საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები85276

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ვარლამ ბ. ლორთქიფანიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ნინა და სონია ჩხეიძეებმა და ელენე ლორთქიფანიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს 6 მანეთი შესწირეს.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, გიგო ქ. ნემსაძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს 3 მანეთი შესწირა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 17 ივლისის „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, თბილისის დეპოს მუშამ გიორგი ი. ჩხეიძემ დიდი ჯიხაიშის სამკითხველოს 3 მანეთი და 10 ქართული წიგნი შესწირა.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 9 იანვარს აკაკის დაბადების დღეზე თბილისის ახალ კლუბში ვლადიმერ მესხიშვილისა და ნინო შიოს ასული დავითაშვილის მონაწილეობით „თამარ ცბიერი“ წარმოადგინეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წლის 12 ივნისს ისტორიკოს მოსე გიორგის ძე ჯანაშვილის ხელმძღვანელობით ისტორიის მოყვარულები თბილისიდან მცხეთაში გაემგზავრნენ ექსკურსიაზე.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წელს გიორგი ნუკრაძე მარტოუბნის სადგურის უფროსად დანიშნეს.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შ. ლეკვიაშვილმა ქართულად თარგმნა შექსპირის „ქარიშხალი“.

1916

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 13 ივნისს თბილისში აფთიაქარი ალიოზ ბაღდანის ძე შიხინოვი გარდაიცვალა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, შალვა ნიკოლოზის ძე დადიანი და ელენე იოსების ასული ანდრონიკაშვილი ხაშურის დრამატულ წრეში მიიწვიეს სამუშაოდ.

1916

ტიპი: ავტორობა

1916 წლის 12 ივნისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა გიორგი სალარიძის სტატია გიორგი ნუკრაძის შესახებ.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ვალერიან გუნია ქუთაისის დასის ხელმძღვანელად მიიწვიეს.

1900

ტიპი: თანამდებობა

1900 წელს ალექსი მირიანაშვილი თბილისის პირველი კომერციული სასწავლებლის აღმზრდელ-მასწავლებლად მუშაობდა.

1867

ტიპი: თანამდებობა

1867 წლის 18 დეკემბერს პეტერბურგში გამოცხადდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს განკარგულება, რომლის თანახმად ამიერკავკასიის სამიჯნაო პალატის საიდუმლო მრჩეველი ევგენი სტარიცკი დაინიშნა თბილისის სამსჯავრო პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე.

1851

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1851 წელს დიმიტრი ზაქარიას ძე ბაქრაძე მოსკოვიდან საქართველოში დაბრუნდა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის აპრილში ნინო ყიფიანისამ ყოველთვიური ჟურნალ „ახალი მოამბის“ გამოცემის უფლება მიიღო.

1916

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ხარკოვის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გიორგი ჯინჭველაძე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, კლ. ასათიანმა ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი დაამთავრა.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ყოველკვირეულ სამხატვრო ჟურნალის „Русская иллюстрация“ №6-ში დაიბეჭდა გრიგოლ ვეშაპიძის წერილი „აკაკი წერეთელი“.

1916

ტიპი: განათლება

1916 წლის 19 ივნისის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, ლ. წერეთელმა ხარკოვის უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტი დაასრულა.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წელს ველისციხეში სოსო მაჭავარიანის ხელმძღვანელობით აკაკი წერეთლის სახ. ბიბლიოთეკის გასახსნელად 200 მანეთი შეაგროვეს.

1913

ტიპი: თანამდებობა

1913 წელს გამოდიოდა იუმორისტული ჟურნალი „ჭინჭარი“, რომლის გამომცემელი და რედაქტორი იყო მიხეილ გიორგის ძე ლელაშვილი.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 27 აპრილს თავად-აზნაურთა საკრებულო დარბაზში იპოლიტე ვართაგავამ წაიკითხა მოხსენება „აკაკი, როგორც სატირიკოსი“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წელს ყოველკვირეულ სამხატვრო ჟურნალ „Русская иллюстрация“-ს №6-ში დაიბეჭდა კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის წერილი „საქართველოს ისტორიიდან“.

1915

ტიპი: ავტორობა

1915 წლის 10 მაისის ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა იოსებ იმედაშვილის წერილი „მამულიშვილთა სადიდებლად“.