საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80201

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ო. სვანიძე ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ბუღალტრის თანამდებობის აღმასრულებელი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე პეტრეს ძე ჯაიანი ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნიკოლოზ დავითის ძე ერისთავი ქუთაისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრი იყო.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის და სოლომონ არუთინოვები ვიოლინოს ქურდობისთვის დააპატიმრეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გენერალი ვ. ი. იანოვსკი ქალაქ ჩერნომორკიდან ჩამოსულმა თანამშრომლებმა ქუთაისიდან გააცილეს სხვა სამსახურში. იანოვსკიმ ოფიცრებს მადლობა გადაუხადა ერთგულებისთვის. იგი ვაგონში ხელით შეიყვანეს.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. იანოვსკი კავკასიის ოლქის ინტენდანტი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვ. ი. იანოვსკი გენერალ-ლეიტენანტი იყო.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბარბარე თეიმურაზის ასული გედევანოვის სახლი, რომელიც ბარიატინსკის ქუჩაზე მდებარეობდა, დაზიანებული იყო და პოლიციამ ქალაქის გამგეობას სთხოვა შეემოწმებინა რამდენად უსაფრთხო იყო საცხოვრებლად.

1886

ტიპი: განათლება

1886 წლის 13 მარტს იოსებ ივანეს ძე ლაღიაშვილი თავისივე თხოვნის საფუძველზე თბილისის სასულიერო სასწავლებლიდან დაითხოვეს. მას ყოფაქცევაში 4-იანი დაუწერეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 13 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სარქის არუთინოვი ქაზახის მაზრაში ცხოვრობდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 13 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 12 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ათტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“.

1886

ტიპი: სახელი

1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავას ფსევდონიმი იყო ხომლელი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა რომანოზ სპირიდონის ძე ფანცხავას ფელეტონი „ზოგიერთი ფიქრი“.

1886

ტიპი: სტატუსი

1886 წელს თათარყან თენგიზის ძე დადეშქელიანი თავადი იყო.

1886

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჟიულ მურიე ეროვნებით ფრანგი იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1883 წლის „ივერიის“ მე-10 ნომერში დაიბეჭდა თათარყან თენგიზის ძე დადეშქელიანის წერილი „საქართველოს მხედრობაზედ“. ეს წერილი ფრანგულ ენაზე წიგნად გამოცემული 50 კაპიკი ღირდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მარტის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ჟიულ მურიემ ფრანგულად თარგმნა თათარყან თენგიზის ძე დადეშქელიანის წერილი „საქართველოს მხედრობაზედ“.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 12 მარტს იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს თბილისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორი სტეფანოვი ნივთების შესამოწმებლად ესტუმრა, მაგრამ მან წიგნებისა და რვეულების დათვალიერების უფლება არ მისცა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 12 მარტს გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძემ გამოაქვეყნა სტატია „ტფილისი, 11 მარტს“, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სახასო სოფლის მიწები“.

1886

ტიპი: მფლობელობა

1886 წლის 11 მარტს ოჰაჯანოვის სახლში შეიარაღებული მძარცველები შეიჭრნენ.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 11 მარტს სარქის და სოლომონ არუთინოვებმა შვეიცარიის ქვეშევრდომ ვარონინს მოპარეს 100 მანეთის ღირებულების ვიოლინო, რომელიც პოლიციამ იპოვა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 11 მარტის გაზეთ „ივერიაში“ ბესარიონ ნიჟარაძის ფელეტონი „ჩვეულებითი მართლიერება სვანეთში“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტს კოსტა ყაზარაშვილის დაკრძალვაზე სიტყვით გამოვიდა მადათ პეტროსიანი, რომელმაც თავის სიტყვაში გულისტკივილი გამოთქვა გარდაცვლილის ნაადრევად სიკვდილის გამო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 9 მარტს კოსტა ყაზარაშვილის დაკრძალვაზე სიტყვით გამოვიდა ივანე ყანჩაველი, რომელმაც გულისტკივილი გამოთქვა და აღნიშნა გარდაცვლილის კეთილსინდისიერება და დაუღალავი შრომა.