საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88484

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა იოსებ ცისკარიშვილის მოთხრობა „ორი კონა ფიჩხი“.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 23 თებერვლის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ბადია ბალიაურის ლექსი.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 23 თებერვალს სოფ. კვახჭირის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იოვანე იესეს ძე ჩხიკვაძე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 22 თებერვალს სოფ. ხოვლეს მცხოვრებმა, 19 წლის დათა მერაბაშვილმა, შურისძიების მიზნით გატეხა ხარაზის სახელოსნო, რომლის მეპატრონესა და მერაბაშვილს ერთი ქალი უყვარდათ.

1888

ტიპი: გარდაცვალება

1888 წლის 22 თებერვალს ადიდებულმა მტკვარმა მეტივე ზაქარა ხუციშვილი გაიტაცა ტივთან ერთად, სამწუხაროდ ის ტივის დამორჩილების დროს დაეცა, საფეთქელი დაარტყა და გარდაიცვალა.

1888

ტიპი: გარდაცვალება

 1888 წლის 21 თებერვალს სიღნაღის მცხოვრები იაგორ ლაზარეს ძე ქრისტესოვი ნასვამ მდგომარეობაში მოძრავ ეტლს შეუვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 21 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსი პალადი და სამღვდელოებათა წარმომადგენლები საღამოს 6 საათზე შეიკრიბნენ სემინარიაში სანთლის ვაჭრობის საქმის განსახილველად. ეგზარქოსის ბრძანებით მათ დაურიგდათ შესამოსლები და ეკლესიაში გამოსაყენები სხვადასხვა ნივთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 1888 წლის 21 თებერვალს სიონის ტაძარში ეგზარქოსმა პალადიმ აღავლინა წირვა.

1888

ტიპი: ავტორობა

1888 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ქვემო აჭარიდან კორესპონდენტმა აბდულ ეფენდი მიქელაძემ რედაქციას შეატყობინა, რომ სოფლებში გავრცელდა გადამდები დაავადება, რომლითაც ბევრი ახალგაზრდა დაავადდა, ზოგი გამოჯანმრთელდა, ზოგი კი გარდაიცვალა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 21 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ 23 თებერვალს გაიმართებოდა სპექტაკლი „გულმა იგრძნო“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდნენ: ნატო გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ საფაროვ-აბაშიძისა, ბარბარე ავალოვისა, ლეონიძისა, თამაროვისა, ბარბარე ჩერქეზოვისა, კონსტანტინე ყიფიანი, ხუციშვილი, ავქსენტი ცაგარელი და სხვ.

1888

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1888 წლის 20 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით ლევან ორახელაშვილის მეუღლე იყო ანნა ალავიძე.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 23 თებერვალს დაინიშნა მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი, წარმოდგენილი იქნებოდა დრამა „ორი ობოლი“ კონსტანტინე ყიფიანის მონაწილეობით.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 20 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ალექსანდრე როინაშვილმა გადაწყვიტა თბილისში დასახლებულიყო და გაეხსნა თავისი მუზეუმი.

1888

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ მეშვეობით ლევან ლუარსაბის ძე და არჩილ ლევანის ძე თარხან-მოურავნი აუწყებენ ნათესავებსა და ნაცნობებს, რომ ქეთევან ივანეს ასულ თარხან-მოურავს დაკრძალავდნენ 1888 წლის 20 თებერვალს სოფელ ერთაწმინდის ეკლესიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით უნდა გაეყიდათ ამილბარ მაღალაშვილის მამული, რომელიც მდებარეობდა გორში და აღებული თანხით გაესტუმრებინათ მაღალაშვილის ვალები. ეს მამული მიხეილ თარხნიშვილის მზრუნველობაში იყო და აუქციონის დროს ეკატერინე ყალამქაროვისამ მოიწვია ყველა გლეხი, რომ მამული გლეხებს შეესყიდათ და არა სხვა პირს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 თებერვალს ეკატერინე ხმალაძის სახლში შეიჭრნენ სპარსეთის ქვეშევრდომები, რომლებიც პოლიციამ ადგილზე დააკავა.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 19 თებერვალს მ. ზავადსკის მონაწილეობით უნდა წარმოედგინათ ზურან ანტონოვის სამმოქმედებიანი კომედია „მზის დაბნელება საქართველოში“.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს გ. შარაშიძის ცნობით, დათია ბაღიშვილი თავის ძმისწულ სტეფანე ბაღიშვილთან და ივანიკა საბაშვილთან ერთად  ცოფიანმა მგელმა დაკბინა. გლეხებს ოზურგეთის მოსახლეობამ თანხა შეუგროვა და 24 თებერვალს ოდესაში გაგზავნა სამკურნალოდ.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს შედგა ქართლ-კახეთის სამღვდელოების კრება, რომლის თავმჯდომარე იყო მღვდელი ნიკოლოზ ხუციშვილი, საქმის მწარმოებლი მიხეილ ხელაშვილი და ლევანცოვი. კრებაზე განიხილეს ეგზარქოს პალლადის მიერ შედგენილი 11 პუნქტიანი გეგმა სამღვდელოების საქმიანობის გაუმჯობესების შესახებ. კრებაზე სიტყვით გამოვიდა მღვდელი პოლიევქტოს კარბელაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ გეგმის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით მრევლთა წასაქეზებლად მონაწილეობა მიეღოთ საეკლესიო კითხვა-გალობაში აუცილებელი იყო თავად სასულიერო პირებს მოეწვიათ ეკლესიაში ობოლნი რომელთაც სწავლის საშუალება არ ჰქონდათ და მათგან შეეკრათ კითხვა-გალობის გუნდი. ასევე, კარგი იქნებოდა თბილისის სემინარიაში აღედგინათ ძველი ჩვეულება, როცა სემინარიის მოსწავლეები უქმე დღეს ქართულად კითხულობდნენ და გალობდნენ სემინარიის ზემოთ მდებარე სული წმინდის სახელობის ეკლესიაში.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „ნორ-დარის“ ცნობით თბილისში მალე დაიბეჭდებოდა სომხური ჟურნალი „მიტკი“ – „ფიქრი“, რომლის გამომცემელი არშაკ ბაბიანი იყო.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ, გაზეთ „კავკაზის“ ცნობით, მაისში გაიმართებოდა თბილისის ობოლთა სასამართლოს თავმჯდომარე შანშიევის საქმის განხილვა. მას ობლების ფულის გაფლანგვა ედებოდა ბრალად.

1888

ტიპი: ნასამართლეობა

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გაზეთ „კავკაზის“ ცნობით მაისში გაიმართებოდა მიხეილ ერისთავის საქმის განხილვა, რომელსაც ბრალდებოდა უფლებამოსილების გადაჭარბება და სხვა დანაშაულები.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს აზნაურ იაგორ ქალანთაროვის სახლის გატეხვისა და გაძარცვის გამო კონსტანტინე კახნიძე დააკავეს.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვალს კონსტანტინე კახნიძემ აზანაურ იაგორ ქალანთაროვის სახლიდან მოიპარა 400 მანეთის სხვადასხვა ნივთი.

1888

ტიპი: ღონისძიება

1888 წლის 18 თებერვლის გაზეთ „ივერიის“ ცნობით 20 თებერვალს დანიშნული იყო მარიამ საფაროვა-აბაშიძის ბენეფისი სპექტაკლში „ორი ობოლი“.