რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება თარიღი კლებადობით
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე დავითის ძე ბეზირგანოვი სტეფანე ბეზირგანოვის ძმა იყო.
1888
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1888 წლის 2 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სოფია ბეზირგანოვი დავით, ივანე და ალექსანდრე ბეზირგანოვების და იყო.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 2 ივნისს სამსახურიდან გამოსული ჯარისკაცი ივანე პილატოვი მტკვარში ბანაობის დროს დაიხრჩო.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „Кутаисские губернские ведомости“-ის ცნობით, 1888 წლის 2 ივნისს ქუთაისში იონა მეუნარგიამ წაიკითხა ლექცია გრიგოლ ორბელიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის ივნისში ალექსი ჭიჭინაძე თბილისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში ქართული დრამატული საზოგადოება წარმოადგენდა ალექსანდრე მოჩხუბარიძის ხუთმოქმედებიან დრამას „ცოლი-მეუღლე“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: მარიამ საფაროვი, ნატალია გაბუნია-ცაგარლისა, ვასო აბაშიძე, კ. მ. მაქსიმიძე, კავთელი და სხვანი.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში ანა მუსხელიშვილის ხელმძღვანელობით ახალციხის დედათა სკოლის სასარგებლოდ გამართავდენენ წარმოდგენას „კინტო“.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „ივერიის“ კორესპონდენტ აბდულ ეფენდი მიქელაძის ცნობით, 1888 წლის ივნისში ქვედა აჭარაში ართვინელი ხარაზი გაძარცვეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
გაზეთ „მშაკის“ ცნობით, 1888 წლის ივნისში გევორქ ბაშინჯაღიანმა ბაქოში თავისი ნახატების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში ალექსანდრე ბერიძე სამხატვრო ხელოვნების უკეთ შესამუშავებლად იტალიაში, მილანში გაემგზავრა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის ივნისში კალისტრატე ცხაკაიამ სოფელ ხორგაში სკოლის გვერდით საყაჭე სახლი ააშენა და მოსწავლეებს აბრეშუმის გამოყვანას ასწავლიდა.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის ივნისში ტატიშვილი ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 31 მაისს მინა რევიშვილის თაოსნობით სამტრედიის გამგეობამ კავკასიის სხვადასხვა ადგილებიდან შეკრებილ 550 ახალწვეულ ჯარისკაცს სადილი გაუმართა.
1888
ტიპი: გარდაცვალება
1888 წლის 31 მაისს გარდაიცვალა თბილისის ფოსტის მმართველი სტეფანე დავითის ძე ბეზირგანოვი.
1888
ტიპი: ორგანიზაცია
1888 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების წლიური კრების მეორე დღეს გამგეობის წევრებად აირჩიეს: ანასტასია მიხეილის ასული თუმანიშვილი, იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილი, გრიგოლ ვოლსკი, ეკატერინე გაბაშვილი, ალექსანდრე ჭყონია, ალექსი ჭიჭინაძე, დიმიტრი ფავლენიშვილი, ნიკოლოზ ხიზანაშვილი, ივანე მაჩაბელი, ექვთიმე თაყაიშვილი და ალექსანდრე მირიანაშვილი.
1888
ტიპი: ნასამართლეობა
1888 წლის 30 მაისს თბილისის საოლქო სასამართლომ ალექსანდრე ხოსროევი თავისი სახლის განზრახ დაწვაში დამნაშავედ სცნო და 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 30 მაისს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებას ალექსანდრე დონდუკოვი დაესწრო. კრებაზე განიხილეს საზოგადოების შემოსავალ-გასავლის ანგარიში და სხვადასხვა სამეურნეო საკითხი.
1888
ტიპი: თანამდებობა
1888 წლის 30 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური კრების მეორე დღეს გამგეობის თავმჯდომარედ ილია ჭავჭავაძე აირჩიეს.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 30 მაისს თელავის კლუბში წიგნსაცავის სასარგებლოდ წარმოადგინეს სამმოქმედებიანი პიესა, მოჩხუბარიძის „არსენა“ და ცაგარლის „მათიკო“. სპექტაკლში მონაწილეობდნენ ადგილობრივი მუშები: ვ. ზალაშვილი, ტ. გოცირიძისა, ვ. და ს. ჩოდრიშვილები.
1888
ტიპი: ღონისძიება
1888 წლის 29 მაისს ავლაბარში აკურთხეს ახლად აგებული და გამართული თავშესაფარი. ღონისძიებას დაესწრნენ ალექსანდრე დონდუკოვი და ეგზარხოსი პალადი, მათ დიდი მადლობა გადაუხადეს გონჩაროვისას, რომელმაც თავშესაფრის გახსნისთვის არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა.

