საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90108

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წლის 24 ოქტომბრის ღამეს სტავროპოლში დიმიტრი ყიფიანი მოკლეს. მძინარე მოხუცს თავში სასწორის ქვა ჩაარტყეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ პელაგია მიქელაძის ნაცვლად ბათუმის სკოლის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე მაკრინე იოსების ასული ღლონტისა დაენიშნათ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის პირველ ოქტომბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა, მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას შეატყობინა, რომ ფარსადან მიქელაძე ერევნის გუბერნიაში გადაიყვანეს.

1887

ტიპი: თანამდებობა

1887 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იუსუფ ეფენდი სურმანიძე ბათუმის სკოლის სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. მისი ხელფასი თვეში ოცი მანეთი უნდა ყოფილიყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 17 სექტემბერს ბათუმის მაჰმადიანმა ქართველებმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის სკოლის მასწავლებელ მოსე ნათაძეს მისწერეს, რომ სჯულის მასწავლებლად იუსუფ ეფენდი სურმანიძე დაენიშნათ. ნათაძემ მათი თხოვნა საზოგადოების მმართველობას აცნობა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 16 სექტემბერს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო სახელმძღვანელოები და ნივთები გამოეგზავნათ: იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“, „ბუნების კარი“ და „კონა“ ოც-ოცი ცალი, ჯაჯანაშვილის ამოცანები ათი ცალი, იოსელიანის საღმრთო ისტორია და კალენდარაშვილის სახელმძღვანელო ოცი-ოცი ცალი, გოგებაშვილის რვეულები N1 და N2 სამოც-სამოცი ცალი, რუსული წერის რვეულები სამოცი ცალი, სურათები ათორმეტთა დღესასწაულთა ერთი ცალი და ერთი ფუთი კალმები.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 15 სექტემბერს თურქეთიდან გადმოსულმა ქურდებმა ზაქარია ოთურბამ და შაბაი მარღანიამ სოხუმში გაძარცვეს გენერალ ზავადსკის სახლი. გენერალი იარაღით მოკლეს თავის ორ მსახურთან ერთად. სახლიდან გამოქცეულებმა გზად ვაჭარი ფილიპე ბოკუჩავაც მოკლეს და გაიქცნენ.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 8 სექტემბერს ოლგა თევდორეს ასული წინამძღვრიშვილი თავის სახლში მოკლეს.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 29 აგვისტოს ბათუმის სკოლის მასწავლებელმა მოსე ნათაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ პირველი სექტემბრიდან თბილისის ერთ-ერთ სათავადაზნაურო სასწავლებელში გადაეყვანათ. ბათუმის კლიმატი ცუდად მოქმედებდა მისი ცოლ-შვილის ჯანმრთელობაზე და ისინი მუდამ ავადმყოფობდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 25 აგვისტოს ზაქარია მიხეილის ძე გულისაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას სთხოვა, რომ ბათუმის სკოლაში მასწავლებლად დაენიშნათ. მისი თხოვნა გამგეობას არ მოხსენდა, რადგან იქ მასწავლებლის ადგილი თავისუფალი არ იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 16 აგვისტოს კარდენახის სასოფლო სკოლის მასწავლებელმა იოსებ ცისკარაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სთხოვა, ბათუმის სასწავლებელში პედაგოგად დაენიშნათ. თხოვნა გამგეობას არ მოახსენეს, რადგან მასწავლებლის ადგილი თავისუფალი არ იყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 15 აგვისტოს „ივერიაში“ დაიბეჭდა ლუარსაბ ხელაძის სტატია „ტფილისის ასოთ-ამწყობთა საჭიროებანი“.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებამ სწავლა დაუფინანსა იოსებ ხუციშვილს, არჩილ ჩუბინაშვილს და იოსებ ვაჩნაძეს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის აგვისტოში თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებამ თავ. ჭავჭავაძის სტიპენდია დაუნიშნა ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე ჯანდიერს.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887 წლის 6 ივლისს სოლომონ ღულაძეს მოსამსახურემ, 11 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარიამ, ვერცხლის კოვზები მოჰპარა.

1887

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 6 ივლისს სოლომონ ღულაძეს მისივე მოსამსახურე 11 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარიამ ვერცხლის კოვზები მოპარა, რომლის მაგივრად შეცდომით პოლიციამ ფოთში მცხოვრები 32 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარია დააპატიმრა. მოსამართლემ ის გაამართლა და გაათავისუფლა.

1887

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით, 1887 წლის 6 ივლისიდან ქუთაისის მომრიგებელ სასამართლოში წარმოებდა საქმე სოლომონ ღულაძის გაქურდვის თაობაზე. ეჭვმიტანილი იყო მისივე მოსამსახურე 11 წლის ნესტორ პავლეს ძე გვახარია.

1887

ტიპი: გარდაცვალება

1887 წლის 1-ელ ივლისს კა­ჩა­ე­თის მთა­ვა­რან­გე­ლოზ­თა ეკლესიის მღვდელ­ი გიორგი იოანეს ძე კანდელაკი გარდაიცვალა.

1887

ტიპი: ღონისძიება

1887-1893 წლებში ოდესაში მცხოვრებ ექიმს იაკობ ბარდახს არაერთი ქართველისთვის უმკურნალია.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ბათუმის სკოლის მოსწავლეებიდან სამის გარდა ყველა ქრისტიანი იყო. ქრისტიანებს შორის ყველანი ქართველები იყვნენ. მათ შორის არც ერთი ქართველი მაჰმადიანი არ ყოფილა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ბათუმში თითქმის ყველა ვაჭრობით იყო დაკავებული. აქედან გამომდინარე, კარგი იქნებოდა თუ ბათუმის სკოლის პროგრამაში ბუღალტერიას შეიტანდნენ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ბათუმის სკოლის ოთხივე განყოფილების მართვა ერთ მასწავლებელს უჭირდა. მათი აზრით, მეოთხე განყოფილება უნდა გაუქმებულიყო.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, ბათუმის სკოლა სხვა ადგილას უნდა გადაეტანათ. სკოლისთვის კარგ შენობას 36 თუმნად ვერ იპოვიდნენ, ამ საქმისთვის 50 თუმანი უნდა გადაედოთ.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისს ნიკოლოზ ცხვედაძემ და ივანე მაჩაბელმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მმართველობას შესთავაზეს ბათუმში დაეარსებინათ ადგილობრივი სამზრუნველო კომიტეტი. კომიტეტს ბათუმის სკოლაზე უნდა ეზრუნა და საზოგადოებას მის მართვაში დახმარებოდა.

1887

ტიპი: ავტორობა

1887 წლის 7 ივნისის ნიკოლოზ ცხვედაძისა და ივანე მაჩაბლის მოხსენების მიხედვით, მათ 4 და 5 ივნისს ბათუმის სკოლის მოსწავლეები ყველა საგანში შეამოწმეს. აღმოჩნდა, რომ მათ პროგრამა თითქმის სრულად ჰქონდათ გავლილი და კარგად შესწავლილი.