რეგისტრირებული ფაქტები87042
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ოქტომბერს მოსკოვის ბუნებისმეტყველების, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საზოგადოების კრების წევრებმა გადაწყვიტეს კავკასიაში განათლების მზრუნველ კირილე პეტრეს ძე იანოვსკისთვის საპატიო წოდება მიენიჭებინათ გაწეული შრომისთვის.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 15 ოქტომბრიდან სომხური თეატრის დასი თბილისში წარმოდგენების გამართვას დაიწყებდა. მოწვეული არტისტებიდან მხოლოდ ადამიანი იმყოფებოდა თბილისში და სხვა მსახიობების ჩამოსვლას ელოდებოდნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 ოქტომბერს გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი უმორჩილესი თხოვნით მიმართავს გამგეობას – გაათავისუფლონ როგორც მმართველობის წევრობიდან, ისე ხაზინადრობიდან, რადგან მოუცლელობის გამო მას აღარ ძალუძს დაკისრებულ მოვალეობათა შესრულება.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ოქტომბერს ქართულ თეატრში ორმოქმედებიან ვოდევილს „დროებით სიყვარულს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 12 ოქტომბერს ქართულ თეატრში ორმოქმედებიან კომედიას „ბაქი-ბუქს“ წარმოადგენდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია-ცაგარლისა, მარიამ მიხეილის ასული საფაროვა-აბაშიძე, მ. ლეონიძისა, მელიქიშვილი, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამრელიძე, კ. მ. მაქსიმიძე და სხვ.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 11 ოქტომბერს ნაფიცვექილმა რაზუმოვსკიმ ბათუმის სასტუმრო „კავკაზში“ სიღარიბის გამო თავი მოიწამლა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევი მეწარმე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში მოსე ივანეს ძე ნათაძემ თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა ბათუმის საზოგადოებას, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა ქალაქის სკოლას.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მოსე ივანეს ძე ნათაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე აფხაზს სოფელ კარდენახის მამულში ზეთისხილის ხეები ჰქონდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, დიმიტრი ივანეს ძე აფხაზი მემამულე იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 10 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სერგეი შერემეტიევმა დიმიტრი ივანეს ძე აფხაზისაგან ვენახები შეიძინა.
1886
ტიპი: გარდაცვალება
1886 წლის 4 სექტემბერს ახალქალაქში წყალობა დანდუროვი ცოფიანმა ძაღლმა დაკბინა და 9 ოქტომბერს ცოფით გარდაიცვალა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 9 ოქტომბერს 35 წელი, რაც თბილისში საოპერო წარმოდგენები დაიწყეს. 1851 წლის 9 ოქტომბერს პირველად დადგეს ოპერა „ლუჩია-ლამერმური“. ამ თარიღის აღსანიშნავად ივანე იაგორის ძე ფითოევის დასი სხვადასხვა ოპერას წარმოადგენდა.

