რეგისტრირებული ფაქტები91180
სორტირება ახალი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 24 აპრილს ლეონიდე ჯაფარიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სიღარიბის გამო კომერციულ ან მედიკურ ფაკულტეტზე სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს თომა ალექსიევ-მესხიშვილი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის არქივის მცველი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ალექსანდრე არდაზიანი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის ბუღალტერ-ხაზინადარი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ნიკოლოზ მატატაშვილი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის საქმისმწარმოებელი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს ექვთიმე ელიაშვილი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის წევრი იყო.
1896
ტიპი: თანამდებობა
1896 წელს დიმიტრი მღებრიშვილი საქართველო-იმერეთის უწმინდესი სინოდის კანტორის თარჯიმანი იყო.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ივნისს ელისაბედ მიხეილის ასულმა ლომაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უმაღლეს კომერციულ სასწავლებელში სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წელს იოსებ მჭედლიშვილმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უნივერსიტეტისთვის სტიპენდიის დანიშვნა და ერთი სემესტრის სწავლის გადასახადის დაფარვა სთხოვა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 16 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს განათლების სექციამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას სალმან ლორთქიფანიძისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 13 ივნისს ალექსანდრე რიკრიკაძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას როსტოვის ფილოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლისთვის სტიპენდიის დანიშვნა სთხოვა.
1872
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1872 წლის 20 ივლისს კონსტანტინე გაბრიელის ძე ჩუბინიშვილი დაიბადა. მან გორის ოთხწლიანი საქალაქო სასწავლებელი დაამთავრა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წლის 31 ოქტომბერს საზღვაო ხომალდების მესაჭეთა ახალი წესები შეიმუშავეს, რის საფუძველზეც 1911 წლის 28 მარტს კონსტანტინე ჩუბინიშვილმა ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს შორეული ნაოსნობის განყოფილების შტურმანის წოდების დამადასტურებელი დიპლომი მიიღო.
1920
ტიპი: განათლება
1920 წელს განათლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, სკოლების გაეროვნულების ფარგლებში შექმნილ გადამზადების კურსებზე პედაგოგებს 6 თვის განმავლობაში უნდა შესწავლათ საზოგადო პოლიტიკა და მისი ისტორია, დიდაქტიკა, ქართული ენისა და არითმეტიკა-გეომეტრის მეთოდიკა, ქართული სიტყვიერების ისტორია, საქართველოს ისტორია, ბუნებისმეტყველება, საქართველოსა და მისი მოსაზღვრე რესპუბლიკების გეოგრაფია, ხელმარჯვეობა და ხატვა-ხაზვა.
1920
ტიპი: განათლება
1920 წლის განთლების სამინისტროს დეკრეტის პროექტის თანახმად, უკვე არსებული 5 საოსტატო სემინარია და ერთი სამასწავლებლო სკოლა ახალი ეროვნული პროგრამის სასწავლებლად 150 მასწავლებელს მოამზადებდა, ხოლო 450 მასწავლებელი მომზადებას თელავში, სიღნაღში, გორში, შოროპანში,ზუგდიდში, სენკში, ლეჩხუმში, ბორჩალოში, აფხაზეთში, სამურზაყანოსა და თბილისში გახსნილ სამასწავლებლო კურსებზე გაივლიდა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 24 მაისს სახალხო განათლების სამინისტროსთან არსებული სასწავლო კომიტეტის წევრების – აკაკი გაბრიელის ძე შანიძის, გიორგი სარიდანის ძე ახვლედიანის, სერგი რომანოზის ძე გორგაძისა და ვუკოლ მიხეილის ძე ბერიძის – ორგანიზებით ქართული ენის მცოდნეთა ყრილობა გაიხსნა. ყრილობის მიზანი სავალდებულო სალიტერატურო ქართულის ნორმების შემუშავება იყო.

