რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1914
ტიპი: ავტორობა
1914 წლის 14 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების კრების წევრებმა ფარული ჯენჭისყრით – 83 ხმით 75-ის წინააღმდეგ – გადაწყვიტეს, რომ საწევრო გადასახადი ისევ სამი მანეთი დარჩენილიყო. კრების ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი და მდივანი ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ეფროსინე აღლაძე სთხოვს დახმარების გაზრდას. განჩინების თანახმად, გამგეობას დაევალა სობესის წინაშე შუამდგომლობა ეფროსინე აღლაძის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ივანე გომელაური სთხოვს 10000 მანეთს ავანსად თავისი წიგნების ჰონორარიდან. განჩინებით გომელაურის თხოვნა დაკმაყოფილდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 თებერვალს ეფრემ ალექსანდრე ძე ჩახუნაშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სიღარიბის გამო სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: თანამდებობა
1917 წელს ალექსანდრე რევაზის ძე ვახვახიშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს აარონ იანქოშვილი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის საქმისმწარმოებელი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ერასტი თუთბერიძე იმერეთის ეპარქიის სეკრეტარი იყო, ლეონტი ჩაჩანიძე – მისი თანაშემწე.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ალექსანდრე დავითაშვილი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის საქმისმწარმოებელი იყო.

