შალიკაშვილი იძიებდა.