რეგისტრირებული ფაქტები89045
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვირუბოვი ოზურგეთის მაზრის ყოფილი უფროსი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 9 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ს. იოსელიანი პოდპოლკოვნიკი იყო.
1886
ტიპი: მფლობელობა
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ დადეშქელიანი (დადეშიძე) ფლობდა ჭურჭლის ქარხანას, სადაც სხვადასხვა მოხატულობით და მრავალფეროვანი გამოსახულებით სურები მზადდებოდა. მისი პროდუქტი ბევრ ადგილას იყიდებოდა, ვერც კი უმკლავდებოდა მოთხოვნას. დადეშიძეები ხელობას არავის ასწავლიდნენ ულუკმაპუროდ დარჩენის შიშით.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ნობელმა მთავრობას სთხოვა ნავთის გამყვანი მილი გაეკეთებინათ სურამის უღელტეხილზე, რაზეც გზათა სამინისტრომ უარი განუცხადა და უპასუხა, რომ უმჯობესი იყო მილი ამიერკავკასიის რკინიგზის საზოგადოებას გაეყვანა, რადგან მათი გაყვანილი სანავთო მილი ყველა ნავთის მწარმოებელი კომპანიისთვის იქნებოდა სასარგებლო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, თბილისის საქალაქო გამგეობის წევრი იზმაილოვი პეტერბურგიდან დაბრუნდა. იგი სამოქალაქო საქმეების მოსაგვარებლად იყო გაგზავნილი.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ი. ს. იოსელიანის საჩივარი კავკასიის სამხედრო სასამართლომ არ მიიღო, რის შემდეგაც დააკავეს, ჩამოართვეს ღირსება და საცხოვრებლად ტობოლსკის გუბერნიაში გაგზავნეს.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოფიცერი ე. ა. შენინგი კავკასიის სამხედრო სასამართლომ გაამართლა, რის გამოც პროკურორის თანაშემწემ მის წინააღმდეგ თავიდან შეიტანა საჩივარი მთავარ სამხედრო სასამართლოში და თუკი საჩივარს შეიწყნარებდნენ, სასამართლოს მეოთხედ მოუწევდა შენინგის საქმის განხილვა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე ივანეს ძე კერესელიძეს უფლება მისცეს სამეურნეო გაზეთი დაებეჭდა, თუმცა დროებით გადაიდო ეს საქმე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე გრიგოლის ძე მირიანაშვილმა კავკასიის მთავარ სამმართველოში განცხადება შეიტანა ახალი გაზეთის გამოცემის თაობაზე.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 7 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ კვირას ქართულ თეატრში ავქსენტი ანტონის ძე ცაგარლის პიესა „ხანუმა“ წარმოადგინეს. სპექტაკლს ბევრი მაყურებელი დაესწრო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა სამმოქმედებიან კომედიას „ბედნიერ დღეს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე, ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა ვოდევილს ერთ მოქმედებად „ოინბაზს“, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 5 ოქტომბერს ქართული დრამატული დასი წარმოადგენდა დივერტისმენტს – ლექსებისა და სცენების კითხვას, რომელშიც მონაწილეობდნენ: ნატალია მერაბის ასული გაბუნია, მარიამ მიხეილის ასული საფაროვი-აბაშიძისა, ვასილ ალექსის ძე აბაშიძე, დავით მერაბის ძე გამყრელიძე (აწყურელი), ვალერიან ლევანის ძე გუნია და სხვ. წარმოდგენა 8-ის ნახევარზე დაიწყებოდა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ვიქტორ ნიკოლოზის ძე გეევსკი აგრონომი იყო.
1886
ტიპი: ავტორობა
1886 წლის 5 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულ წერილში თანო ხანიაშვილი წერდა, რომ დაბა ყვირილაში ხმები დადიოდა, თითქოს მძარცველებს კომპანია ჰქონდათ შექმნილი და აგენტების დახმარებით მოპარულ ცხენებს სხვადასხვა ქვეყნებში გზავნიდა. ისინი ინიღბებოდნენ შავი ქვის მტვრით და მარგანეცზე მომუშავე ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. ამ საქმეებს არავინ იძიებდა და ყურადღებას არ აქცევდნენ.

