საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89045

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბერს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ოთხმოქმედებიანი კომედიის, „ხანუმას“ ავტორი იყო ავქსენტი ანტონის ძე ცაგარელი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბერს ქართულ თეატრში წარმოადგენდნენ ოთხმოქმედებიან კომედიას „ხანუმას“, „თამარ ბატონიშვილსა“ და „ლეკურს“, რომელშიც კონსტანტინე დიმიტრის ყიფიანი უკანასკნელად იღებდა მონაწილეობას.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა აკაკი წერეთლის ფელეტონი „სალამი“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რაჭის სასამართლოს ბოქაული იყო ალექსანდრე წულუკიძე.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ქაიხოსრო გელოვანის წერილი, რომ რაჭის ბოქაულ ალექსანდრე წულუკიძესა და გელოვანს შორის ცილისწამების ბრალდების საქმე მოგვარებული იყო.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 28 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივის“ მეათე თავი.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 27 სექტემბერს კავკასიის სამხედრო სასამართლომ ე. ა. შენინგი გაამართლა და მოუხსნა სახელწიფო ფულის მითვისების ბრალდება.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი გაზეთ „დროების“ რედაქტორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერის“ ცნობით, ქაიხოსრო გელოვანი იყო გაზეთ „დროების“ კორესპონდენტი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ლუკას ძე ბახტაძის ფელეტონი „მკვდრების ქურდები“.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პეტრე კლოვინიუსი იყო პოლიციელი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანე კულენიჩოვი ჯარისკაცი იყო.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალექსანდრე წულუკიძე, ივანე გიორგის ძე მაჩაბელი და ქაიხოსრო გელოვანი შეთანხმდნენ, გაარკვიეს ცილისწამებასთან დაკავშირებული გაუგებრობა და მომრიგებელ მოსამართლეს სასამართლო სხდომა გააუქმებინეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 26 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გაზეთ „დროების“ რედაქტორმა ქაიხოსრო გელოვანმა განაცხადა, რომ ალექსანდრე წულუკიძის შესახებ შეცდომით დაბეჭდა გაზეთში ინფორმაცია, რადგან შეცდომაში შეიყვანეს.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 სექტემბერს გაიმართებოდა კავკასიის სამეურნეო საზოგადოების საერთო კრება, რომელზეც ა. ნ. არასხანიანცი წაიკითხავდა მოხსენებას აბრეშუმის ამოხვევის შესახებ ნუხასა და ყარაბაღში.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 26 სექტემბერს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებაზე ა. ნ. არასხანიანცი წაიკითხავდა მოხსენებას თემაზე „აბრეშუმის ამოხვევა ნუხასა და ყარაბაღში“.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „საზაფხულოდ სოფელში“ გამოქვეყნდა.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ეფრუსი კასპიისა და შავის ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობის დირექტორი იყო.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კასპიისა და შავის ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობის დირექტორი ეფრუსი ბათუმში არ იყო და მის ნაცვლად დროებით ვან ფლიტი დანიშნეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 25 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ალფონს ჯეიმს დე როტშილდის კასპიისა და შავი ზღვის ნავთის მწარმოებელი საზოგადოების გამგეობა პროექტის განხორციელებას ბათუმში იწყებდა.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 24 სექტემბერს არტემ ნაზაროვმა ჩხუბის დროს ახალქალაქის მაზრის მოქალაქე დაჭრა, რის გამოც დააკავეს.

1886

ტიპი: ნასამართლეობა

1886 წლის 24 სექტემბერს ვერაზე მცხოვრები ეკატერინა პეტროვისა დააკავეს.

1886

ტიპი: ღონისძიება

1886 წლის 24 სექტემბერს პოლიციელმა პეტრე კლოვინიუსმა დააპატიმრა გაქცეული ჯარისკაცი ივანე კულენიჩოვი.

1886

ტიპი: თანამდებობა

1886 წლის 24 სექტემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ნ. არასხანიანცი იყო ექიმი.

1886

ტიპი: ავტორობა

1886 წლის 24 სექტემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ალექსანდრე ივანეს ძე მირიანაშვილის ფელეტონი „საზაფხულოდ სოფელში“.