საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81344

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო ალექსანდრე ბურდულოვის მამულს ყიდდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო მაია ზახაროვისას მამულს ყიდდა.

1878

ტიპი: მფლობელობა

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო სარქის ბაბოვის მამულს ყიდდა.

1878

ტიპი: მფლობელობა

1878 წლის 14 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის გამგეობა პროცენტის გადაუხდელობის გამო მიხეილ ფირადოვის მამულს ყიდდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის საზაფხულო თეატრში წარმოადგინეს ზურაბ ანტონოვის „ტივით მოგზაურობა“ და მოლიერის „ცოლის შერთვევინება“.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროებაში“ პავლე თუმანიშვილის სტატია „პასუხი უ. ა. ჭიჭინაძესა“ დაიბეჭდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, ქუთაისში, ანტონ ლორთქიფანიძის ბიბლიოთეკაში ბარბარე ჯორჯაძის შედგენილი ქართული წიგნი „სამზარეულო“ იყიდებოდა.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 17 მაისის „დროების“ ცნობით, ბარბარე ჯორჯაძემ ქართული წიგნი „სამზარეულო“ შეადგინა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისს ქუთაისის ბანკის კრებაზე ირაკლი ლორთქიფანიძემ მოითხოვა ახალი კომისიის დანიშვნა, რომელიც ბანკის ანგარიშებს დაწვრილებით განიხილავდა.

1878

ტიპი: ღონისძიება

1878 წლის 14 მაისს ქუთაისის ბანკის კრებაზე დავით აბდუშელიშვილმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ბანკის მოქმედებებში, მათ ეს საკითხი ზედამხედველობის კომიტეტთან უნდა გაერკვიათ.

1901

ტიპი: ნასამართლეობა

1901 წლის 25 ივნისს ონში თბილისის სამოსამართლო პალატის სესიამ ოზურგეთის მაზრის ყოფილი გამგებლის, კონსტანტინე ზოსიმეს ძე ალშიბაიას საქმე განიხილა. სესიას თავმჯდომარეობდა ვრასკი, ბრალმდებელი პეტრე ნიკოლოზის ძე ივანოვი იყო, ბრალდებულის დამცველი კი ქუთაისის ოლქის სასამართლოს ნაფიცი ვექილი, მელქისედეკ გრიგოლის ძე ფაღავა. საქმეზე დაბარებული იყო 108 მოწმე, რომელთაგან 15 არ გამოცხადდა.

1901

ტიპი: ღონისძიება

1901 წლის აგვისტოში თბილისის სახაზინო პალატამ დაადგინა, გადაახდევინოს ქალაქის თვითმმართველობის ზოგიერთ მსახურს კანონით დაწესებული გადასახადი თანამდებობაზე დანიშვნის დროს: მიხეილ არღუთინსკი-დოლგორუკოვს 335 მან., გამგეობის წევრ მ. ს. შესტაკოვს – 335 მან., გამგეობის წევრ ვასილ ნიკოლოზის ძე ჩერქეზიშვილს – 250 მანეთი.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 29 ნოემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ოზურგეთის თვითმართველობამ ქალაქის ზედამხედველ ერქომაიშვილს დაავალა, რომ ქალაქის დუქნები მხოლოდ საკვირაო წირვის შემდეგ გახსნილიყო.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში დაგეგმილი იყო ვალერიან გუნიას მიერ თარგმნილი 3-მოქმედებიანი კომედიის, „პირველი ბუზის“ წარმოდგენა, რომელშიც მთავარ როლს ეფემია მესხი შეასრულებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბერს ქართულ დრამატულ საზოგადოებაში დაგეგმილი იყო ვასო აბაშიძის და კოტე მესხის მიერ დადგმული ერთმოქმედებიანი კომედიის, „გამარჯვებულებს არა სჯიან“ წარმოდგენა, რომელშიც ეფემია მესხი, ელისაბედ ჩერქეზიშვილი, ალექსანდრა კარგარეთელი, დათიკო ხოსროევი, გედევან გედევანოვი და ვალერიან გუნია მიიღებდნენ მონაწილეობას.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 დეკემბერს თბილისის ქაშუეთის ტაძარში ილია ფერაძემ ქართულ ენაზე წაიკითხა საჯარო მოხსენება “წმ. დიდის მოწამის კახეთის დედოფლის ქეთევანის შესახებ”.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 6 დეკემბრის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დეკემბერში ჟურნალი „მოამბე“ სოფრომ მგალობლიშვილის ახალ მოთხრობას გამოაქვეყნებდა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 25 ნოემბერს ოდესის უნივერსიტეტში გამართულ ქართული კულტურის საღამოში მელიტონ ბალანჩივაძე და მიხეილ ნანობაშვილი მონაწილეობდნენ.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 26 ნოემბერს ფოთში სამკითხველო ბიბლიოთეკის დამფუძნებელი კრება გაიმართა, რომელმაც იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა კრების თავმჯდომარედ, ვასილ ალექსანდრეს ძე დემიდოვი კი მდივნად აირჩია.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 3 დეკემბერს თბილისის მოურავმა გიორგი ევანგულოვმა ქალაქის გამგეობის კომისიას სანიაღვრე არხების მშენებლობის პროექტი წარუდგინა.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 დეკემბერს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ დაიბეჭდა ივანე მიქაძის კორესპონდენცია „ერთი ცრუ ამბის გამო“ სამტრედიაში ნავთის ფასის მატების შესახებ.

1878

ტიპი: ავტორობა

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, თბილისის სათავადაზნაურო კრებაზე დავით ხარაზოვმა კომისიის წევრებისთვის ქალაქის ხაზინიდან ჯილდოს სახით თანხის გამოეყოფა მოითხოვა.

1878

ტიპი: თანამდებობა

1878 წლის 16 მაისს ორგანიზაციის „თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების, შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისთვის“ კომიტეტმა მდივნად ნიკოლოზ ქანანოვი დანიშნა.

1878

ტიპი: ორგანიზაცია

1878 წლის 21 მაისის „დროების“ ცნობით, დავით ავალოვი, ლუარსაბ მაღალაშვილი, იაკობ გოგებაშვილი და ნიკოლოზ ცხვედაძე თბილისის განმგებელი კომიტეტის წევრები იყვნენ.

1898

ტიპი: ავტორობა

1898 წლის 5 დეკემბერს გაზეთ „დროებაში“ მართალაძის ფსევდონიმით გრიგოლ წინამძღვრიშვილის კორესპონდენცია „ს. აწერის-ხევი“ გამოქვეყნდა.