რეგისტრირებული ფაქტები88484
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილის სასამართლოზე ვექილმა ე. მ. ტურკევიჩმა წარადგინა თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი მოსწავლეების მიერ დაწერილი წერილი, რომელშიც აღწერილი იყო, როგორ ექცეოდა რექტორი პავლე ჩუდეცკი მოსწავლეებს. სასამართლომ წერილის წაკითხვაზე უარი განაცხადა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილმა სასწავლებლიდან წასვლის დროს 4 მანეთი და 50 კაპიკი ითხოვა სოფელში წასასვლელად და მისცეს თანხა, თუმცა არსად წასულა თბილისში დარჩა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკისთან ერთად იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს უთხრა თუკი რომელიმე სასწავლებელში სწავლას მოინდომებდა დაეხმარებოდნენ და კარგი დახასიათების ცნობას გაატანდნენ.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ პავლე ჩუდეცკისთან ერთად იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს სასწავლებლიდან დათხოვნის მოწმობა 2 მაისს მისცა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მასწავლებელმა ვიქტორ ეგნატეს ძე ლატოცკიმ სასამართლოში განაცხადა, რომ იოსებ იაკობის ძე ლაღიაშვილს ყოფაქცევაში 4-იანი დაუწერეს. მას ლატოცკისთვის არც ყოფაქცევის ნიშნის გადაკეთება და არც გორის სასულიერო სასწავლებლის მოწმობა უთხოვია.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 19 ივნისის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ბურჯანაძე გორის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი იყო.

