რეგისტრირებული ფაქტები90139
სორტირება თარიღი კლებადობით
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ექვთიმე თაყაიშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად აირჩიეს.
1889
ტიპი: ორგანიზაცია
1889 წლის 21 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნ. მთვარელიშვილი საეკლესიო და საარქეოლოგო განყოფილების საბჭოს წევრად დანიშნეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 20 თებერვალს თბილისში სახლების, ეზოებისა და ქუჩების უსუფთაობის გამო გიორგი კალუბანსკიმ საბჭოში სარჩელი შეიტანა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 19 თებერვალს არუთინ გასპაროვის სახლთან მიტოვებული ახალშობილი ბიჭი იპოვეს. ბავშვის აღზრდა მოსე პოღოსოვმა გადაწყვიტა.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 19 თებერვალს ერწოს ხეობაში მიხეილ წიკლაური ადიდებულ მდინარეში ცხენით შევიდა. მისი გვამი მდინარემ რამდენიმე დღის შემდეგ გამორიყა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 18 თებერვალს სოფ. ვაყაში სინო კაპანაძემ მდინარეში ჩავარდნილი 9 წლის ბიჭი გადაარჩინა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, არტურ ლაისტის მიერ ქართველთა ცხოვრების შესახებ დაწერილი მოთხრობები გერმანულ ჟურნალებში დაიბეჭდა.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტელეგრაფისტი ტრიფონ მიქაბერიძე ოჩამჩირიდან ქუთაისში გადაიყვანეს სამუშაოდ.
1889
ტიპი: თანამდებობა
1889 წლის 16 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ტელეგრაფისტი ვლადიმერ კეკელიძე სურამიდან ოჩამჩირეში გადაიყვანეს სამუშაოდ.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 16 თებერვალს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა ა. ი. სტოიანოვის თაოსნობით კონცერტი გამართეს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 16 თებერვალს ალექსანდრე სტოიანოვის თაოსნობით ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეთა დასახმარებლად გამართული წარმოდგენის შემოსავალი 450 მანეთი იყო.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იროდიონ ჩეკურიშვილის შემწეობით სოფ. ურიათუბანში სკოლა დაარსდა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკს, რომლის ბუღალტერიც დიმიტრი ალექსანდრეს ძე ფავლენიშვილი იყო, სალაროში 46 596. 17 მანეთი ჰქონდა.
1889
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1889 წლის 15 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მღვდელი იროდიონ ჩეკურიშვილი სოფ. ურიათუბანში ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს ეხმარებოდა.
1889
ტიპი: გარდაცვალება
1889 წლის 15 თებერვალს სოფ. ნადაბურის წმ. თედორე ტირონის ეკლესიის მღვდელი სპირიდონ ბესარიონის ძე გელაშვილი გარდაიცვალა.

