რეგისტრირებული ფაქტები89045
სორტირება თარიღი კლებადობით
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი მრჩეველი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, პ. ს. უვაროვისა და მიხეილ ნიკოლოზის ძე გარსევანოვი ბათუმში იმყოფებოდნენ.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ა. ი. დელვიგი ინჟინერ-გენერალი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 14 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, სიმონოვი სინოდის მდივნის თანამდებობას 19 წლის განმავლობაში იკავებდა. იგი ავადმყოფობის გამო დაეთხოვა სამსახურიდან.
1886
ტიპი: ნასამართლეობა
1886 წლის 13 აგვისტოს მელიქიანი თავისმა მოსწავლემ, ოჰანეზ ავეტიქოვმა გაძარცვა, 50 მანეთი წაიღო. იგი დაპატიმრებული იყო და საქმეზე გამოძიება მიმდინარეობდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 11 აგვისტოს ინჟინერ-გენერალი ა. ი. დელვიგი და ინჟინერი კონრადი ავჭალაში წყლის გაყვანილობის პროექტის სანახავად წავიდნენ. დელვიგს პროექტი ძალიან მოეწონა.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კარაპეტოვი ინჟინერ-ტექნოლოგი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკი მოსკოვის უნივერსიტეტის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: თანამდებობა
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, ივანიუკოვი პეტროვსკის აკადემიის პროფესორი იყო.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, გასულ წელს კოვალევსკიმ ივანიუკოვთან ერთად სვანეთში იმოგზაურა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკიმ მოსკოვში ქართველ სტუდენტს გაზეთ „ივერიასა“ და „დროებაში“ სვანეთის შესახებ დაბეჭდილი ყველა სტატია ათარგმნინა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკი იმდენად აღფრთოვანებული იყო სვანეთით, რომ ქართველ სტუდენტს სთხოვდა სიტყვა-სიტყვით ეთარგმნა ყველა ინფორმაცია სვანეთის შესახებ. იგი ამით უდიდეს სიამოვნებას იღებდა.
1886
ტიპი: ღონისძიება
1886 წლის 8 აგვისტოს გაზეთ „ივერიის“ ცნობით, კოვალევსკის გაზეთ „დროებისა“ და „ივერიის“ ის ნომრები, რომლებშიც სვანეთის შესახებ იყო ინფორმაცია ყველა საგულდაგულოდ უჯრაში ჰქონდა შენახული.

