რეგისტრირებული ფაქტები81710
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს მარიამ საფაროვმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მიმართა აკაკი წერეთლის იუბილესთვის კოსტუმების შესაკერად 85 მანეთის გადახდის თაობაზე.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის 24-ე სხდომას ნიკოლოზ ცხვედაძე ხელმძღვანელობდა.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 27 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარემ ილია გრიგოლის ძე ჭავჭავაძემ და წევრებმა – ნიკოლოზ ზებედეს ძე ცხვედაძემ, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილმა, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, სამსონ გიორგის ძე ფირცხალავამ, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილმა, პართენ ალექსანდრეს ძე გოთუამ – გააფორმეს ხელშეკრულება გრიგორ ისააკის ძე არენბერგთან, ფიოდორ ვასილის ძე მოროზოვსა და ფიოდორ ივანოვთან, რომ საზოგადოება მათ ფოტოგრაფიის სალონს არენდით გადასცემდა 3 წლით.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 წლის 27 ივლისს ილია წინამძღვრიშვილმა დაამოწმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ გრიგორ არენბერგთან, ფიოდორ მოროზოვსა და ფიოდორ ივანოვთან გაფორმებული ხელშეკრულება.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ელენე ონიკაშვილისა და ზაქარია ეგნატეს ძე ჭიჭინაძე იყვნენ საზოგადოების ნამდვილი წევრები.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, მღვდელი ილარიონ ეგნატეს ძე გერსამია სოფელ ლაილაშში ცხოვრობდა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დესპინე დავითის ასული შარვაშიძე-გელოვანისა, ნინო ერასტეს ასული ერისთავი-გელოვანისა და ერმალო გვარჯასპის ძე გელოვანი იყვნენ საზოგადოების ნამდვილი წევრები.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი, ვასილ ზაქარიას ძე ბარნოვი და მღვდელი სიმონ გრიგოლის ძე რცხილაძე იყვნენ საზოგადოების ნამდვილი წევრები.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, კონსტანტინე სოლომონის ძე ონიკაშვილი და ალექსანდრე ივანეს ძე სარაჯიშვილი იყვნენ საზოგადოების დამფუძნებელი წევრები.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, კონსტანტინე სოლომონის ძე ონიკაშვილი თბილისში ცხოვრობდა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 2300 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 2043. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, თბილისის I სამკითხველოთი სამუშაო დღეებში 2486 ადამიანი სარგებლობდა, უქმე დღეებში კი – 513. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1905 წლის ანგარიშის მიხედვით, ხონის სამკითხველოში მკითხველთა რიცხვი 6 060-ს შეადგენდა, მათგან 5200 კაცი იყო და 860 ქალი. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, ახალციხის ბიბლიოთეკა-სამკითხველოში 83 სასულიერო შინაარსის წიგნი იყო, 695 – მხატვრული ლიტერატურა, 205 – ისტორიული, ბიოგრაფიული, კრიტიკული და 381 სხვა ჟანრის გამოცემა. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1879
ტიპი: თანამდებობა
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი იყო საზოგადოების მოლარე (ხაზინადარი).
1905
ტიპი: ავტორობა
1905 წლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიური ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო წლის პირველი იანვრისთვის ახალციხის ბიბლიოთეკა-სამკითხველოში 1150 ქართული და 574 რუსული წიგნი იყო. წლის განმავლობაში დაემატა 3 ქართული და 9 რუსული წიგნი. ბიბლიოთეკა-სამკითხველოში სულ 1736 წიგნი იყო. ანგარიშს ხელს აწერენ: ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე ცხვედაძე, ნიკოლოზ ზურაბის ძე ელიავა, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, ვახტანგ მუსხელაშვილი, ფილიპე გაბრიელის ძე გოგიჩაიშვილი, ივანე გიორგის ძე რატიშვილი, პართენ (პარმენ) ალექსანდრეს ძე გოთუა.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, გამგეობის წევრები იყვნენ: გიორგი დავითის ძე ქართველიშვილი, გიორგი ნიკოლოზის ძე იოსელიანი, ვასილ როსტომის ძე ყიფიანი, ალექსანდრე ზაალის ძე ჩოლოყაშვილი, ეკატერინე (კატო) რევაზის ასული გაბაშვილისა, ალექსი ივანეს ძე მირიანაშვილი და ნიკოლოზ (ნიკო) ვასილის ძე მთვარელიშვილი.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, კონსტანტინე (კოწია) და იასონ დავითის ძე გელოვანები საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დესპინე დავითის ასული შარვაშიძე-გელოვანისა ცხოვრობდა სოფელ ლაჯანაში.
1880
ტიპი: ორგანიზაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, ალექსანდრე ივანეს ძე გამრეკელი, ესტატე გიორგის ძე იოსელიანი და ტარასი გრიგოლის ძე ახვლედიანი საზოგადოების ნამდვილი წევრები იყვნენ.
1879
ტიპი: ორგანიზაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დიაკვანმა ილია კირილეს ძე მათიკაშვილმა პირადად გამოთქვა საზოგადოების წევრობის სურვილი.
1879
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1879-1880 წლების ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების პროტოკოლის მიხედვით, დიაკვანი ილია კირილეს ძე მათიკაშვილი თბილისში ცხოვრობდა.