რეგისტრირებული ფაქტები81477
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 9 მაისს პეტრე სურგულაძის მიერ ნათარგმნი წიგნი „დაწყებითი ცოდნა მეცნიერებიდან“ შესამოწმებლად პეტრე მირიანაშვილს გადაეცა.
1918
ტიპი: თანამდებობა
თბილისის ყოფილი სასულიერო სასწავლებლის ბოლო გამგე ანტონ ივანეს ძე ნატროშვილი იყო.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში ოლღა ჭავჭავაძის მოხსენება საქველმოქმედო კონცერტის ხარჯთაღრიცხვის შესახებ გაზეთში დასაბეჭდად გაიგზავნა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა სერგო მდივნიშვილს წიგნებზე მუშაობისთვის 11.88 მანეთი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის მაისში დავით კლდიაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სთხოვა, მისთვის „სამანიშვილის დედინაცვლისა“ და „სოლომონ მორბელაძის“ კორექტურა ეჩვენებინათ. მას უარი უთხრეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს ოლღა ჭავჭავაძის მოხსენება საქველმოქმედო კონცერტის ხარჯთაღრიცხვის შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა განიხილეს პეტრე მირიანაშვილის მოხსენება სკოლების შემოწმების შესახებ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს სასკოლო კერძო რევიზორის თანამდებობის დამტკიცების თხოვნით მიმართა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებმა კონსტანტინე გვარამაძეს წიგნებზე მუშაობისთვის 92 კაპიკი გადაუხადეს.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 30 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ბეგოიძეს 25 მანეთი გადაუხადა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 24 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვასილ ედილაშვილს 25 მანეთი გადაუხადა.
1907
ტიპი: ავტორობა
1907 წლის 23 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე მოისმინეს ფილიპე გოგიჩაიშვილის წინადადება „ქართლის ცხოვრების“ მარიამ დედოფლისეული ვარიანტის გამოცემასთან დაკავშირებით. გამგეობამ გადაწყვიტა, გამოეცათ „ქართლის ცხოვრება“ და ამის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილისთვის ეცნობებინათ.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის პირველ მაისს ნიკოლოზ ცხვედაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს მიმართა, რომ გამოფენაზე გაეტანათ ყველა ის ქართულენოვანი გამოცემა, რომლებიც 1901 წელს აღარ იბეჭდებოდა.
1901
ტიპი: ღონისძიება
1901 წლის 16 იანვარს პეტრე მირიანაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრებს თბილისის პირველი და მეორე სამკითხველოების ხარჯთაღრიცხვა წარუდგინა. პირველი სამკითხველოდან გაცემული იყო 33. 87 მანეთი, მეორედან კი – 37. 39 მანეთი.
1907
ტიპი: ღონისძიება
1907 წელს სიმონ ესაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას წიგნის „Историческая записка об управлении Кавказом“ ეგზემპლარები გადასცა.