საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები80208

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო თონეთის სკოლის რევიზია.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ნიკოლოზ ცხვედაძემ თონეთის სკოლის რევიზიის საკითხი განსახილველად სხვა დროისთვის გადადო.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს ივანე აბრამის ძე ნასიძე პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის (მეოთხე სემესტრის) სტუდენტი იყო.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ პეტრე მირიანაშვილის ინიციატივით საზოგადო კრება 28 ოქტომბრის 11 საათზე დანიშნა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის 9 ოქტომბერს ივანე რატიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მოახსენა, რომ საჭირო იყო წინარეხის სკოლის რევიზია.

1915

ტიპი: განათლება

1915 წელს მ. ხუხუნაშვილი კიევის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო.

1915

ტიპი: განათლება

ვალერიანე გერასიმეს ძე მელაძე წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის მესამე განყოფილების მოსწავლე იყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 1909 წლის სხდომის ოქმების მიხედვით, ლ. დანილენკო ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე იყო.

1909

ტიპი: ორგანიზაცია

1909 წლის 19 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე განიხილეს ავჭალის ბიბლიოთეკის გამგის ლ. დანილენკოს მიმართვა ავჭალის ბიბლიოთეკის შესახებ. გამგეობამ გადაწყვიტა, ბიბლიოთეკა საზოგადოების მფლობელობაში მიეღო, რის შემდეგაც დახმარებასაც დაუნიშნავდნენ.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წელს ავჭალის ბიბლიოთეკის გამგე ლ. დანილენკომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ავჭალის ბიბლიოთეკა თავის მფლობელობაში მიეღო და მისთვის ყოველთვიურად 15 მანეთი გამოეყო.

1909

ტიპი: თანამდებობა

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1909 წლის ოქმის მიხედვით, საზოგადოების გამგეობამ გადაწყვიტა ავჭალის ბიბლიოთეკის საზოგადოების მფლობელობაში გადასვლის შემდეგაც მის გამგედ ლ. დანილენკო დარჩენილიყო.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909 წლის 21 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის კრებაზე გადაწყდა, საზოგადოების წიგნის მაღაზიის შტატის შედგენა და მაღაზიაზე პასუხისმგებლობა ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილისთვის დაევალებინათ.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ოლღა ნიკოლოზის ასული ალექსიძე-მესხიშვილისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ახალციხეში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, სოფიო ალმასხანის ასული წულუკიძისა იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ხონში.

1886

ტიპი: ორგანიზაცია

1886 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ქაიხოსრო იაკობის ძე გელოვანი იყო საზოგადოების დამხმარე წევრი ლაილაშში.